არდა თურანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არდა თურანი
Arda Turan
არდა თურანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არდა თურანი
დაბადების
თარიღი
30 იანვარი, 1987 (1987-01-30) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
სტამბოლი, თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 177 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ახალგაზრდული კარიერა
1999–2000 ალტინტეპსი მაკელსფორი
2000–2005 გალათასარაი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2011 გალათასარაი 130 (29)
2006   მანისასფორი 15 (2)
2011–2015 ატლეტიკო მადრიდი 127 (13)
2015– ბარსელონა 36 (5)
2018–2020   ბაშაქშეჰირი 37 (2)
ეროვნული ნაკრები
2002 თურქეთი 16 წლ. 10 (2)
2003–2004 თურქეთი 17 წლ. 30 (3)
2003–2005 თურქეთი 18 წლ. 11 (2)
2004–2006 თურქეთი 19 წლ. 18 (6)
2005 თურქეთი 20 წლ. 2 (0)
2006 თურქეთი 21 წლ. 2 (0)
2006– თურქეთი 100 (17)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2019

არდა თურანი (თურქ. Arda Turan; დ. 30 იანვარი, 1987) — თურქი ფეხბურთელი, თამაშობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ბარსელონაში“ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.[2][3] და არის თურქეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

ის ცნობილია ბურთის კარგი კონტროლის, დრიბლინგის და კარგი ხედვის გამო. 21 წლის ასაკში, 2009-2010 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის სუპერლიგის კლუბ „გალათასარაის“ კაპიტანი. ის არის პირველი თურქი ფეხბურთელი. ის გახდა ლა ლიგის ჩემპიონი 2013-2014 წლების სეზონში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად.[4]

2014 წელს პოპულარულმა გამოცემა „გარდიანმა“ არდა 38-ე ნორმად დაასახელა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელში.[5] ამ სიაში არდა თურანი ერთადერთი იყო თურქეთში დაბადებულ ფეხბურთელთაგან.[6] 2014 წლის 25 ნოემბერს თურანი შეიყვანეს „უეფას წლის გუნდის“ 40 კაციან სიაში.[7][8][9][10]

2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, არდა თურანს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 79 მატჩი და გატანილი აქვს 13 გოლი. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, იმავე წლის ივლისში ესპანურმა გამოცემა „დონ ბალონმა“ არდა თურანი დაასახელა მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზდრა ფეხბურთელს შორის.[11]

მას ხშირად ასახელებენ თურქეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალათასარაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდა თურანმა კარიერა დაიწყო „გალათასარაის“ ახალგაზრდულ გუნდში. პირველ გუნდში გადაიყვანა გეორგე ჰაჯიმ, 2004-2005 წლების სეზონში. მისი დებიუტი შედგა „ბურსასპორთან“ თურქეთის თასის მატჩში, 2005 წლის 22 იანვარს.

ვესტელ მანისასფორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005-2006 წლების სეზონის მეორე ნახევარში ის იჯარით გაუშვეს თურქეთის სუპერლიგის კლუბ „მანისასპორში“.

იმ სეზონში მან ორი გოლი გაიტანა „მანისასფორის“ მაისურით.

გალათასარაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006-2007 წლების სეზონში ის დააბრუნეს „გალათასარაიში“ და მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. იმ პერიოდში პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებშიც. არდა შემდეგ სეზონში დაეხმარა „გალათასარაის“ უეფას ჩემიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში.

არდამ განაგრძო განვითარება 2007-2008 წლების სეზონში. ნახევარ სეზონში კლუბის მაისურით გაიტანა შვიდი გოლი.

2009-2010 წლების სეზონის დასაწყისში არდას გადაეცა „გალათასარაის“ კაპიტნის სამკლავური[12] და 66 ნომრიანი მაისურის ნაცვლად გადაეცა 10 ნომრიანი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა მეთინ ოქტაის და გეორგე ჰაჯის.[13] არდა დაეხმარა კლუბს საწყისი ექვსი მატჩის მოგებაში. 2010-2011 წლების სეზონში არდამ ტრავმების გამო ჩემოიონატში მხოლოდ 12 მატჩში ითამაშა, სადაც 2 გოლი გაიტანა. ასევე ითამაშა სამ სათასო მატჩში, სადაც ერთი გოლი გაიტანა. „გალათასარაიში“ ოთხწლიანი ასპარეზობის შემდეგ მიიპყრო მადრიდის „ატლეტიკოს“ ყურადღება.[14]

მადრიდის ატლეტიკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდა თურანი და კრიშტიანუ რონალდუ მადრიდულ დერბიში 2013 წლის სექტემბერში

2011 წლის 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არდა თურანი გადადიოდა მადრიდის „ატლეტიკოში“ 12 მილიონი ევროს და ბონუსების სანაცვლოდ,[15] რის შედეგადაც ის გახდა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული თურქი ფეხბურთელი.[16][17]

მას გადაეცა 11 ნომრიანი მაისური და დებიუტი ჰქონდა 2011-2012 წლების სეზონში „ოსასუნას“ წინააღმდეგ მატჩში, 2011 წლის 28 აგვისტოს. მოედანზე შევიდა შეცვლაზე, მეორე ტაიმში. უეფას ევროპის ლიგაზე მისი დებიუტი შედგა 2011-2012 წლების სეზონში, 15 სექტემბერს, შოტლანდიურ „სელტიკთან“ მატჩში. მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და გააკეთა საგოლე პასი.

25 ოქტომბერს „გალათასარაის“ პრეზიდენტმა უნალ აისალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არდა დაბრუნდებოდა კლუბში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეთანხმების საფუძველზე.[18] 30 ნოემბერს არდამ პირველი გოლი გაიტანა ევროპის ლიგაზე „სელტიკთან“ მატჩში. 11 დეკემბერს არდამ პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაზე. შემდეგ მატჩში ევროპის ლიგაზე მან კვლავ გაიტანა „რენთან“ 3-1 მოგებულ მატჩში.

არდა თურანი თამაშობს „ატლეტიკოში“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, 2013-2014 წლების სეზონში.

არდამ ორ წუთში გაიტანა ორი გოლი „ესპანიოლთან“ 3-1 მოგებულ მატჩში, 2012 წლის 22 აპრილს, რის შემდეგაც კლუბმა გადაინაცვლა მეშვიდე ადგილზე და მხოლოდ სამი ქულა იყო ჩამორჩენა „მალაგასთან“, რომელიც იმყოფებოდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში.[19] 2012 წლის 9 მაისს უეფას ევროპის ლიგის ფინალში ბილბაოს „ატლეტიკთან“ მისი პასით გაიტანა რადამელ ფალკაომ, რის შედეგადაც ანგარიში გახდა 2-0.

2012-2013 წლების სეზონში არდას 10 ნომრის ნაცვლად გადასცეს 11 ნომრიანი მაისური. კლუბთან ერთად მოიგო 2012 წლის უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „ჩელსისთან“ მატჩში. მისი პასით გაიტანა რადამელ ფალკაომ, მატჩი 4-1 დასრულდა.[20] 2012 წლის 16 სექტემბერს არდამ გაიტანა მესამე გოლი „რაიო ვალეკანოსთან“ 4-3 მოგებულ მატჩში. ის დაეხმარა კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო ორ მატჩში მოგებაში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ და „პორტუსთან“ მატჩებში, რომლებშიც გამოირჩა გოლებით.[21] 2014 წლის 30 აპრილს გაიტანა „ჩელსისთან“ 3-1 მოგებულ მატჩში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რის შემდეგაც კლუბი გავიდა ფინალში, პირველად 1974 წლის შემდეგ.[22]

76-ე წუთზე არდამ გაიტანა გადამწყვეტი გოლი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სტუმრად, 1-2 მოგებულ დერბიში 2014 წლის 13 სექტემბერს.[23] 2014 წლის 1 ოქტომბერს, არდა თურანმა გაიტანა გოლი „იუვენტუსთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა. 2015 წლის 28 იანვარს, კოპა დელ რეის მეოთხედფინალში, „ბარსელონასთან“ საშინაო მატჩში 47-ე წუთზე გვერდითი მსაჯის მიმართულებით ისროლა ბუცი მას შემდეგ, რაც არ მისცა თავისუფალი დარტყმის საშუალება ივან რაკიტიჩის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო.[24] თუმცა, მატჩის შემდეგ ის არ დაუსჯიათ ინციდენტის გამო.[25] „ატლეტიკო“ გამოეთიშა ასპარეზობას.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდა თურანი თამაშობს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში, 2011 წელი

არდა თურანი რეგულარულად თამაშობს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში, გამართული აქვს 70-ზე მეტი მატჩი. მისი დებიუტი შედგა ლუქსემბურგთან 1-0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში, 2006 წლის 16 აგვისტოს. თამაშობდა თურქეთის ასაკობრივ ნაკრებებში. პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2008 წლის 25 მაისს ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩში. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 12-დან 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ითამაშა ფინალურ ეტაპზე. ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა ორი გოლი. პირველი გოლი გაიტანა ტურნირის თანამასპინძელ შვეიცარიასთან მატჩში, ბოლო წუთზე, რის შემდეგაც ის გამოეთიშა ასპარეზობას. მეორე გოლი კი გაიტანა ჩეხეთთან მატჩში, რომელთა შორის მოგებულიც გადიოდა მეოთხედფინალში. მან გაიტანა თურქეთის ნაკრების პირველი გოლი მატჩის მეორე ნახევარში, რომელიც დასრულდა 2-0. მან პენალტების სერიაში გაიტანა ხორვატიასთან მეოთხედფინალურ მატჩში და თურქეთის ნაკრები გავიდა ნახევარფინალში, სადაც დამარცხდა ფინალისტ გერმანიის ნაკრებთან.

არდამ ორი გოლი გაიტანა 2010 წლის მოსფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მაგრამ თურქეთის ნაკრები ვერ გავიდა ჯგუფიდან.

2008 წლის სექტემბერში შესარჩევი მატჩის შემდეგ სომხეთის და თურქეთის ნაკრებებმა, რომლებსაც აქვთ ისტორიულ-პოლიტიკური პრობლემები, ფიფასგან მიიღეს სპეციალური ჯილდო.[26]

არდამ გაიტანა თურქეთის ნაკრების მე-600 გოლი 2010 წლის მოსფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესტონეთის ნაკრებთან მატჩში, 2009 წლის 5 სექტემბერს.[27]

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არდა თურანმა გაიტანა ოთხი გოლი — ორი ყაზახეთის ნაკრებთან მატჩში, ერთი ბელგიის ნაკრებთან და ერთიც ავსტრიასთან მატჩში. თურქეთის ნაკრები ვერ გავიდა 2012 წლის ჩემპიონატზე, პლეი-ოფიდან გამოთიშა ხორვატიის ნაკრებმა.

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 9 მარტი 2015.[28][29][30]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროპა ჯამში
მატჩი გოლი საგოლე პასი მატჩი გოლი საგოლე პასიმატჩი გოლი საგოლე პასიმატჩი გოლი საგოლე პასი
გალათასარაი 2004-2005 1 0 0 1 0 0 0 0 0 2 0 0
2006-2007 29 5 9 3 1 0 0 0 0 7 2 3 39 8 12
2007-2008 30 7 14 7 0 3 0 0 0 7 1 4 44 8 21
2008-2009 29 8 9 6 2 1 11 2 4 46 12 14
2009-2010 29 7 14 6 4 4 12 0 8 47 11 26
2010-2011 12 2 2 3 1 0 4 3 1 19 6 3
ჯამში 130 29 48 26 8 8 0 0 0 41 8 20 197 45 76
მანისასფორი (იჯარით) 2005-2006 15 2 3 0 0 0 15 2 3
ჯამში 15 2 3 0 0 0 15 2 3
ატლეტიკო მადრიდი 2011-2012 33 3 6 0 0 0 12 2 6 45 5 12
2012-2013 32 5 6 7 0 1 0 0 0 2 0 1 41 5 8
2013-2014 30 3 4 5 2 0 2 0 1 9 4 1 46 9 6
2014-2015 23 2 4 4 0 0 0 0 0 8 1 2 35 3 6
ჯამშიl 118 13 20 16 2 1 2 0 1 31 7 10 167 22 32
ჯამში კარიერაში 263 44 71 42 10 9 2 0 1 72 15 30 379 69 111

ფეხბურთის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდა თურანი აცხადებს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, როდესაც ადარებენ ლიონელ მესის, რადგან თვლის, რომ ის არის „მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი“."[31]

2008 წლის 16 ნოემბერს არდა თურანი დაშავდა „ისტანბულ ბუიუკშეჰირთან“ მატჩში. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას დაუდგინდა არითმია.[32] შემთხვევის მეორე დღეს ექიმებმა განაცხადეს, რომ არდა კარგად იყო და დაღლილობა გამოწვეული იყო არითმიით. 2009 წლის ნოემბერში მას აღმოაჩნდა ღორის გრიპის უმნიშვნელო სიმპტომები, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა და განაგრძო ვარჯიში.[33]

არდა თურანს იტაცებს მანქანები და თურქული პრესის თანახმად, ამჯერად ჰყავს „ასტონ მარტინი“ „DB9“ „მერსედეს ბენცი“ „SLS AMG“. 2009 წელს ის მოყვა სერიოზულ ავარიაში სტამბოლში.[34][35] საბედნიეროდ, არ დაზიანებულა სერიოზულად და განაგრძო ვარჯიში სისხლჩაქცევებით.[36]

2009 წლის აგვისტოდან ურთიერთობაში იყო თურქ მსახიონ სინემ კობალთან.[37] ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 2013 წელს.[38][39][40]

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდა თურანი ცნობილია ჰუმანიტარული საქმიანობით და ქველმოქმედებით. ის ძირითადად ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს.[41]

2014 წლის 11 იანვარს არდა თურანმა განაცხადა, რომ იყო კეთილი ნების ელჩი და დაგმო ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა.[42][43][44] თურანის საქმიანობის მიზანი ელჩის რანგში არის ცნობიერების ამაღლება მსოფლიო მშვიდობასთან დაკავშირებით.[45][46]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის დროშა გალათასარაი
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
ესპანეთის დროშა ბარსელონა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Club Atlético de Madrid – Official Web Site – Arda Turan. clubatleticodemadrid.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-21. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2013.
  2. Arda Turan'ın Transferi Konusunda Anlaşma Sağlandı. Galatasaray.org. Retrieved on 20 May 2012.
  3. Arda Turan: El genio turco (ესპანური)}. Clubatleticodemadrid.com Retrieved on 20 May 2012.
  4. Arda Turan becomes the first player born in Turkey to win the Spanish League (17 May 2014) http://www.turkish-football.com/news_read.php?id=5914
  5. „The 100 best footballers in the world 2014 – interactive“. The Guardian. 23 December 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  6. The top 100 footballers 2014 – interactive (21 December 2014).
  7. „Vote for UEFA.com users' Team of the Year 2014“. UEFA. 25 November 2014. ციტირების თარიღი: 13 December 2014.
  8. „UEFA Team of the Year 2014: Alexis Sanchez, Thibaut Courtois and Yaya Toure among Premier League stars nominated“. Daily Mail. 25 November 2014. ციტირების თარიღი: 4 December 2014.
  9. „Premier League players miss out in Uefa’s team of the year shortlist“. The Guardian. 25 November 2014. ციტირების თარიღი: 4 December 2014.
  10. „UEFA Team of the Year 2014: Sergio Aguero SNUBBED in shortlist despite Man City heroics“. Daily Mirror. 26 November 2014. ციტირების თარიღი: 4 December 2014.
  11. „Who on earth is Arda Turan?“. FootballingWorld.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 31 March 2009.
  12. „New squad changes announced“ (თურქული). galatasaray.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 4 July 2009.
  13. „Captain Arda now number 10“ (თურქული). Galatasaray.org. ციტირების თარიღი: 10 July 2009.
  14. „Arda attracts interest“ (თურქული). sabah.com.tr. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
  15. Arda Turan'ın Transferi Konusunda Anlaşma Sağlandı – 09.08.2011 23:08 (GALATASARAY SPORTİF AŞ). / Galatasaray.org. Retrieved on 20 May 2012.
  16. Transferin fotoğrafı – Hürriyet Futbol. Hurriyet.com.tr. Retrieved on 20 May 2012.
  17. Heavyweights keep a low profile დაარქივებული 2013-12-12 საიტზე Wayback Machine. . FIFA.com (12 August 2011). Retrieved on 20 May 2012.
  18. 25 October 2011. Retrieved 25 October 2011 დაარქივებული 27 October 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . Ligtv.com.tr (25 October 2011). Retrieved on 20 May 2012.
  19. Report: Atlético Madrid v Espanyol – Spanish Primera División – ESPN Soccernet. Soccernet.espn.go.com (22 April 2012). Retrieved on 20 May 2012.
  20. Chelsea vs. Atlético Madrid match statistics. soccerway.com (1 September 2012). Retrieved on 1 September 2012.
  21. [1]
  22. „Chelsea 1-3 Atletico Madrid“. BBC Sport. 30 April 2014. ციტირების თარიღი: 30 April 2014.
  23. Lowe, Sid. Arda Turan gives Atlético Madrid life … and Real Madrid another derby defeat. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 September 2014.
  24. Arda Turan: Atletico Madrid man throws boot in Barcelona loss. BBC Sport (28 January 2015). ციტირების თარიღი: 29 January 2015.
  25. Arda Turan avoids ban for linesman boot throw. Goal (30 January 2015). ციტირების თარიღი: 30 January 2015.
  26. „Fair play for Armenia, Turkey“. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 12 January 2009.
  27. „600th goal from Arda“ (თურქული). Hurriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 6 September 2009.
  28. ARDA TURAN. Turkish Football Federation (27 June 2012). ციტირების თარიღი: 27 June 2012.
  29. Arda Turan. Mackolik.com (27 June 2012). ციტირების თარიღი: 27 June 2012.
  30. „Turan Arda“. sofoot.com. ციტირების თარიღი: 17 March 2015. (თურქული)
  31. „Arda: "My dream is to play for Liverpool" (თურქული). Ligtv.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 25 December 2009.
  32. „Arda suffered cardiac arrythmia“ (თურქული). Hurriyet.com.tr. ციტირების თარიღი: 26 December 2009.
  33. „Arda diagnosed Swine Flu“ (თურქული). Fanatik.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 28 December 2009.
  34. „Arda had a car accident“ (თურქული). Internethaber.com. ციტირების თარიღი: 26 December 2009.
  35. „Arda's Car After the Accident“ (თურქული). donanimhaber.com. ციტირების თარიღი: 29 December 2009.
  36. „First Training After The Accident“ (თურქული). Benguturk.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 29 December 2009.
  37. "Arda's Interview დაარქივებული 2010-04-19 საიტზე Wayback Machine. ", Ligtv.com.tr Retrieved on 13 January 2010.
  38. "Sinem Kobal and Arda got engaged დაარქივებული 2010-01-15 საიტზე Wayback Machine. ", Ayakligazete.com.tr Retrieved on 13 January 2010.
  39. Arda Turan and Sinem Kobal Together", Youtube.com Retrieved on 25 February 2010.
  40. Sinem Kobal, Arda Turan ayrıldı!. Aksam.com.tr. ციტირების თარიღი: 11 July 2014.
  41. „Arda helping people“ (თურქული). Milliyet.com.tr. ციტირების თარიღი: 26 December 2009.
  42. Arda Turan 'Hocalı' mesajı yayınladı Turkish. www.zaman.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 11 May 2014.
  43. Meaningful Message from Arda Turan. van.habermonitor.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 11 May 2014.
  44. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. www.azerisport.com. ციტირების თარიღი: 29 May 2014.
  45. Atletico Madrid FC to commemorate Khojaly victims. www.azertag.gov.a. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 11 May 2014.
  46. Arda Hocalı kurbanlarını unutmadı. www.aljazeera.com.tr. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 11 May 2014.