არტაბასდოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტაბასდოსი
ბერძ. Ἀρτάβασδος
სომხ. Արտավազդ

არტაბასდოსის გამოსახულება მონეტაზე
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 741
მმართ. დასასრული: 743
წინამორბედი: კონსტანტინე V
მემკვიდრე: კონსტანტინე V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 743 წლის შემდეგ
დინასტია: ისავრიელთა

არტაბასდოსი ან არტავასდოსი (ბერძ. Ἀρτάβασδος ან Ἀρταύασδος; სომხ. Արտավազդ, არტავაზდ, არტავაზტ; ლათინიზებული, როგორც არტაბასდუსი) — სომხური წარმოშობის გენერალი, რომელმაც მიიტაცა ბიზანტიის საიმპერატორო ტახტი 741 ან 742 წლიდან 743 წლის ნოემბრამდე. მისი მმართველობა წარმოადგენდა უზურპაციას კონსტანტინე V-ის წინააღმდეგ, რომელმაც შეინარჩუნა კონტროლი მცირე აზიის რამდენიმე თემზე. საბოლოოდ კონსტანტინე V-მ დაამარცხა არტაბასდოსი და კონსტანტინოპოლში შევიდა. უზურპატორი იმპერატორი და მისი ვაჟი შეიპყრეს და საჯაროდ დააბრმავეს, შემდეგ კი ქალაქის გარეუბანში მდებარე მონასტერში გამოკეტეს,[1] სადაც გარდაიცვალა კიდევაც. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Garland, Lynda (2006). Byzantine women: varieties of experience 800–1200, 2006, Ashgate Publishing. ISBN 0-7546-5737-X.  - Total pages: 226
  • Venetis, Evangelos. (31 July 2003) Artabasdos (Byzantium). Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor. ციტირების თარიღი: 2010-04-27.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Garland 2006, p. 9
წინამორბედი:
კონსტანტინე V
ბიზანტიის იმპერატორი
(უზურპატორი)

741/742-743
შემდეგი:
კონსტანტინე V