ართურს-პასის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ართურს-პასის ეროვნული პარკი

Arthur's Pass National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა კენტერბერის რეგიონი
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
კოორდინატები 42°57′ ს. გ. 171°34′ ა. გ. / 42.950° ს. გ. 171.567° ა. გ. / -42.950; 171.567
ფართობი 1 143 კმ²
დაარსდა 1929
მმართველი ორგანო ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი

ართურს-პასის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე.

შეიქმნა 1929 წელს. იგი პირველი ეროვნული პარკი იყო სამხრეთ კუნძულზე და მესამე ახალ ზელანდიაში. შუაზე ჰყოფს სახელმწიფო გზატკეცილი 73. აღნიშნული გზა გადაკვეთს სოფელ ართურს-პასს და იგივე სახელწოდების უღელტეხილს, სამხრეთ ალპებში, ზღვის დონიდან 920 მეტრზე. პარკს მართავს ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი ძალზედ მკაფიოდაა გაყოფილი სამხრეთ კუნძულის მთავარი წყალგამყოფის მიერ. აღმოსავლეთი მხარე მშრალია და შედგება წიფლის ტყეებისა და მდინარეთა ფართო კალაპოტებისგან, დასავლეთი მხარე კი უღრან წვიმის ტყეებს მოიცავს. გეოგრაფია ფაქტობრივად ჩამოაყალიბა უძველესმა გამყინვარებამ, რა დროსაც წარმოიშვა U-სებრი ხეობები. ცენტრში აღმართულია მაღალი ქედი, თოვლიანი მწვერვალებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]