ბათუ დანელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათუ (ბართლომე) ბარნაბას ძე დანელია (დ. 20 აგვისტო, 1950, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი.

დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი (1987). პირველი კრებული „ქალაქი ფრთებქვეშ“ 1982 წელს გამოიცა. დანელია ავტორია ლექსთა კრებულებისა: „წყნარი ქუჩა“ (1986), „ტიხარი“ (1987), „მარტოობის ზამთარი“ (1997), „მთვარის დღესასწაული“ (2003), „შეშლილი ვარსკვლავები“ (2006), „მერვე ბგერა“ (2008). დანელიას პოეზია გამოირჩევა ინტონაციური მრავალფეროვნებით, იცავს პოეტური ფიქრისა და ლექსის ნოვაციური ფორმების ერთიანობას. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ახმატოვას, ი. ბროდსკის, ბ. პასტერნაცკის, გიიომ აპოლინერის, გოტფრიდ ბენის, ედგარ ალან პოსა და სხვათა ლექსები. მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას პრემია (2005), პრემია „საბა“ (პოეტური კრებულისათვის „Mirabilis Vita“, 2009), გალაკტიონ ტაბიძის პრემია (2011). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]