ართუქიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ართუქიდები ან ართუქიდების დინასტია (თურქ. Artuklu Beyliği) — თურქმანული დინასტია,[1] რომელიც XI-XII საუკუნეებში, აღმოსავლეთ ანატოლიას და მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილს განაგებდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ დიაქბაქირის ციხესიმაგრე.

დინასტია ართუქ ბეგმა, მალიქ შაჰის და შემდგომში დამასკოს სელჩუკი მართველის ტუტუშ I-ის ერთ-ერთმა გენერალმა დააარსა. ტუტუშ I-მა ართუქი 1086 წელს იერუსალიმის მართველად დანიშნა, ის 1091 წელს გარდაიცვალა. 1098 წელს, მისი შვილები სოქმენი და ილღაზი იერუსალიმიდან გააძევეს. ისინი ჩრდილოეთ მესოპოტამიაში გამაგრდნენ, სადაც სელჩუკთა სულთნებს დაუპირისპირდნენ. სოქმენი მარდინის ბეგი გახდა, ხოლო ილღაზი კი 1118 წელს ალეპოს მართველი გახდა. 1119 წელს ილღაზმა „სისხლიანი ველის ბრძოლაში“ ანტიოქიის სამთავრო დაამარცხა.

1121 წელს, სელჩუკ-ართუქიდული ალიანსი, მეჰმედ I-ის და ილღაზის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დაამარცხდნენ. ილღაზი 1122 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი შვილიშვილი ბალაკი, ჯერ კიდევ ნომინალურად აკონტროლებდა ალეპოს, რეალურად ქალაქს იბნ ალ-ხაშშაბი განაგებდა. ალ-ხაშაბი 1125 წელს მოკლეს და ალეპო მოსულის მართველმა დაიკავა. ბალაკის სიკვდილის შემდეგ ართუქიდების ბეილიქი ჰარპუტის, ჰასანკეფის და მარდინის მცირე ბეილიქებად დაყო. სოქმენის შვილი, ჰასანკეფის მართველი დავუდ ბეგი 1144 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა მის შვილს კარა ასლანს გადაეცა. კარა ასლანი, მოსულის წინააღმდეგ, ედესას მართველი ჟოსლენ II-ის მოკავშრე გახდა. ედესა 1144 წელს მოსულის მართველმა დაიკავა, ხოლო კარა ასლანი კი მისი ვასალი გახდა.

კარა არსლანის შვილი ნურ ად-დინ მუჰამედი, რუმის სასულთნოს კილიჯ არსლანის წინააღმდეგ, აიაბიდების სულთანს, სალადინს დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ართუქიდები მოსულის ვასალად ითვლებოდნენ, აიაბიდებმა ართურქიდების ტერიტორია დაიკავეს. ართუქიდების დახმარებით, სალადინმა კონტორლი ასევე მოსულზეც დაამყარა.

ართუქიდების დინასტია ნომინალურად აკონტროლებდა ჩრდილოეთ მესოპოტამიას, მაგრამ მათი ძალაუფლება აიაბიდების მართველობის ქვეშ მნიშვნელოვნად შემცირდა. ართუქიდების ჰასანკეიფის დინასტიამ 1198 წელს დაიკავეს დიარბაქირი, რომელიც ბეილიქის ცენტრი გახდა, თუმცა სელჩუკებთან ალიანსის შექმნის მიზეზით, ის 1231 წელს აიაბიდებმა გააუქმეს. ხოლო ჰარპუტის ართურქიდების დინასტია რუმის სულთანმა შემოიერთა. შედარებით ხანგრძლივად მერდინის ართურქიდების დინასტიამ იარსება. ისინი აიაბიდების, რუმის სასულთნოს და თემურიდების ვასალად ითვლებოდნენ. 1409 წელს ყარა-ყოიუნლუმ საბოლოოდ დაიპყრო მარდინი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clifford Edmund Bosworth, The Mediaeval Islamic Underworld: The Banū Sāsān in Arabic life and lore, (E.J. Brill, 1976), 107.