არტ ბუხვალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტ ბუხვალდი

არტ ბუხვალდი მაიამის წიგნის ბაზრობაზე
დაიბადა20 ოქტომბერი, 1925
ნიუ-იორკი
გარდაიცვალა17 იანვარი, 2007 (81 წლის)
დაკრძალვის ადგილივაშინგტონი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი
რელიგიური მრწამსიიუდაისტი
მშობლები ელენ და ჯოზეფ ბუხვალდები

არტ ბუხვალდი (ინგლ. Art Buchwald; დ. 20 ოქტომბერი, 1925, ნიუ-იორკი — გ. 17 იანვარი, 2007, ვაშინგტონი) — ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც მუდმივად აქვეყნებდა საავტორო სვეტს გაზეთში ვაშინგტონ პოსტი. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფელეტონებით. მისი წერილები სატირით ეხმაურებოდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს. მან მიიღო პულიცერის პრემია 1982 წელს. 1986 წელს კი აირჩიეს ამერიკული ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტ ბუხვალდი დაიბადა ავსრიელ-უნგრული წარმოშობის ებრაელი მშობლების ოჯახში. მამამისი ჯოზეფ ბუხვალდი იყო ფარდის მწარმოებელი, დედამისი-ელენ კლინებერგერი, რომელმაც 35 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ბუხვალდს ჰყავდა სამი და: ალისე, ედიტი და დორისი. მამამ ბუხვალდი მიაბარა ნიუ-იორკის ებრაულ თავშესაფარში, მას შემდეგ რაც, დიდი დეპრესიის დროს მისი ოჯახური ბიზნესი ჩავარდა. ამის გარდა, ბუხვალდს ხუთი წლის ასაკამდე მოუწია სხვადასხვა თავშესაფარში ეცხოვრა. საბოლოოდ, ბუხვალდი მამამისთან და თავის დებთან ერთად დასახლდა ჰოლისში, ქუინსის რაიონში. ბუხვალდს არ დაუსრულებია სწავლა ფორესტ ჰილსის სკოლაში. მან ჩვიდმეტი წლისამ მიატოვა სწავლა სურდა რა მოხალისედ ჩაწერილიყო შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსში მეორე მსოფლიო ომის დროს. წინააღმდეგობა კი შეხვდა იმაშე, რომ ჯერ არ იყო სრულწლოვანი არმიაში ჩასაწერად. მან ლოთი მოკრთამა ნახევარი ტარა ვისკით, რათა ლეგალ მოხალისედ აღერიცხათ. 1942 წლის ოქტომბრიდან 1945 წლის ოქტომბრამდე იგი მსახურობდა მეოთხე საზღვაო საჰაერო ძალებში. წყნარი ოკეანის საომარ მოქმედებებში ორწლიანი მონაწილეობის შემდეგ იგი სერჟანტის წოდებით დაბრუნდა შინ.

დაბრუნების შემდეგ ბუხვალდმა ჩააბარა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში. იგი ჩარიცხეს, როგორც II მსოფლიო ომში მონაწილე ჯარისკაცი, რადგან მას სკოლის ატესტატი არ ჰქონდა. უნივერსიტეტში იგი იყო მმართველი რედაქტორი საუნივერსიტეტო ჟურნალისა „უამპუსი“ და ასევე წერდა საავტორო სვეტს გაზეთისთვის „დეილი ტროიანი“. ატესტატის უქონლობის მიუხედავად უნივერსიტეტმა ნება მისცა არტს გაეგრძელებინა სწავლა, თუმცა იმავე მიზეზით ხარისხი არ მისცა. მხოლოდ, 1993 წელს მიიღო ბუხვალდმა დოქტორის ხარსიხი იმავე უნივერსიტეტიდან.

1948 წელს ბუხვალდმა დატოვა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი და გაემგზავრა პარიზში, სადაც მუშაობას დაიწყებს ვარიეთის პარიზის კორესპონდენტად. 1949 წლის იანვარში მან აიღო საავტორო სვეტი ნიუ-იორკ ტრიბუნის ევროპულ ბიუროში, სახელწოდებით-პარიზი სიბნელი შემდეგ. მისი სტატიები ეხებოდა პარიზის ღამის ცხოვრებასა და მის შემდეგ მოყოლილ არეულობაზე. ბუხვადლი გაზეთის თანამშრომლად მიიღეს და ახალი საავტორო სვეტი უმთავრესად ხალხზე, ჩააბარეს. მისი წერილები ატლანტის ორივე სანაპიროზე მკითხველს ნელ-ნელა იზიდავდა.