ბასრის მუჰაფაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰაფაზა
ბასრის პროვინცია
محافظة بابل
დროშა გერბი

ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი ბასრა
კოორდინატები 30°22′00″ ჩ. გ. 47°22′00″ ა. გ. / 30.36667° ჩ. გ. 47.36667° ა. გ. / 30.36667; 47.36667
ფართობი 19 070 კმ²
მოსახლეობა 4 700 000 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTCUTC+3
ოფიციალური საიტი http://en.basrahgov.com/index.php
ბასრის მუჰაფაზა — ერაყი
ბასრის მუჰაფაზა

ბასრის მუჰაფაზა იგივე ბასრის (ალ ბასრის) პროვინცია (არაბ. محافظة البصرة) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა ქვეყნის 18 მუჰაფაზიდან. მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბასრა. მუჰაფაზა მოიცავს 7 რაიონს. მას აღმოსავლეთით ირანი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთითქუვეითი. მისი ფართობი 19 070 კმ²-ია. პროვინციის ერთ-ერთი ქალაქი, ფაო მდებარეობს სპარსეთის ყურის სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ბასრის მუჰაფაზის მოსახლეობამ 4 700 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც დაახლ. 2 300 000 ქალაქ ბასრაში ცხოვრობს. ქალაქი ბასრა არის სიდიდით მეორე ქალაქი ერაყში დედაქალაქ ბაღდადის შემდეგ და ქვეყნის მთავარი საპორტო ქალაქი. ბასრის მუჰაფაზის გუბერნატორი არის მაჯიდ ალ ნასრავი. მუჰაფაზის ფართობით უდიდესი ქალაქი არის ზუბაირი (ალ-ზუბაირი). ბასრის პროვინციაში მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.

ბასრა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1920 წელს, მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა მისი რამდენიმე პროვინცია ბრიტანეთის იმპერიამ მიიღო, მათ შორის ბასრაც. 1932 წელს ბასრა ბრიტანეთისაგან გათავისუფლდა და შევიდა ახლადჩამოყალიბებულ ერაყის სამეფოს შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]