ბალფრინი
იერსახე
ბალფრინი | |
---|---|
ჩრდილოეთ კალთა | |
კოორდინატები: 46°08′06″ ჩ. გ. 7°52′49″ ა. გ. / 46.13500° ჩ. გ. 7.88028° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3796 მ |
ქედი | პენინის ალპები |
ბალფრინი (გერმ. Balfrin) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს დომის მთის ჩრდილოეთით, ვალეს კანტონის ტერიტორიაზე. მიეკუთვნება მიშაბელის მასივს, რომელიც სოფელ მატერტალსა და ზაასტალს შორისაა გადაჭიმული. ბალფრინის ჩრდილოეთ კალთა დაფარულია ბალფრინგლეჩერის მყინვარით, სამხრეთი კალთა კი უფრო დიდი რიედის მყინვარით.