ბენფიკა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენფიკა
სრული სახელი Sport Lisboa e Benfica
მეტსახელი არწივები (პორტ. Águias)
წითლები (პორტ. Encarnados)
დიდებულები (პორტ. Glorioso)
დაარსდა 28 თებერვალი, 1904
სტადიონი „ეშტადიუ და ლუში“, ლისაბონი
(ტევადობა: 64 642)
პრეზიდენტი პორტუგალიის დროშა რუი კოშტა
მწვრთნელი გერმანიის დროშა როგერ შმიდტი
კაპიტანი არგენტინის დროშა ნიკოლას ოტამენდი
ლიგა პრიმეირა ლიგა
2022-23 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ბენფიკა“ (პორტ. Sport Lisboa e Benfica) — საფეხბურთო კლუბი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონიდან. პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი — პორტუგალიის 38-გზის ჩემპიონი, 29-გზის თასის მფლობელი და 9-გზის ეროვნული სუპერთასის მფლობელი. კლუბის საშინაო არენაა „ეშტადიუ და ლუში“ (პორტ. Estádio da Luz), რომელიც 64 642 მაყურებელს იტევს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბენფიკა“ დაარსდა 1904 წლის 28 თებერვალს და არის სამიდან ერთ-ერთი გუნდი რომელიც არასდროს გავარდნილა პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან. „ბენფიკას“ ჰყავს 270,000-ზე მეტი ოფიციალური წევრი, რაც მსოფლიო რეკორდია საფეხბურთო კლუბებს შორის. უეფას ცნობით კი პორტუგალელი გულშემატკივრების 47% სწორედ ლისაბონურ გრანდს უდგას მხარში. „ბენფიკა“ არის 26-ე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის, წლიური 126 მილიონიანი შემოსავლით. კლუბის დევიზი არის „E pluribus unum“ (ბევრიდან მხოლოდ ერთი) და ოფიციალური ჰიმნია „Ser Benfiquista“. გუნდის ფერებად თვლება თეთრი და წითელი, აქედან მოდის ზედმეტსახელი „O Encarnados“. ბენფიკას გულშემატკივრები საკუთარ თავს ბენფიკიშტებს უწოდებენ (Benfiquistas).

„ბენფიკა“ არის ყველაზე წარმატებული პორტუგალიური კლუბი როგორც შიდა ტიტულებით (73) ასევე მსოფლიო მაშტაბითაც (75). ამასთან ერთად იგი ერთადერთი გუნდია რომელსაც ხუთივე პორტუგალიური ტიტული აქვს მოგებული — სარეკორდო 38 პრიმეირა ლიგა, სარეკორდო 29 პორტუგალიის თასი, სარეკორდო 7 პორტუგალიის ლიგის თასი და 9 პორტუგალიის სუპერთასი. 2014 წელს „ბენფიკამ“ მოიგო პრიმეირა ლიგა, პორტუგალიის თასი, პორტუგალიის ლიგის თასი და პორტუგალიის სუპერთასი, რითიც გახდა ერთადერთი პორტუგალიური კლუბი რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ყველა პორტუგალიურ ტიტულს დაეუფლა. „ბენფიკა“ ასევე არის ერთადერთი გუნდი პორტუგალიის ისტორიაში რომელმაც ორი სეზონი ჩაატარა დაუმარცხებლად, კერძოდ კი 1972-73 და 1977-1978. გუნდმა მოხსნა ევროპული რეკორდი გადაბმულად მოგებულ მატჩებში, როცა 1971-72 და 1972-73 სეზონებს შორის ზედიზედ 29 მატჩში იმარჯვეს. მათ ეკუთვნით პორტუგალიის რეკორდი ჩემპიონსა და მეორე ადგილოსან გუნდს შორის ქულათა სხვაობაში (18 ქულა). გუნდს ასევე ეკუთვნის რეკორდი ყველაზე გრძელ დაუმარცხებელ სერიაში, „ბენფიკამ“ 1976-77-დან 1978-79-მდე 56 მატჩი ჩაატარა წაგების გარეშე.

პორტუგალიის საზღვრებს გარეთ, „ბენფიკას“ აქვს მოგებული ზედიზედ ორი ევროპის თასი. კლუბი გავიდა მეორე ადგილზე საკონტინენტთაშორისო თასზე 1961 და 1962 წლებში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე/ევროპის თასზე 1963, 1965, 1968, 1988, 1990 წლებში და ევროპის ლიგაზე 1983, 2013 და 2014 წლებში, რითიც მათ მოხსნეს რეკორდი ყველაზე მეტი ევროპული ფინალის წაგებაში. 2000 წელს „ბენფიკა“ მოხვდა მეხუთე ადგილზე IFFHS-ს საუკუნის საუკეთესო კლუბების რეიტინგში.

„ბენფიკა“ არის მეხუთე ადგილზე უეფა-ს საკლუბო რეიტინგში და მეთორმე ადგილზე IFFHS-ს მსოფლიო საკლუბო რეიტინგში, რაც პორტუგალიის რეკორდია.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პორტუგალიის ჩემპიონი: 38
    • 1935–36, 1936–37, 1937–38, 1941–42, 1942–43, 1944–45, 1949–50, 1954–55, 1956–57, 1959–60, 1960–61, 1962–63, 1963–64, 1964–65, 1966–67, 1967–68, 1968–69, 1970–71, 1971–72, 1972–73, 1974–75, 1975–76, 1976–77, 1980–81, 1982–83, 1983–84, 1986–87, 1988–89, 1990–91, 1993–94, 2004–05, 2009–10, 2013–14, 2014-15, 2015–16, 2016–17, 2018–19, 2022–23
  • პორტუგალიის თასი: 26
    • 1939–40, 1942–43, 1943–44, 1948–49, 1950–51, 1951–52, 1952–53, 1954–55, 1956–57, 1958–59, 1961–62, 1963–64, 1968–69, 1969–70, 1971–72, 1979–80, 1980–81, 1982–83, 1984–85, 1985–86, 1986–87, 1992–93, 1995–96, 2003–04, 2013-14, 2016–17.
  • პორტუგალიის ლიგის თასი: 6
  • 2008–09, 2009–10, 2010–11, 2011–12, 2013–14, 2014-15.
  • პორტუგალიის სუპერთასი: 5
    • 1980, 1985, 1989, 2005, 2014.
  • ევროპის ჩემპიონთა თასი: 2
    • 1960–61, 1961–62

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tipologia de lugares pt. S.L. Benfica (14 აპრილი, 2016).