ბაუჰაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაუჰაუზი)
სკოლის შენობა დესაუში.

ბაუჰაუსი — სახელოვნებო სკოლა გერმანიაში, რომელიც აერთიანებდა ხელობას და დახვეწილ ხელოვნებას. სკოლა მოქმედებდა 1919 წლიდან 1933 წლამდე. ტერმინი გერმანულად ნიშნავდა „კონსტრუქციული სახლი“ და მისი მნიშვნელობა იყო „მშენებლობის სკოლა“.

ბაუჰაუსი დააარსა ვალტერ გროპიუსმა ვაიმარში. მიუხედავად სკოლის სახელისა და ფაქტისა რომ მისი დამაარსებელი არქიტექტორი იყო, ბაუჰაუსს საწყის წლებში არ ჰქონდა არქიტექტურული განყოფილება. ბაუჰაუსის სტილი მოგვიანებით გახდა თანამედროვე დიზაინის, მოდერნისტული არქიტექტურის და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობა. ბაუჰაზს ჰქონდა დიდი გავლენა შემდგომ განვითარებებზე ხელოვნებაში, არქიტექტურაში, გრაპიკულ დიზაინში, ინტერიერის დიზაინში, ინდუსტრიულ დიზაინში და ტიპოგრაფიაში.

სკოლა არსებობდა სამ გერმანულ ქალაქში: ვაიმარში (1919-1925), დესაუში (1925-1932) და ბერლინში (1932-1933) და ჰყავდა სამი სხვადასხვა არქიტექტორ-დიზაინერი: ვალტერ გროპიუსი 1919-დან 1928-მდე, ჰანეს მეიერი 1928-დან 1930-მდე და ლუდვიგ მის ვან დერ როე 1930-დან 1933-მდე. ვან დერ როე იყო ბოლო დირექტორი სკოლის დახურვამდე. ნაცისტურმა მთავრობამ განაცხადა, რომ სკოლა კომუნისტური ინტელეკტუალიზმის ცენტრი იყო და ნაცისტური რეჟიმის წნეხის ქვეშ მომხდარი სასწავლებელი მისივე ხელმძღვანელობამ დახურა. იმის მიუხედავად რომ სკოლა დაიხურა სკოლის შემადგენლობამ განაგრძო თავისი იდეალისტური მცნებების გავრცელება. მათ დატოვეს გერმანია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასახლდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.

ხელმძღვანელობისა და ადგილის შეცვლამ გამოიწვია ფოკუსის, ტექნიკის, ინსტრუქტორების და პოლიტიკის მუდმივი ცვლა. მაგალითად სამეთუნეო მაღაზია დაიხურა როდესაც სკოლა ვაიმარიდან დესაუში გადავიდა, იმის მიუხედავად რომ ის იყო კარგი საშემოსავლო წყარო. როცა მის ვან დერ როე გახდა სკოლის ხელმძღვანელი 1930 წელს, მან გადააკეთა ის კერძო სკოლად და ჰანეს მეიერის მომხრეებს დასწრების უფლებას არ აძლევდა.

ბაუჰაუსი და გერმანული მოდერნიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის დამარცხებამ პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის მონარქიის დაცემამ და ცენზურის გაუქმებამ ახალი, ლიბერალური ვაიმარის რესპუბლიკის მიერ, ხელოვანებს მისცა საშუალება, რომ დაეწყოთ რადიკალური ექსპერიმენტირება მთელ სახელოვნებო სივრცეში, რაც წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ძველი რეჟიმის დროს. ბევრი გერმანელი მემარცხენის ხედვებზე ზეგავლენა იქონია რუსული რევოლუციის შემდგომმა კულტურულმა ძიებებმა, როგორიცაა კონსტრუქტივიზმი. მაგრამ გროპიუსმა არ გაიზიარა ეს რადიკალური ხედვები და თქვა რომ ბაუჰაუსი იყო მთლიანად აპოლიტიკური. ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ინგლისელმა დიზაინერმა უილიამ მორისმა, რომელმაც თქვა რომ ხელოვნება საზოგადოების აუცილებლობას უნდა ემსახურებოდეს და რომ ფორმასა და ფუნქციას შორის არ უნდა იყოს სხვაობა. ასე ჩამოყალიბდა სტილი ბაუჰაუსი, აგრეთვე ცნობილი როგორც საერთაშორისო სტილი. სტილს ახასიათებდა მორთულობის ანუ ორნამენტაციის უარყოფა და ფუნქციის და დიზაინის ჰარმონიზაცია.

მაინც, ბაუჰაუსის მთავარი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოდის მოდერნიზმიდან, მიმართულებიდან რომლის დასაბამია მე-19 საუკუნის 80-იანი წლები და რომლის არსებობა გერმანიამ შეიგრძო პირველ მსოფლიო ომამდე, გაბატონებული კონსერვატიზმის მიუხედავად. დიზაინის ინოვაციები რომლებიც ასოცირდება გროპიუსთან და ბაუჰაუსთან ,რადიკალურად გამარტივებული ფორმები, რაციონალურობა და ფუნქციონალურობა, ნაწილობრივ განვითარებული იყო გერმანიაში ბაუჰაუსამდე. ჰერმან მუთესიუსმა ჩამოაყალიბა გერმანელი ნაციონალური დიზაინერების ორგანიზაცია 1907 წელს სახელად Deutscher Werkbund. არსებობის პირველ შვიდწლეულში Werkbund იყო განხილული როგორც ავტორიტეტული სხეული რომელიც კითხვის ქვეშ აყენებდა დიზაინს გერმანიაში და დაკოპირებული იყო ბევრ ქვეყანაში. ბევრი ფუნდამენტური საკითხები ხელობის და წარმოების დაპირისპირებაზე, გამოყენებადობის და სილამაზის ურთიერთობაზე, ფორმული სილამაზის პრაქტიკულ დანიშნულებაზე საზოგადო ობიექტში იქნა განხილული 1870 წევრს შორის.

გერმანული არქიტექტურული მოდერნიზმის მთლიანი მიმდინარეობა იყო ცნობილი როგორც Neues Bauen. 1907 წლის ივნისში პიტერ ბერენსმა გერმანული ელეკტრო კომპანიისთვის, AEG, ინდუსტრიულ დიზაინს გაუკაფა გზა. მან გააკეთა ფართო მოხმარების პროდუქტების, სტანდარტიზირებული ნაწილების დიზაინი, განავითარა მდგრადი კორპორატიული იდენტურობა და დაიწყო ახლად განვითარებული მასალების, მაგალითად ჩამოსხმული ბეტონის, გამოყენება. ბერენსი Werkbund-ის დამაარსებელი იყო და ვალტერ გროპიუსი და ადოლფ მაიერი ორივე მასზე მუშაობდა ამ პერიოდში.

ბაუჰაუსი დაარსდა იმ დროს როდესაც გერმანული zeitgeist ექსპრესიონიზმიდან ახალ საგნობრიობაზე გადავიდა. მომუშავე არქიტექტორების მთელმა რიგმა, რომელთა ნაწილი იყო ერიჰ მენდელსონი, ბრუნო ტაუტი და ჰანს პელციგი, ზურგი აქცია მასკარადისეულ ძიებებს და შეტრიალდა რაციონალიზმისკენ და ფუნქციონალიზმისკენ.ბაუჰაუსის გარდა ბევრი გამოჩენილი 20-იანი წლების გერმანელი არქიტექტორი მიყვა იმავე ესთეტიკას და მატერიალურ შესაძლებლობებს რასაც ქადაგებდა სკოლა. ასევე გამოეხმაურნენ ვაიმარის კონსტიტუციაში ახლად შეტანილ „მინიმალურ საცხოვრებლებს“. ერნსტ მეი, ბრუნო ტაუტი, მარტინ ვაგნერი და სხვები აშენებდნენ დიდ საცხოვრებელ ბლოკებს ფრანკფურტში და ბერლინში

ბაუჰაუსი და ვხუტემასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვხუტემასს, რუსული ხელოვნებისა და ტექნოლოგიური სასწავლებელი, რომელიც დაარსდა 1920 წელს მოსკოვში, ხშირად ადარებდნენ ბაუჰაუსს. ვხუტემასს ახლო პარალელები აქვს გერმანულ ბაუჰაუსთან, მსგავსი განზრახვები, ორგანიზაცია და თვალსაწიერი. ეს ორი სასწავლებელი ოყო პირველი რომელიც ასწავლიდა ხელოვან-დიზაინერებს თანამედროვე სტილით. ორივე სასწავლებელი სახელმწიფოს მიერ იყო დასპონსორებული, რომ შერწყას ტრადიციული ხელობა თანამედროვე ტექნოლოგიასთან, ესთეტიკის საფუძვლების საბაზისო კურსით, ფერის თეორიის, ინდუსტრიული დიზაინის და არქიტექტურის კურსით. ვხუტემასი ბაუჰაუსზე დიდი სასწავლებელი იყო მაგრამ ნაკლებად გამოქვეყნებული საბჭოთა კავშირის გარეთ და აქედან გამომდინარე ნაკლებად ცნობილია დასავლეთისთვის.

თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ინტერნაციონალიზმით, ბაუჰაზსა და ვხუტემასს შორის ბევრი იდეათა გაცვლა ხდებოდა. ბაუჰაუსის წარმომადგენელი ჰინერკ შეპერი თანამშრომლობდა სხვადასხვა ვხუტეინის წარმომადგენელთან თემაზე ფერი არქიტექტურაში. ამის გარდა, ლისიცკის წიგნი სახელად რუსეთი: არქიტექტურა მსოფლიო რევოლუციისთვის  გამოიცა გერმანიაში 1930 წელს რომელშიც შედიოდა ვხუტემას/ვხუტეინის პროექტების ილუსტრაციები.

ბაუჰაუსის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაიმარი [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებელი დააარსა ვალტერ გროპიუსმა 1919 წელს. მან გააერთიანა დუკალის ხელოვნებისა და ხელობის სასწავლებელი ვაიმარის დახვეწილი ხელოვნების აკადემიასთან. ბაუჰაუსს ფესვები უდევს 1906 წელს დაარსებულ ხელოვნებისა და ხელობის სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბელგიელი არტ ნუვოს სტილის არქიტექტორი ჰენრი ვან დე ველდი. როდესაც ვან დე ველდს აიძულეს პოსტიდან გადამდგარიყო 1915 წელს იმის გამო რომ იყო ბელგიელი, მან შესთავაზა გროპიუსს, ჰერმან ობრისტს და აუგუსტ ენდელს, რომ მისი საქმე გაეგრძელებინათ. 1919 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომის განადგურებიდან გამოწვეული დაბრკოლება აღარ უშლიდათ ხელს, გროპიუსი გახდა ახალი ინსტიტუციის, ბაუჰაუსის, ხელმძღვანელი. 1919 წლის გამოფენის „უცნობ არქიტექტორთა გამოფენა“ პამფლეტში გროპიუსმა თქვა რომ მისი მიზანი იყო, რომ ჩამოეყალიბებინა ოსტატთა გილდია კლასობრივი განსხვავების გარეშე, რამაც ხელოვანთა და ოსტატთა შორის ამპარტავნების ბარიერი გააჩინა. საწყისი განზრახვა იყო რომ ბაუჰაუსში გაერთიანებულიყო არქიტექტურის სასწავლებელი, ხელობის სასწავლებელი და ხელოვნების აკადემია. 1919 წელს შვეიცარიელმა მხატვარმა იოჰანეს იტენმა, გერმანელ-ამერიკელმა მხატვარმა ლიონელ ფაინინგერმა და გერმანელმა სკულპტორმა ჯერარდ მარქსმა გროპიუსთან ერთან შეადგენდნენ  ბაუჰაუსის ფაკულტეტს. მომდევნო წელს მათ შემოემატათ გერმანელი მხატვარი, სკულპტორი და დიზაინერი ოსკარ შლემერი, თეატრალური სახელოსნოს ხელმძღვანელი, და შვეიცარიელი მხატვარი პოლ კლე, რომელიც 1922 წელს ვასილი კანდინსკიმ მოიყვანა. 1922-ში ტეო ვან დუზბურგი ვაიმარში დე სტილს უქმნიდა რეკლამას ასევე ამ წელს ბაუჰაზს ესტუმრა რუსული კონსტრუქტივიზმის არქიტექტორი ელ ლისიცკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]