არუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არუბა
ნიდერლ. Aruba
არუბა
არუბის
ჰიმნი: "Aruba Dushi Tera"
არუბის მდებარეობა
დედაქალაქიორანესტადი
12°31′ ჩ. გ. 70°01′ დ. გ. / 12.517° ჩ. გ. 70.017° დ. გ. / 12.517; -70.017
ოფიციალური ენა ნიდერლანდური, პაპიამენტო[1]
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  ნიდერლანდების მონარქია ვილემ-ალექსანდერი
 -  არუბას მმართველი ალფონსო ბექჰუდტი
 -  არუბას პრემიერ-მინისტრი ეველინ უევერ-კროსი
ფართობი
 -  სულ 178,91 კმ2 
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 102 911[2] (197)
 -  სიმჭიდროვე 575,21 კაცი/კმ2 (22)
მშპ (მუპ) 2009 შეფასებით
 -  სულ 2.516 მილიარდი[3] (182)
 -  ერთ მოსახლეზე 24 924 (32)
ვალუტა ფლორინი ([[ISO 4217|AWG]])
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი AW
Internet TLD .aw
სატელეფონო კოდი +297

არუბა (ნიდერლ. Aruba) — კუნძული კარიბის ზღვაში, მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით და არის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელი ქვეყანა (2010 წლის ოქტომბრიდან თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი). არუბას დედაქალაქია ორანესტადი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუბას პარლამენტი

1449 წელს არუბა ესპანელებმა აღმოაჩინეს. 1636 წელს კუნძული ჰოლანდიელებმა დაიპყრეს, ხოლო 1986 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდების სამეფოს ავტონომიას წარმოადგენს.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუბას ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებულია კათოლიციზმი, მისი აღმსარებელი მოსახლეობის 81 პროცენტია.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუბასათვის ცხელი, ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. მთელი წლის მანძილზე დღიური ტემპერატურა 29-40 გრადუსში მერყეობს. ქვეყანაში ვიზიტისათვის საუკეთესო დროა სექტემბრიდან დეკემბრამდე. ამ პერიოდში ნაკლებად ცხელა და გარეთ გასვლა სასიამოვნოა. არუბაში იშვიათი მოვლენაა წვიმა. ძირითადად ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში წვიმს, ისიც ღამით.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუბას ოფიციალური ენებია ნიდერლანდური და პაპიამენტო. მათ შემდეგ პოპულარულია ესპანური და ინგლისური ენები. საგანმანათლებლო სისტემა ოფიციალურ ენაზეა დაფუძნებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Migge, Bettina; Léglise, Isabelle; Bartens, Angela (2010) Creoles in Education: An Appraisal of Current Programs and Projects. Amsterdam: John Benjamins Publishing Company, გვ. 268. ISBN 978-90-272-5258-6. 
  2. World Population Prospects: The 2012 Revision, UNDESA.
  3. Aruba დაარქივებული 2011-06-04 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook.