არნოლდ ეშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არნოლდ ეშერი
გერმ. Arnold Escher von der Linth
დაბ. თარიღი 8 ივნისი, 1807(1807-06-08)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ციურიხი[1]
გარდ. თარიღი 12 ივლისი, 1872(1872-07-12)[1] [2] [3] [4] (65 წლის)
გარდ. ადგილი ციურიხი[1]
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა გეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ციურიხის უნივერსიტეტი და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
მამა Hans Conrad Escher von der Linth

არნოლდ ეშერი (Arnold Escher von der Linth; დ. 8 ივნისი, 1807, ციურიხი — გ. 12 ივლისი, 1872, ციურიხი) — შვეიცარიელი გეოლოგი. ჰანს კონრად ეშერ ფონ დერ ლინთის (1767-1823) შვილი.

დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ციურიხში. 1825-1827 წლებში სწავლობდა ჟენევის, ხოლო 1827-1828 წლებში ციურიხის უნივერსიტეტებში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაეშურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1856-1872 წლებში იყო ციურიხის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი. ალპების გეოლოგიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. არნოლდ ეშერმა შექმნა შვეიცარიის ალპების გეოლოგიური რუკა. პირველმა აღწერა ალბის მთები, რომელსაც უწოდა კონგლომერატი. კოლეგასთან ერთად 1855-1870 წლებში მოგზაურობდა ალპებში. პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა ეშერი დაკავებული იყო მთამსვლელობით.

1842 წლის 8 აგვისტოს დაიპყრო მწვერვალი ლაუტერაარჰორნი (4042 მ). მისი მოწაფე იყო ალპების გეოლოგიის ცნობილი მკვლევარი ალბერტ ჰაიმი (1849-1937). ეშერის სახელობისაა მწვერვალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #11656928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 GeneaStar