ბელებეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბელებეი
Бәләбәй
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი ბელებეის რაიონი
კოორდინატები 54°06′00″ ჩ. გ. 54°08′00″ ა. გ. / 54.10000° ჩ. გ. 54.13333° ა. გ. / 54.10000; 54.13333
მმართველი Nikolay Mikhaylovich Nikolaev
დაარსდა 1757
პირველი ხსენება 1757
ამჟამინდელი სტატუსი 1781
ფართობი 34,26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 300
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 59 204 კაცი (2016)
ეროვნული შემადგენლობა რუსები, თათრები, ჩუვაშები, ბაშკირები, უკრაინელები
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34786
საფოსტო ინდექსი 452000
ოფიციალური საიტი belebey-mr.ru
ბელებეი — რუსეთი
ბელებეი
ბელებეი — ბაშკირეთი
ბელებეი

ბელებეი (ბაშკ. Бәләбәй) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. ბელებეის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დააარსეს ჩუვაშებმა. პირველად მოიხსენიება 1757 წელს როგორც სოფელი ბელებეევო. 1781 წელს მიიღო სამაზრო ქალაქის სტატუსი და გახდა ბალებეევოს მაზრის ცენტრი. 1796 წლიდან ორენბურგის გუბერნიის შემადგენლობაშია. 1865 წელს ორენბურგის გუბერნია გაიყო უფის და ორენბურგის გუბერნიებად, ბელებეი უფის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა.

2010 წლამდე ჰქონდა ისტორიული ქალაქის სტატუსი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე ეს სტატუსი ჩამოართვეს[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს სამხრეთ ურალში, ევრაზიის ცენტრში, ბუგულმინ-ბელებეის დაბლობზე. ქალაქ უფიდან 180 კმ-ზე სამხრეთ-დასავლეთით. ბელებეის გადაკვეთს 54 გრადუსიანი პარალელი, მდებარეობს ზღვის დონიდან 300 მეტრზე, მდინარე უსენთან ახლოს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47 %, თათრები — 23,1 %, ჩუვაშები — 12,5 %, ბაშკირები — 12,5 %, უკრაინელები — 1,7 % , მორდვები — 1 %, სხვა — 2,2 %[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]