ბატა (ეკვატორული გვინეა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბატა
ესპ. Bata

ტორე-დე-ლა-ლიბერტადის ძეგლი
გერბი

ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
პროვინცია ლიტორალი
კოორდინატები 1°51′00″ ჩ. გ. 9°45′00″ ა. გ. / 1.85000° ჩ. გ. 9.75000° ა. გ. / 1.85000; 9.75000
დაარსდა 1851
ფართობი 2500 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 312 000 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 08
ბატა (ეკვატორული გვინეა) — ეკვატორული გვინეა
ბატა (ეკვატორული გვინეა)

ბატა (ესპ. Bata) — ქალაქი ეკვატორული გვინეის კონტინენტურ ნაწილში. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე საზღვაო პორტი. ლიტორალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქ ბატაში მდებარეობს იმავე დასახელების საერთაშორისო აეროპორტი. აქ ასევე მდებარეობს ეკვატორული გვინეის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წლის ანტი-ესპანური უწესრიგობების და მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ქალაქმა გადაიტანა 1970-იან წლებში და 1980-იანი წლების დასაწყისში, ქალაქში შემცირდა ევროპელი მოსახლეობა. ქვეყანაში 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იან წლებში დაწყებულმა ნავთობის ბუმმა ბიძგი მისცა ქალაქის განვითარებას.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ბატას, როგორც ეკვატორული გვინეის დასახლებული პუნქტების დიდ უმრავლესობას, აქვს ტროპიკული მუსონური კლიმატი. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა შეადგენს 1800 მმ-ს. ყველაზე უფრო გრილი და მშრალი თვეა თებერვალი, ხოლო ყველაზე ცხელი თვეა აგვისტო. მშრალი სეზონი გრძელდება დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, ხოლო წვიმიანი აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი ბატა ქვეყნის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია, 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 312 000 ადამიანს.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბატა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღრმა პორტია. მიუხედავად ამისა, ქალაქს არ აქვს ბუნებრივი ნავსაყუდელი საზღვაო გემების და ტვირთების გადამუშავების გასაადვილებლად. ექსპორტის მთავარი დარგებია მერქანი და ყავა.[2] ქა;აქის საერთაშორისო აეროპორტი ახორციელებს რეისებს რამდენიმე ქალაქში, ეკვატორული გვინეის დედაქალაქ მალაბოს და გაბონის დედაქალაქ ლიბრევილის ჩათვლით. ბატაში, როგორც მალაბოში, მდებარეობენ ერთ-ერთი საუკეთესო ოტელები, ოტელ Panafrica-ს ჩათვლით, რომელსაც აქვს ხედი პლაჟისკენ.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]