არისტიპუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არისტიპუსი

არისტიპუსი (ბერძ. Ἀρίστιππος, ლათ. Aristippos; დ. ძვ. წ. 435 — გ. ძვ. წ. 355) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, კირენაიკის (ან ჰედონისტური) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი. სოკრატეს მოსწავლე.

არისტიპუსი თვლიდა, რომ ცხოვრების მიზანს წარმოადგენს სიამოვნების მიღება. სიამოვნების ანტითეზაა ტკივილი. ტკბობა და ტკივილი არის სულის ორი შესაძლო მდგომარეობა. გზა ბედნიერებისკენ, არისტიპუსის აზრით, მდგომარეობს სიამოვნების გაზრდასა და ტკივილისგან თავის დაღწევაში. არისტიპუსი პირველმა დაიწყო ძველ საბერძნეთში ფულის აღება ლექციებში. მოწაფეებში იგი ცნობილი იყო სიმხდალით, ფუფუნების სიყვარულით და ჰეტერებთან ურთიერთობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]