ბაჰრამ V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრამ V

ბაჰრამ V ნადირობისას
სასანიდური ირანის მე-15 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 420
მმართ. დასასრული: 438
წინამორბედი: იეზდიგერდ I
მემკვიდრე: იეზდიგერდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 400
გარდ. თარიღი: 438
შვილები: იეზდიგერდ II
დინასტია: სასანიანები
მამა: იეზდიგერდ I
დედა: შუშანდუხტი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ბაჰრამ V[1] გური[2] (დ. 400 — გ. 438, მიდიის რეგიონი) — სასანიდური ირანის მე-15 შაჰინშაჰი 420–438 წლებში, იეზდიგერდ I-ის ვაჟი.

ბაჰრამი აღიზარდა ლახმიდების მმართველთა კარზე და სარგებლობდა მათი მხარდაჭერით. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ჩავიდა ქტესიფონში და სწორედ ლახმიდებისა და მისი მომხრე სპარსელი დიდებულების დახმარებით შეძლო ტახტისათვის მოცილეთა დამარცხება, რის შედეგადაც გახდა სასანიანების შაჰინშაჰი. ბაჰრამის ზეობისას ირანს ხანმოკლე ომის გადახდა მოუწია ეფთალიტებთან, მის მიერ ქრისტიანების დევნის გამო კი 421 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან მოუხდა საომარი კონფლიქტი, რომელიც 422 წელს სამშვიდობო ზავის დადებით დასრულდა.

ბაჰრამ V ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით ნადირობის მიმართ, რის გამოც მას ბაჰრამ გური (სპარს. بهرام گور), იგივე „კანჯარი ბაჰრამი“ უწოდეს. ის სპარსული ლიტერატურული შედევრების ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა, საკმაოდ ბევრჯერ არის ნახსენები „შაჰნამეში“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3. 
  • Shapur Shahbazi, A. (2005). „SASANIAN DYNASTY“. Encyclopaedia Iranica, Online Edition. ციტირების თარიღი: 30 March 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Istoria.Ge[მკვდარი ბმული] ირანის მმართველების სია
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 116.