ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიუნხენის ბაიერნი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი
მიუნხენის ბაიერნი
დაარსდა 27 თებერვალი, 1900; 124 წლის წინ (1900-02-27)
სტადიონი ალიანც არენა, მიუნხენი
(ტევადობა: 75 000 მაყურებელი)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა ჰერბერტ ჰაინერი
მწვრთნელი გერმანიის დროშა იულიან ნაგელსმანი
კაპიტანი გერმანიის დროშა მანუელ ნოიერი
ლიგა ბუნდესლიგა
2021–22 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ. FC Bayern München) — გერმანული საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქ მიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 6 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 30 ეროვნული ჩემპიონატით, 20 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. „ბაიერნი“ საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა „ბენფიკასა“ და „ბარსელონას“ კლუბების შემდეგ. „ბაიერნს“ ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიერნის პირველი გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკ ნიურნბერგისა და ბაიერნის პირველი თამაში 1900 წელს.

„ბაიერნის“ ისტორია 1900 წლიდან იწყება. მისი დაარსება დაკავშირებულია ფეხბურთის ფუნქციონერ ფრანც ჯონის სახელთან, რომელიც გუნდის პირველი პრეზიდენტი იყო. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე — ლეოპოლდშტრასეზე გადავიდა. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. „ბაიერნი“ პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი — მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი და ცოტა ხანში გუნდი ისეთი ძლიერი გახდა , როგორიც დღესაა.

ბაიერნის ემბლემები 1900-2002 წლებში

პირველი ტიტული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს „ბაიერნმა“ სამხრეთის მიწების ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1932 წელს გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს ანგარიშით 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი. გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი.

მეორე მსოფლიო ომმა ძალზედ დიდი გავლენა მოახდინა სპორტზე. ის კიდევ უფრო დიდი ხნით ანელებდა ფეხბურთის განვითარებას. ამ კატასტროფის შემდეგ, გერმანულ ფეხბურთს სჭირდებოდა დრო, რათა დაებრუნებინა თავისი დაკარგული პოზიციები.

ალიანც არენა

1957 წელს ბაიერნმა გერმანიის თასი მოიგო. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, აუგსბურგის სტადიონზე, რომელიც 42000 ათას ადამიანს იტევდა, ბაიერნის კაპიტანმა — ჯობსტმა გუნდი დიუსელდორფის ფორტუნის წინააღმდეგ გამარჯვებამდე მიიყვანა. ბაიერნმა 1:0 მოიგო. ამ გამარჯვებას მოჰყვა არც თუ ისე გრძელი წარუმატებლობები, რომლის დროსაც ბაიერნმა ვერაფერი ვერ მოიგო. 1963 წელს, ბაიერნი არ იქნა დაშვებული ახლად დაარსებულ ბუნდესლიგაში. მაგრამ ორი წლის შემდეგ, გუნდმა ბუნდესლიგის სიმაღლეების დაპყრობა დაიწყო. ამ დროს გუნდის მწვრთნელი იყო ზლატკო ცარკოვსკი. კლუბი შევიდა მისი უდიდესი წარმატებების პერიოდში — ფრანც ბეკენბაუერისა და კომპანიის ხანაში.

ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნში გადავიდა, თუმცა მას ჰქონდა შანსი ეთამაშა მიუნხენ 1860-შიც. ცარკოვსკიმ იგი პლეი-ოფის თამაშებში პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. კარებში ლეგენდარული ზეპ მაიერი იდგა. თავდასხმაში კი თამაშობდა გერდ მიულერი. ამ ფეხბურთელებმა ბაიერნს დიდი წარმატებები მოუტანეს. 1965/66 სეზონში გუნდი მესამე ადგილას გავიდა. ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი კი ნაკრებში გამოიძახეს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ. გერმანია მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა, წააგო რა ფინალში ინგლისთან. თუმცა სეზონი ისე არ დამთავრებულა, ბაიერნს ორი ტიტული რომ არ მოეგო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდმა ისევ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა ფინალში მაიდერიხერი ანგარიშით 4:2.

1967 წელს ბაიერნმა ევროპული მწვერვალებიც დაიპყრო. თასის მოგების შემდეგ ჰამბურგის წინააღმდეგ ანგარიშით 4:0, გუნდმა ბეკენბაუერის თავკაცობით შეასრულა დუბლი, როცა თასების თასი მოიგო. ფრანც როტმა, რომელსაც ხშირად გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, 109 წუთზე სელტიკის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და გუნდს თასების თასი მოაგებინა.

ჩემპიონთა პირველი თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 გარდატეხის წელი იყო. ბრანკო ზებეკი, რომელმაც შეცვალა ცარკოვსკი, წავიდა ისეთ უკიდურეს ნაბიჯზე, როგორიც იყო ლუდის მოხმარების საერთოდ აკრძალვა. თუმცა, მრავალრიცხოვანი დაცინვის მიუხედავად, ბაიერნის ფანები კმაყოფილნი იყვნენ, რადგან გუნდმა დუბლი შეასრულა: გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული იქნა 8 ქულიანი ჰანდიკაპით, ხოლო თასის ფინალში დამარცხებული იქნა შალკე 04. მაგრამ ამავე დროს გამოჩნდა გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა ბაიერნს — მიონხენგლადბახის ბორუსია. ბორუსიამ გერმანიის ჩემპიონობა ორჯერ 1970–71 წლებში მოიგო და უკან ჩამოიტოვა ბაიერნი.

1972 წელს მიუნხენელებმა დაიბრუნეს ტიტული უკვე ოლიმპიაშტადიოზე უდო ლატეკის ხელმძღვანელობით. გუნდს კიდევ ერთი სიხარული მიზეზი ჰქონდა: გერდ მიულერი გახდა საუკეთესო თავდამსხმელი 40 გატანილი გოლით. მანვე კელნთან თასის ფინალში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. იმავე ლატეკის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 2 წელი დაიცვა თასი. 1974 წელს ბაიერნმა მოიგო ჩემპიონთა თასი. შვარცენბეკმა გაათანაბრა ანგარიში ბრიუსელში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ, ხოლო დამატებით შეხვედრაში გუნდმა მოიგო მატჩი ანგარიშით 4:0. დუბლი შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა 1980 წლამდე ბუნდესლიგაში პაუზა გააკეთა, საერთაშორისო არენაზე მათ სამჯერ მოიპოვეს ტიტულები. მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონთა თასი 1975 წელს (2:0 ლიდსის წინააღმდეგ), 1976 წელს კი გაიმეორეს მიღწევა, როდესაც გლაზგოში სენტ-ეტიენი დაამარცხეს ანგარიშით 1:0. ამასთან ერთად ბაიერნმა იმავე წელს მოიგო საკონტინენტთაშორისო თასიც, დაამარცხა რა კრუზეირო ორ მატჩიან შეხვედრაში. ამ პერიოდში გუნდის მწვრთნელი იყო დიტმარ კრემერი.

1978-83 წლებში ბაიერნს წვრთნიდა პოლ ჩერნაი. მის დროს კლუბი ორჯერ, 1980–81 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი.

1987 წელს ბაიერნის მწვრთნელი გახდა იუპ ჰეინკესი, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა ორჯერ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა 1989–90 წლებში. ჰეინკესმა გუნდი 91/92 სეზონში დატოვა, მისი ადგილი კი სორენ ლერბიმ დაიკავა. თუმცა გუნდის აღმავლობა მაინც არ შეინიშნებოდა, მიუნხენელები აღმოჩნდნენ ბუნდესლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე. ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი ერიხ რიბეკმა. კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ფრანც ბეკენბაუერმა კი ვიცე-პრეზიდენტების პოსტები დაიკავეს. 93/94 სეზონში კაიზერ-ფრანცმა მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ერიხ რიბეკი და ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახადა.


ამის შემდეგ დადგა ჯოვანი ტრაპატონის ეპოქა. მართალია, მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ვერ შესძლო სასურველი წარმატებების მიღწევა. გუნდმა 94/95 სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამსტერდამის აიაქსთან წააგო. ამის გამო გუნდში ტრაპატონის ნაცვლად მოვიდა ოტო რეჰაგელი. მას მოჰყვნენ კლინსმანი, ჰერცოგი და სფორცა. მაგრამ ოტოც მალე იძულებული გახდა დაეტოვებინა მწვრთნელის პოსტი დროზე ადრე, მიუხედავად იმისა, რომ მან ნახევარ სეზონში მოახერხა გუნდის უეფა-ს თასის ფინალში გაყვანა, სადაც მისი მეტოქე ბარსელონა იყო. ფინალში, ოლიმპიაშტადიონზე ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ, თითქოს უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებული, მაგრამ განმეორებითი მატჩი ბაიერნისთვის სასიკეთოდ დამთავრდა. ბაბელმა და ვიტეჩეკმა შესძლეს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება — 2:1. ფინალის დღეებში, როდესაც ფრანც ბეკენბაუერი ითავსებდა გუნდის მწვრთნელობას და მის ხელმძღვანელობას, მან მოახერხა ის, რომ ბაიერნმა პირველად თავის ისტორიაში მოიპოვა უეფა-ს თასი. თუმცა საერთო სურათს დორტმუნდის ბორუსიის ჩემპიონობა აფუჭებდა. ამის შემდეგ ტრაპატონი ისევ დაუბრუნდა გუნდს და ორი წლის განმავლობაში ბაიერნს ორი გამარჯვება მოუტანა: გერმანიის ჩემპიონატში 1997 წელს და გერმანიის თასზე 1998 წელს.

ბაიერნის სავარჯიშო კომპლექსი

„ბაიერნი“ 21-ე საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტმარ ჰიცფელდმა იტალიელი სპეციალისტი 1998 წელს შეცვალა. პირველივე წელს მან თითქმის მიაღწია გუნდის საუკეთესო შედეგს არსებობის ისტორიაში. მაგრამ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხი ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა გუნდისთვის. უკვე ორი წლის შემდეგ ჰიცფელდმა და ბაიერნმა დაამტკიცეს, რომ 1999 წლის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ჰიცფელდის ხელმძღვანელობით ბაიერნმა (1998-2004 წლებში) მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა ოთხჯერ, ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს, ასევე გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასა და საკონტინენტთაშორისო თასზე. ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა „ბაიერნის“ მწვრთნელებს შორის. ამ პერიოდში გუნდის ლიდერები იყვნენ ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი და ჯოვანი ელბერი.

2004 წელს კლუბში მწვრთნელად მოვიდა ფელიქს მაგათი, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბი ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს, მაგრამ 2007 წლის იანვარში წარუმატებლობების გამო იგი გაათავისუფლეს და მის ადგილას დააბრუნეს ოტმარ ჰიცფელდი.

2007 წლის ზაფხულში ბაიერნმა გაატარა სერიოზული სატრანსფერო პოლიტიკა, რის შედეგადაც შეიძინა იტალიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი ლუკა ტონი[1], გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფორვარდი მიროსლავ კლოზე, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი და კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი. ფეხბურთელების ტრანსფერებზე 2007 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ბაიერნმა $94 მილიონი დახარჯა.[2] 2007-2008 სეზონში კლუბი გახდა გერმანიის ჩემპიონი, დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს.

2008 წლის 1 ივლისიდან ოტმარ ჰიცფელდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა იურგენ კლინსმანმა. 2009 წლის 27 აპრილს კლინსმანი იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შრომის შედეგად მალევე გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი მოვიდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა შემტევი გუნდის ჩამოყალიბება, პირველივე სეზონში (2009-2010) მოაგებინა კლუბს აუდის თასი, გახადა გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასის მფლობელი და ასევე ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის თასთან, მაგრამ ინტერთან დამარცხდა ფინალში ანგარიშით 0:2

ვან გაალის შემდეგ კვლავ ჰაინკესი დაბრუნდა, რომელმაც მოღვაწეობის მეორე წელს (2011/2012) კლუბი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა (ფინალი მიუნხენში ტარდებოდა), მაგრამ კლუბმა ჩემპიონის ტიტული ლონდონის „ჩელსისთან“ დათმო. იმ წელს მიუნხენური გრანდი უტიტულოდ დარჩა, ამიტომ ხელმძღვანელებმა ჰაინკესის შემცვლელს დაუწყეს ძებნა და მიაგნეს კიდეც — ეს იყო ჟოზეპ გუარდიოლა. მაგრამ ჰაინკესს თითქმის მთელი სეზონი წინ ჰქონდა, მან გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეასრულა „ჰეთ-თრიკი“: მოიგო ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა (დაამარცხეს დორტმუნდის „ბორუსია“ 2:1) და გერმანიის თასი, დაამყარა და გააუმჯობესა მრავალი რეკორდი (გასვლით შეხვედრებში მოიგო ყველა მატჩი, ბუნდესლიგაში გაიტანა 98 გოლი და ა.შ.).

მიუხედავად ამ ფანტასტიკური შედეგისა, ჰაინკესს მაინც მოუწია კლუბიდან წასვლა გუარდიოლასთან წინასწარ გაფორმებული კონტრაქტის გამო. 2013 წლის მაისის მონაცემით მიუნხენის „ბაიერნი“ საკლუბო რეიტინგში პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

ისტორიული საფეხბურთო ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 და 1976 ევროპის ჩემპიონთა თასი ფინალები
1975 და 1982 ევროპის ჩემპიონთა თასი ფინალები
1987
ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი
1996
უეფას თასის ფინალი (პირველი მატჩი)
1996
უეფას თასის ფინალი (მეორე მატჩი)
1999 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2001 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2010 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2012 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი
2013 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიერნი საშინაო მატჩებს 1971-72 სეზონიდან 2005-06 სეზონამდე მართავდა ოლიმპიაშტადიონზე, რომელიც იტევს 69.250 მაყურებელს. ამჟამად ბაიერნის სტადიონი არის ალიანც არენა, რომლის მშენებლობა დასრულდა 2005 წელს. ბაიერნთან ერთად სტადიონზე საშინაო მატჩებს მართავს საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860. სტადიონის ტევადობა არის 75 000.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბაიერნის“ რეიტინგი 1964–2007 წლებში
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი. 2013
გერმანიის საფეხბურთო ლიგა/გერმანიის ბუნდესლიგა (32)
  • 1932, 1968-69, 1971-72, 1972-73, 1973-74, 1979-80, 1980-81, 1984-85, 1985-86, 1986-87, 1988-89, 1989-90, 1993-94, 1996-97, 1998-99, 1999-2000, 2000-01, 2002-03, 2004-05, 2005-06, 2007-08, 2009-10, 2012-13, 2013-14, 2014-15, 2015-16, 2016-17, 2017-18, 2018-19, 2019-20, 2020-21, 2021-22
გერმანიის თასი (20)
  • 1956-57, 1965-66, 1966-67, 1968-69, 1970-71, 1981-82, 1983-84, 1985-86, 1997-98, 1999-2000, 2002-03, 2004-05 2005-06, 2007-08, 2009-10, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2018-19, 2019-20
გერმანიის ლიგის თასი (6)
  • 1997, 1998, 1999, 2000, 2004, 2007
გერმანიის სუპერთასი (10)
  • 1987, 1990, 2010, 2012, 2016, 2017, 2018, 2020, 2021, 2022
ევროპის ჩემპიონთა თასი/უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (6)
  • 1973/1974, 1974/1975, 1975/1976, 2000/2001, 2012/2013, 2019/20 [3][4]
უეფა-ს თასი (1)
  • 1995/1996
თასების მფლობელთა თასი (1)
  • 1966/1967
უეფა-ს სუპერთასი (2)
  • 2013, 2020
საკონტინენტთაშორისო თასი (2)
  • 1976, 2001
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2)
  • 2013, 2020

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"საუკეთესო შემადგენლობა". მწვრთნელი ოტმარ ჰიცფელდი.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე გერმანია გერმანია მანუელ ნოიერი
2 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი დაიო უპამეკანო
4 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები მატიას დე ლიხტი
5 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ბენჟამენ პავარი
6 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ჯოშუა კიმიხი
7 თავდამსხმელი გერმანია გერმანია სერჟ გნაბრი
8 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ლეონ გორეცკა
10 თავდამსხმელი გერმანია გერმანია ლეროი ზანე
11 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი კინგსლი კომანი
13 თავდამსხმელი კამერუნი კამერუნი ერიკ შუპო-მოტინგი
14 ნახევარმცველი გერმანია გერმანია პოლ ვანერი
17 თავდამსხმელი სენეგალი სენეგალი სადიო მანე
19 მცველი კანადა კანადა ალფონსო დეივისი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
20 მცველი სენეგალი სენეგალი ბუნა სარი
21 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ლუკას ერნანდესი
22 მცველი პორტუგალია პორტუგალია ჟოაო კანსელო (იჯარით)
23 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები დალეი ბლინდი
25 თავდამსხმელი გერმანია გერმანია თომას მიულერი
26 მეკარე გერმანია გერმანია სვენ ულრაიხი
27 მეკარე შვეიცარია  შვეიცარია იან სომერი
35 მეკარე გერმანია გერმანია იოჰანეს შენკი
38 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები რაიან გრავენბერხი
39 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი მატის ტელი
40 მცველი მაროკო მაროკო ნუსაირ მაზრაუი
42 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ჯამალ მუსიალა
44 მცველი ხორვატია ხორვატია იოსიპ სტანისიჩი


ბაიერნის პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც ბეკენბაუერი
პერიოდი პრეზიდენტი
01.01.2010 — კარლ-ჰაინც რუმენიგე
07.10.1994 — 01.01.2010 ფრანც ბეკენბაუერი
09.10.1985 — 07.10.1994 ფრიტც შერერი
24.04.1979 — 09.10.1985 ვილი ჰოფმანი
1962 — 19.03.1979 ვილჰელმ ნოიდეკერი
1958 — 1962 როლანდ ენდლერი
1955 — 1958 ალფრედ როიტლინგერი
1953 — 1955 ადოლფ ფიშერი
კარლ ვალდი
ჰიუგო ცისინგერი
1951 — 1953 იულიუს შერინგი
1947 — 1951 კურტ ლანდაუერი
1945 — 1947 ზიგფრიდ ჰერმანი
1945 იოზეფ ბაიერი
1945 ფრანც კსავერ ჰაილმასენდერი
1943 — 1945 ზაუტერი
1938 — 1943 კელნერი
1937 — 1938 ფრანც ნუსჰარდი
1935 — 1937 რიხარდ ამესმაიერი
1934 — 1935 კარლ–ჰაინც ოტინგერი
1933 — 1934 ზიგფრიდ ჰერმანი
1922 — 1933 კურტ ლანდაუერი
1921 — 1922 ფრედ დანი
1919 — 1921 კურტ ლანდაუერი
1916 — 1919 ფრიტც მაიერი
1916 ჰანს ბერმიულერი
1915 ფრიტც მაიერი
1915 ჰანს ტრუში
1914 — 1915 ფრედ დანი
1913 — 1914 კურტ ლანდაუერი
1907 — 1913 ანჯელო კნორი
1906 — 1907 კურტ მიულერი
1903 — 1906 უილემ ჰესელინკი
1900 — 1903 ფრანც ჯონი

ბაიერნის მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
25.03.23 — გერმანიის დროშა ტომას ტუხელი 1 1 ჩემპიონატი
01.07.21 — 24.03.23 გერმანიის დროშა იულიან ნაგელსმანი 3 1 ჩემპიონატი

2 სუპერთასი

03.11.19 — 30.06.21 გერმანიის დროშა ჰანსი ფლიკი 7 2 ჩემპიონატი

1 თასი 1 სუპერთასი 1 ჩემპიონთა ლიგა 1 ევროპის სუპერთასი 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

01.07.18 — 03.11.19 ხორვატიის დროშა ნიკო კოვაჩი 3 1 ჩემპიონატი

1 თასი 1 სუპერთასი

09.10.17 — 01.07.18 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 1 1 ჩემპიონატი
29.09.17 — 08.10.17 საფრანგეთის დროშა ვილი სანიოლი
01.06.16 — 28.09.17 იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი 3 1 ჩემპიონატი

2 სუპერთასი

01.07.13 — 30.06.16 ესპანეთის დროშა პეპ გუარდიოლა 7 3 ჩემპიონატი

2 თასი 1 ევროპის სუპერთასი 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

01.07.11 — 30.06.13 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 4 1 ჩემპიონატი

1 თასი 1 სუპერთასი 1 ჩემპიონთა ლიგა

10.04.11 — 30.06.11 ნიდერლანდების დროშა ანდრეს იონკერი
01.07.09 — 09.04.11 ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გაალი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი

1 სუპერთასი

28.04.09 — 30.06.09 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი
01.07.08 — 27.04.09 გერმანიის დროშა იურგენ კლინსმანი
01.02.07 — 30.06.08 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი

1 ლიგის თასი

01.07.04 — 31.01.07 გერმანიის დროშა ფელიქს მაგათი 5 2 ჩემპიონატი
2 თასი

1 ლიგის თასი

01.07.98 — 30.06.04 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 11 4 ჩემპიონატი
2 თასი

3 ლიგის თასი
1 ჩემპიონთა ლიგა
1 საკონტინენტთაშორისო თასი

01.07.96 — 30.06.98 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი

1 ლიგის თასი

29.04.96 — 30.06.96 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი 1 1 უეფა-ს თასი
01.07.95 — 27.04.96 გერმანიის დროშა ოტო რეჰაგელი
01.07.94 — 30.06.95 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი
28.12.93 — 30.06.94 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი 1 1 ჩემპიონატი
11.03.92 — 27.12.93 გერმანიის დროშა ერიხ რიბეკი
09.10.91 — 10.03.92 დანიის დროშა სორენ ლერბი
01.07.87 — 08.10.91 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 4 2 ჩემპიონატი

2 სუპერთასი

01.07.83 — 30.06.87 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 5 3 ჩემპიონატი
2 თასი
17.05.83 — 30.06.83 გერმანიის დროშა რაინჰარდტ საფტიგი
19.12.79 — 16.05.83 უნგრეთის დროშა პოლ ჩერნაი 3 2 ჩემპიონატი
1 თასი
02.12.77 — 18.12.79 უნგრეთის დროშა გილა ლორანტი
16.01.75 — 30.11.77 გერმანიის დროშა დიტმარ კრემერი 3 2 ევროპის ჩემპიონთა თასი
1 საკონტინენტთაშორისო თასი
14.03.70 — 02.01.75 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 5 3 ჩემპიონატი
1 თასი
1 ევროპის ჩემპიონთა თასი
01.07.68 — 13.03.70 იუგოსლავიის დროშა ბრანკო ზებეკი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
01.07.63 — 30.06.68 იუგოსლავიის დროშა ზლატკო ცარკოვსკი 3 2 თასი
1 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

ბაიერნის კაპიტნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნდესლიგაში ასპარეზობის დაწყებიდან დღემდე.

მანუელ ნოიერი
პერიოდი კაპიტანი
2017– მანუელ ნოიერი
2011–2017 ფილიპ ლამი
2008–2011 მარკ ვან ბომელი
2002–2008 ოლივერ კანი
1999–2002 შტეფან ეფენბერგი
1997–1999 ტომას ჰელმერი
1994–1996 ლოთარ მათეუსი
1991–1994 რაიმონდ აუმანი
1984–1991 კლაუს აუგენთალერი
1983–1984 კარლ-ჰაინც რუმენიგე
1980–1983 პაულ ბრაიტნერი
1979–1980 გეორგ შვარცენბეკი
1979 გერდ მიულერი
1977–1979 ზეპ მაიერი
1970–1977 ფრანც ბეკენბაუერი
1965–1970 ვერნერ ოლკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miroslav Klose wechselt zum FC Bayern. FC Bayern Munich Official Website. ციტირების თარიღი: 2007-06-26.
  2. Soccer Power Rankings. Sports Illustrated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-13. ციტირების თარიღი: 2007-08-23.
  3. Bayern win the champions league. espn.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020.
  4. «Бавария» сделала второй требл, догнав «Барселону». sportmail.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020.
 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.