ბარსელონა (ვენესუელა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარსელონა.
ქალაქი
ბარსელონა
Barcelona

ბარსელონის საკათედრო ტაძარი
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ანსოატეგი
კოორდინატები 10°04′00″ ჩ. გ. 64°43′00″ დ. გ. / 10.06667° ჩ. გ. 64.71667° დ. გ. / 10.06667; -64.71667
მმართველი Guillermo Martínez Vílchez
დაარსდა 1671 წ
ფართობი 76,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13
მოსახლეობა 950 000 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 0281
საფოსტო ინდექსი 6001
ოფიციალური საიტი http://alcaldiasimonbolivar.gob.ve/
ბარსელონა (ვენესუელა) — ვენესუელა
ბარსელონა (ვენესუელა)

ბარსელონა — ქალაქი ვენესუელაში, ანსოატეგის შტატის დედაქალაქი. დაარსდა 1671 წელს. პუერტო-ლა-კრუსთან, ლეჩერიასთან და გუანტასთან ერთად ქმნის ვენესუელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ურბანულ არეალს 950 000 მცხოვრებით.

ქალაქი მდებარეობს ანსოატეგის შტატის შიდა ნაწილში, ვენესუელის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ, დასავლეთ კორდილიერის რეგიონის მთისწინეთის სიახლოვეს. მისი ჩრდილოეთი, ოკეანის სანაპირო გამოირჩევა პლაჟების სიუხვით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიაში. ბარსელონა წარმოადგენს მოჩიმის ეროვნული პარკის ერთგვარ შესასვლელს, რომელიც გამოირჩევა კუნძულების სიუხვით, რომლებიც ეროვნულ მონუმენტებადაა გამოცხადებული.

ბარსელონის ჰიდროგრაფიაში წამყვანი ადგილი უკავია მდინარე ნევერის, რომელიც ქალაქის ცენტრზე გაივლის და რომელიც ცნობილია სეზონური დატბორვებით წყალუხვობის პერიოდში. 1972 წელს დატბორვებისგან თავდაცვის მიზნით აიგო სპეციალური არხები.

პუერტო-ლა-კრუსისგან განხსვავებით, რომელიც ძირითადად XX საუკუნეში აიგო, ბარსელონაში წარმოდგენილია ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის ნარევი, რაც მისი ზრდისა და განვითარების მრავალი წლითაა განპირობებული.[1] დასახლება ნუევა-ბარსელონა-დელ-სერო-სანტო (ესპ. Nueva Barcelona del Cerro Santoწმინდა მთის ახალი ბარსელონა) თავდაპირველად ესპანელმა კონკისტადორმა, ხუან ორპიმ დააარსა. შემდგომში, 1671 წელს იგი ხელახლა იქნა დაარსებული და დასახლებული გუბერნატორ სანჩო ფერნანდეს დე ანგულოს მიერ, თავდაპირველი დასახლებიდან და კატალონიელი კოლონიზატორების პატარა სამოსახლოდან ორი კილომეტრის მოშორებით.[1] ბარსელონა წარმოადგენდა ნუევა-ანდალუსიის ერთ-ერთ პროვინციას. ამ პერიოდის დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი შენობაა ანსოატეგის მუზეუმი, რომელიც უძველესია ქალაქში.

ბარსელონის ისტორიული არეალები განლაგებულია მისი მთავარი მოედნების — ბოლივარის, მირანდასა და ბოიაკას ირგვლივ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Krzysztof Dydynski, Charlotte Beech (1972), გვ.244