არსენ ვენგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენ ვენგერი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 ოქტომბერი, 1949 (1949-10-22) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
სტრასბური, საფრანგეთი
სიმაღლე 1.91
ახალგაზრდული კარიერა
1963–1969 დუტენჰაიმი
1969–1973 მუტციგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1969–1973 მუტციგი
1973–1975 მიულუზი 56 (4)
1975–1978 პიერო ვობანი
1978–1981 სტრასბური 11 (0)
სულ 67 (4)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1987 ნანსი
1987–1994 მონაკო
1995–1996 ნაგოია გრამპუსი
1996–2018 არსენალი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არსენ ვენგერი (ფრანგ. Arsène Wenger; დ. 22 ოქტომბერი, 1949) — ფრანგი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. 1996 წლიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა ლონდონის „არსენალს“, რაც სარეკორდო ხანგრძლივობის პერიოდია კლუბის ისტორიაში.

არსენ ვენგერს უკავშირდება ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებების შემოტანა გვიან 1990-იან წლებში, როდესაც იგი ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 1996 წელს. მან ფეხბურთის თამაშის თავისი სტილი იაპონიაში მუშობისას ჩამოაყალიბა. 2006 წელს ვენგერის ხელმძღვანელობით „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, თუმცა პარიზში გამართულ ფინალში მეთოფეებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 1-2 დათმეს . 2003-04 წლების სეზონში ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგა მოიგო დაუმარცხებლად, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. წაუგებელი სერია შემდგომაც გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ „ოლდ ტრაფორდზე“ „მაჩესტერ იუნაიტედმა“ შეწყვიტა, მან 49 თამაში შეადგინა. 2017 წელს ვენგერმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, რის შედეგადაც გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი.

ვენგერის დროს „არსენალში“ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც არიან დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი, ტონი ადამსი, პატრიკ ვიეირა, მარკ ოვერმარსი, ფრანსესკ ფაბრეგასი, რობინ ვან პერსი, ალექსის სანჩესი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]