არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგენტინა
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი La Albiceleste (ცისფერ-თეთრები)
ასოციაცია Asociación del Fútbol Argentino
(არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია)
კონფედერაცია კონმებოლი (სამხრეთი ამერიკა)
მთავარი მწვრთვნელი ლიონელ სკალონი
კაპიტანი ლიონელ მესი
ყველაზე მეტი კეპი ლიონელ მესი (180)
ბომბარდირი ლიონელ მესი (106)
სტადიონი „ელ მონუმენტალი“
ფიფა-ს კოდი ARG
ფიფა-ს რეიტინგი 1 (21 სექტემბერი 2023)[1]
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 1 (1 მარტი 2007, ოქტომბერი 2007 – ივნისი 2008, ივლისი–ოქტომბერი 2015, აპრილი 2016 – აპრილი 2017, აპრილი 2023 –)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 20 (აგვისტო 1996)
ელო-ს რეიტინგი 1
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 1 (ბოლოს 2007 წლის ივლისში, 34-ჯერ ჯამში)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 26 (ივნისი 1990)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
ურუგვაის დროშა ურუგვაი 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა
(მონტევიდეო, ურუგვაი; 16 მაისი, 1901)[2]
უდიდესი გამარჯვება
არგენტინის დროშა არგენტინა 12–0 ეკვადორი ეკვადორის დროშა
(მონტევიდეო, ურუგვაი; 22 იანვარი, 1942)
უდიდესი დამარცხება

ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 6–1 არგენტინა არგენტინის დროშა
(ჰელსინგბორგი, შვედეთი; 15 ივნისი, 1958)
ურუგვაის დროშა ურუგვაი 5–0 არგენტინა არგენტინის დროშა
(გუაიაკილი, ეკვადორი; 16 დეკემბერი, 1959)
არგენტინის დროშა არგენტინა 0–5 კოლუმბია კოლუმბიის დროშა
(ბუენოს-აირესი, არგენტინა; 5 სექტემბერი, 1993) ბოლივიის დროშა ბოლივია 6–1 არგენტინა არგენტინის დროშა
(ლა-პასი, ბოლივია; 1 აპრილი, 2009)

ესპანეთის დროშა ესპანეთი 6–1 არგენტინა არგენტინის დროშა
(მადრიდი, ესპანეთი; 27 მარტი, 2018)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 15 (პირველად 1930)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1978, 1986, 2022
კოპა ამერიკა
გამოსვლა 39 (პირველად 1916)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957, 1959, 1991, 1993, 2021
კონფედერაციის თასი
გამოსვლა 3 (პირველად 1992)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1992

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Argentina) — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია. ასოციაცია ფიფას წევრია 1912 წლიდან, კონმებოლის წევრი 1916 წლიდან.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო ნაკრებია — მათ სამჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი (პირველად 1978 წელს სესარ ლუის მენოტის თავკაცობით, მეორედ 1986 წელს კარლოს ბილარდოს, ხოლო მესამედ 2022 წელს ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით) და 15-ჯერ მოიპოვეს სამხრეთ ამერიკის თასი.

არგენტინის ნაკრები ცნობილია თავისი ისტორიული მეტოქეობით ბრაზილიის, ურუგვაის, გერმანიის და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან, მათ შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებებიდან გამომდინარე.[3][4]

არგენტინის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობისა (179 მატჩი) და გატანილი ბურთების (106 გოლი) მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვს ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანს ლიონელ მესის, რომელსაც დიეგო მარადონასთან ერთად ყველა დროის უდიდეს არგენტინელ ფეხბურთელად მიიჩნევენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წლის მუნდიალზე არგენტინამ დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი.

არგენტინამ მომდევნო, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მასპინძელთა ეროვნულმა გუნდმა შემტევი თამაშისა და გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვის წყალობით წარმატებით განვლო ორივე ჯგუფური ეტაპი და ფინალში ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. ფინალი თანაბარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში არგენტინელებმა მარიო კემპესის გოლის წყალობით მაინც შეძლეს დაწინაურება. ნიდერლანდელებმა შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთით ადრე დიკ ნანინგას გოლით ანგარიში გაათანაბრეს და თამაშის მიწურულს მატჩის მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ რობ რენსენბრინკის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია. დამატებით დროში მარიო კემპესისა და დანიელ ბერტონის გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[5]

დიეგო მარადონას ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლის მუნდიალი დიეგო მარადონას ბენეფისად იქცა. ამ ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მათ გფრ-ს ნაკრები 3–2 დაამარცხეს. ბოლო, გამარჯვების გოლი მარადონას პასით ხორხე ბურუჩაგამ გაიტანა. მომდევნო, 1990 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინა კვლავ გფრ-ს დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა — 0–1.

1998–2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის მუნდიალზე არგენტინა დიეგო მარადონას გარეშე გაემგზავრა, მაგრამ მას ჰყავდა გაბრიელ ბატისტუტა. არგენტინელებმა მერვედფინალში პენალტების სერიაში დაამაცხეს მუდმივი მეტოქე ინგლისი. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო. ნიდერლანდელები პატრიკ კლეივერტის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ კლაუდიო ლოპესის გოლით არგენტინამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ნიდერლანდელებმა 89-ე წუთზე დენის ბერგკამპის მიერ გატანილი გოლის წყალობით — ანგარიშით 2–1 გაიმარჯვეს. ფრენკ დე ბურის 55-მეტრიანი უზუსტესი გადაცემის მიღების შემდეგ, ბერგკამპმა ერთი მოძრაობით ჩამოიცილა რობერტო აიალა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა.[6]

2006 წლის მუნდიალზე არგენტინამ ჯგუფში მოიგო პირველი ორი მატჩი, ფრედ ითამაშა მესამე ნიდერლანდებთან, გაიყო მასთან ქულები, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით დაიკავა პირველი ადგილი და მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს გერმანიასთან პენალტების სერიაში წაგებით.

2010 წლის მუნდიალზე არგენტინა კვლავ გერმანიამ გამოაგდო, კვლავ მეოთხედფინალიდან, ამჯერად მატჩი 0–4 დასრულდა. ასევე გერმანიას შეხვდა არგენტინა მუნდიალი 2014-ის ფინალში. ძირითადი დრო 0–0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შემოსულმა მარიო გეცემ გაიტანა. არგენტინამ 1990 წლის შემდეგ კვლავ ვერცხლის მედლები მოიპოვა. არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ მესი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მატჩები და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია ბოლო 7 თვის მატჩების შედეგები და ასევე დაგეგმილი მომავალი მატჩები.

2023[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

23 მარტი
20:30 (UTC−3)
ამხანაგური
არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 პანამის დროშა პანამა „ესტადიო მონუმენტალი“
მაყურებელი: 83 214
მსაჯი: ურუგვაის დროშა კრისტიან ფერეირა
ალმადა გოლი 78'
მესი გოლი 89'
ანგარიში
28 მარტი
20:30 (UTC−3)
ამხანაგური
არგენტინა არგენტინის დროშა 7–0 კიურასაოს დროშა კიურასაო „ესტადიო უნიკო მადრე დე სიუდადეს“
მაყურებელი: 42 000
მსაჯი: ურუგვაის დროშა გუსტავო ტეხერა
მესი გოლი 20'33'37'
გონსალესი გოლი 23'
ფერნანდესი გოლი 35'
დი მარია გოლი 78' (pen.)
მონტიელი გოლი 87'
ანგარიში
15 ივნისი
20:00 (UTC+8)
ამხანაგური
არგენტინა არგენტინის დროშა 2–0 ავსტრალიის დროშა ავსტრალია „უორქერს სტეიდიუმი“
მაყურებელი: 68 000
მსაჯი: ჩინეთის დროშა მა ნინგი
მესი გოლი 2'
პესელია გოლი 68'
ანგარიში
19 ივნისი
19:30 (UTC+7)
ამხანაგური
ინდონეზია ინდონეზიის დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა „გელორა ბუნგ კარნო სტედიუმი“
მაყურებელი: 56 060
მსაჯი: მალაიზიის დროშა მუჰამედ უსაიდ ბინ ჯამალი
ანგარიში პარედესი გოლი 38'
რომერო გოლი 55'
7 სექტემბერი
21:00 (UTC−3)
მსოფ. შესარჩევი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ეკვადორის დროშა ეკვადორი „ესტადიო მონუმენტალი“
მაყურებელი: 84 500[7]
მსაჯი: კოლუმბიის დროშა ვილმარ როლდანი
მესი გოლი 78' ანგარიში
12 სექტემბერი
16:00 (UTC−4)
მსოფ. შესარჩევი
ბოლივია ბოლივიის დროშა 0–3 არგენტინის დროშა არგენტინა „ესტადიო ერნანდო სილესი“
მაყურებელი: 24 000
მსაჯი: ურუგვაის დროშა ესტებან ოსტოიჩი
ანგარიში ფერნანდესი გოლი 31'
ტალიაფიკო გოლი 42'
გონსალესი გოლი 83'
12 ოქტომბერი
21:00 (UTC−3)
მსოფ. შესარჩევი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 პარაგვაის დროშა პარაგვაი „ესტადიო მონუმენტალი“
მაყურებელი: 80 000
მსაჯი: ბრაზილიის დროშა რაფაელ კლაუსი
ოტამენდი გოლი 3' ანგარიში
17 ოქტომბერი
21:00 (UTC−5)
მსოფ. შესარჩევი
პერუ პერუს დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა „ესტადიო ნასიონალ დე ლიმა“
მაყურებელი: 37 675
მსაჯი: ვენესუელის დროშა ხესუს ვალენსუელა
ანგარიში მესი გოლი 32'42'
16 ნოემბერი
21:00 (UTC−3)
მსოფ. შესარჩევი
არგენტინა არგენტინის დროშა 0–2 ურუგვაის დროშა ურუგვაი „ლა ბომბონერა“
მაყურებელი: 51 900
მსაჯი: კოლუმბიის დროშა ვილმარ როლდანი
ანგარიში არაუხო გოლი 41'
ნუნიესი გოლი 87'
21 ნოემბერი
21:30 (UTC−3)
მსოფ. შესარჩევი
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 0–1 არგენტინის დროშა არგენტინა „მარაკანა“
მსაჯი: ჩილეს დროშა პიერო მასა გომესი
ანგარიში ოტამენდი გოლი 63'

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კოპა ამერიკა
    • 1 ჩემპიონი (15): 1921, 1925, 1927, 1929, 1937, 1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957, 1959, 1991, 1993, 2021
    • 2 ვიცე-ჩემპიონი (14): 1916, 1917, 1920, 1923, 1924, 1926, 1935, 1942, 1959, 1967, 2004, 2007, 2015, 2016
    • 3 მესამე ადგილი (5): 1919, 1956, 1963, 1989, 2019
  • პანამერიკული ჩემპიონატი
    • 1 ჩემპიონი (1): 1960
    • 2 ვიცე-ჩემპიონი (1): 1956
  • უეფა-კონმებოლის ჩემპიონთა თასი
    • 1 ჩემპიონი (2): 1993, 2022

ამხანაგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1 ნიუტონის თასი (17): 1906, 1907, 1908, 1909, 1911, 1916, 1918, 1924, 1927, 1928, 1937, 1942, 1945, 1957, 1973, 1975, 1976 (რეკორდი)
  • 1 ლიპტონის თასი (18): 1906, 1907, 1908, 1909, 1913, 1915, 1916, 1917, 1918, 1928, 1937, 1942, 1945, 1957, 1962, 1968, 1976, 1992 (რეკორდი)
  • 1 არგენტინის ღირსების თასი (7): 1909, 1911, 1913, 1914,1918, 1919, 1980 (რეკორდი)
  • 1 მაისის რევოლუციის ასი წლისთავის თასი (1): 1910
  • 1 ურუგვაის ღირსების თასი (5): 1915, 1916, 1917, 1923, 1924
  • 1 ხუან მიგნაბურუს თასი (5): 1935, 1936, 1938, 1940, 1943 (რეკორდი)
  • 1 ექტორ რივადავია გომესის თასი (3): 1935, 1936, 1943 (რეკორდი)
  • 1 როკას თასი (4): 1923, 1939, 1940, 1971
  • 1 სუპერკლასიკო დე ლას ამერიკას (2): 2017, 2019
  • 1 ერთა თასი (1): 1964
  • 1 კირინის თასი (2): 1992, 2003
  • 1 სან ხუანის თასი (1): 2019

ნაკრების ფორმები წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901
1908
1920
1930
1945
1966
1974
1978
1980
1982
1986
1990
1991
1992–93
1994
1996
1998
1999
2000
2001
2002
2004
2006–07
2008–09
2010–11
2011–13
2013–15
2015
2016–17
2017–18
2019
2020–22
2022–

საგარეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919[8]
1958[9]
1978
1982
1986
1990
1991
1993
1994
1998
1999
2001
2002
2004
2006–07
2008–09
2010–11
2011–13
2013–15
2015–17
2017–19
2020–22
2022–

სარეზერვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978
1980
1996
2004

ალტერნატიული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978
1982
1983
2006
2010
2010
2010
2011
2011
2014
2015
2016
2018
2018
2019
2020
2021
2022
2022
2022
2022

მეკარეების[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020–2022
2020–2022
2020–2022

ეკიპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო ფორმის AFA-ს ემბლემა (1974–78)
მწარმოებელი პერიოდი შენიშვნა
არგენტინის დროშა Gath & Chaves 1930–1934 [10]
არგენტინის დროშა Sportlandia 1966 [11]
დასავლეთ გერმანიის დროშა Adidas 1973–1979 [10][12]
საფრანგეთის დროშა Le Coq Sportif 1980–1989 [10][13]
გერმანიის დროშა Adidas 1990–1998 [12][14]
აშშ-ის დროშა Reebok 1999–2001 [15]
გერმანიის დროშა Adidas 2001– [12]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2023 წლის 6 სექტემბრის მონაცემებით
0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 მეკ ფრანკო არმანი 16 ოქტომბერი, 1986 (1986-10-16) (37 წლის) 18 0 არგენტინის დროშა რივერ პლეიტი
12 მეკ ხერონიმო რული 20 მაისი, 1992 (1992-05-20) (31 წლის) 4 0 ნიდერლანდების დროშა აიაქსი
23 მეკ ემილიანო მარტინესი 2 სექტემბერი, 1992 (1992-09-02) (31 წლის) 26 0 ინგლისის დროშა ასტონ ვილა
2 მცვ ხუან ფოიტი 12 იანვარი, 1998 (1998-01-12) (26 წლის) 17 0 ესპანეთის დროშა ვილიარეალი
3 მცვ ნიკოლას ტალიაფიკო 31 აგვისტო, 1992 (1992-08-31) (31 წლის) 48 0 საფრანგეთის დროშა ლიონი
4 მცვ გონსალო მონტიელი 1 იანვარი, 1997 (1997-01-01) (27 წლის) 22 0 ესპანეთის დროშა სევილია
6 მცვ ხერმან პესელია 27 ივნისი, 1991 (1991-06-27) (32 წლის) 35 2 ესპანეთის დროშა რეალ ბეტისი
8 მცვ მარკუს აკუნია 28 ოქტომბერი, 1991 (1991-10-28) (32 წლის) 49 0 ესპანეთის დროშა სევილია
13 მცვ კრისტიან რომერო 27 აპრილი, 1998 (1998-04-27) (25 წლის) 19 1 ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური
17 მცვ ნეუენ პერესი 24 ივნისი, 2000 (2000-06-24) (23 წლის) 1 0 იტალიის დროშა უდინეზე
19 მცვ ნიკოლას ოტამენდი 12 თებერვალი, 1988 (1988-02-12) (36 წლის) 100 4 პორტუგალიის დროშა ბენფიკა
25 მცვ ლისანდრო მარტინესი 18 იანვარი, 1998 (1998-01-18) (26 წლის) 15 0 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
26 მცვ ნაუელ მოლინა 6 აპრილი, 1998 (1998-04-06) (26 წლის) 27 1 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
5 ნახ ლეანდრო პარედესი 29 ივნისი, 1994 (1994-06-29) (29 წლის) 51 4 იტალიის დროშა იუვენტუსი
7 ნახ როდრიგო დე პოლი 24 მაისი, 1994 (1994-05-24) (29 წლის) 51 2 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
14 ნახ ესეკიელ პალასიოსი 5 ოქტომბერი, 1998 (1998-10-05) (25 წლის) 23 0 გერმანიის დროშა ბაიერ ლევერკუზენი
16 ნახ ტიაგო ალმადა 26 აპრილი, 2001 (2001-04-26) (22 წლის) 2 0 აშშ-ის დროშა ატლანტა იუნაიტედი
18 ნახ გიდო როდრიგესი 12 აპრილი, 1994 (1994-04-12) (30 წლის) 27 1 ესპანეთის დროშა რეალ ბეტისი
20 ნახ ალექსის მაკალისტერი 24 დეკემბერი, 1998 (1998-12-24) (25 წლის) 14 1 ინგლისის დროშა ლივერპული
24 ნახ ენცო ფერნანდესი 17 იანვარი, 2001 (2001-01-17) (23 წლის) 10 1 ინგლისის დროშა ჩელსი
ნახ ჯოვანი ლო ჩელსო 9 აპრილი, 1996 (1996-04-09) (28 წლის) 41 2 ესპანეთის დროშა ვილიარეალი
9 თავ ხულიან ალვარესი 31 იანვარი, 2000 (2000-01-31) (24 წლის) 19 7 ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი
10 თავ ლიონელ მესი 24 ივნისი, 1987 (1987-06-24) (36 წლის) 175 103 აშშ-ის დროშა ინტერი მაიამი
11 ნახ ანხელ დი მარია 14 თებერვალი, 1988 (1988-02-14) (36 წლის) 130 28 პორტუგალიის დროშა ბენფიკა
16 თავ ხოაკინ კორეა 13 აგვისტო, 1994 (1994-08-13) (29 წლის) 19 4 იტალიის დროშა ინტერი მილანი
21 თავ პაულო დიბალა 15 ნოემბერი, 1993 (1993-11-15) (30 წლის) 36 3 იტალიის დროშა რომა
22 თავ ლაუტარო მარტინესი 22 აგვისტო, 1997 (1997-08-22) (26 წლის) 46 21 იტალიის დროშა ინტერი მილანი
24 თავ ანხელ კორეა 9 მარტი, 1995 (1995-03-09) (29 წლის) 23 3 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი

ნაკრების მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი მწვრთნელი გგ მგ ბს მ% ტიტულები
1921 არგენტინის დროშა პედრო ბლეო ფურნოლი[16] 1 კოპა ამერიკა (1921)
1924–1925 არგენტინის დროშა ანხელ ვასკესი 13 6 6 1 19 9 +10 61,53% 1 კოპა ამერიკა (1925)
1927–1928 ესპანეთის დროშა ხოსე ლაგო მილანი 13 8 3 2 44 15 +29 69,23% 1 კოპა ამერიკა (1927)
1 ფინალისტი (ამსტერდამი 1928)
1929–1930 არგენტინის დროშა ფრანსისკო ოლასარი - ხუან ხოსე ტრამუტოლა 11 7 2 2 29 13 +16 69,69% 1 კოპა ამერიკა (1929)
1934 იტალიის დროშა ფელიპე პასკუჩი 1 0 0 1 2 3 -1 00,00%
1934–1937 არგენტინის დროშა მანუელ სეოანე 10 7 1 2 20 8 +12 73,33% 1 კოპა ამერიკა (1937)
1938–1939 არგენტინის დროშა ანხელ ფერნანდეს როკა 4 3 0 1 11 6 +5 75,00%
1939–1958 არგენტინის დროშა გილიერმო სტაბილე 115 77 20 18 290 129 +161 72,75% 6 კოპა ამერიკა (1941, 1945, 1946, 1947, 1955, 1957)
1959 არგენტინის დროშა ვიქტორიო სპინეტო - ხოსე ბარეირო 6 5 1 0 19 5 +14 91,66% 1 კოპა ამერიკა (1959)
არგენტინის დროშა ხოსე მანუელ მორენო 5 2 1 2 11 13 -2 50,00%
1960 არგენტინის დროშა გილიერმო სტაბილე 10 6 1 3 16 15 +1 63,33% 1 პანამერიკული ჩემპიონატი (1960)
1960–1961 არგენტინის დროშა ვიქტორიო სპინეტო 10 5 3 2 23 12 +11 60,00%
1961 არგენტინის დროშა ხოსე დ'ამიკო 2 1 0 1 6 3 3 50,00%
1962 არგენტინის დროშა ხუან კარლოს ლორენსო 5 2 2 1 4 4 0 53,33%
არგენტინის დროშა ნესტორ როსი 1 1 0 0 3 1 2 100%
არგენტინის დროშა ალეხანდრო გალანი „ჯიმ ლოპესი“ 2 1 1 0 2 1 +1 66,66%
1963 არგენტინის დროშა ორასიო ამაბლე ტორესი 8 4 1 3 20 17 +3 54,16%
არგენტინის დროშა ხოსე დ'ამიკო 2 1 0 1 6 3 +3 50,00%
1964–1965 არგენტინის დროშა ხოსე მარია მინელია 15 9 5 1 31 8 +23 71,11%
1965 არგენტინის დროშა ოსვალდო სუბელდია 1 0 1 0 1 1 0 33,33%
1966 არგენტინის დროშა ხუან კარლოს ლორენსო 6 2 2 2 5 6 -1 44,44%
1967 არგენტინის დროშა ალეხანდრო გალანი „ჯიმ ლოპესი“ 5 4 0 1 12 3 9 80,00%
არგენტინის დროშა კარმელო ფარაონე 2 0 0 2 1 3 -2 00,00%
1967–1968 არგენტინის დროშა რენატო ჩეზარინი 5 1 1 3 5 8 -3 26,66%
1968 არგენტინის დროშა ხოსე მარია მინელია 8 2 3 3 13 13 0 37,50%
1969 არგენტინის დროშა უმბერტო მასკიო 4 1 3 0 4 3 +1 50,00%
არგენტინის დროშა ადოლფო პედერნერა 4 1 1 2 4 6 -2 33,33%
1970–1972 არგენტინის დროშა ხუან ხოსე პისუტი 23 10 8 5 35 28 +7 55,07%
1972–1973 არგენტინის დროშა ომარ სივორი 15 8 4 3 28 18 +10 62,22%
1974 არგენტინის დროშა ვლადისლაო კაპი 10 3 3 4 15 19 -4 40,00%
1974–1983 არგენტინის დროშა სესარ ლუის მენოტი 81 43 20 18 156 82 +74 61,31% 1 მსოფლიო ჩემპიონატი (1978)
1983–1990 არგენტინის დროშა კარლოს ბილარდო 83 28 31 24 91 77 +14 46,18% 1 მსოფლიო ჩემპიონატი (1986)
1990–1994 არგენტინის დროშა ალფიო ბასილე 48 25 17 6 75 44 +31 63,88% 2 კოპა ამერიკა (1991, 1993)
1 ფიფა-ს კონფედერაციის თასი (1992)
1 უეფა-კონმებოლის ჩემპიონთა თასი (1993)
1994–1998 არგენტინის დროშა დანიელ პასარელა 55 32 13 10 98 42 +56 66,06%
1999–2004 არგენტინის დროშა მარსელო ბიელსა 69 43 16 10 127 61 +66 70,05%
2004–2006 არგენტინის დროშა ხოსე პეკერმანი 27 14 7 6 50 33 +17 60,49%
2006–2008 არგენტინის დროშა ალფიო ბასილე 28 14 8 6 44 25 +19 59,52%
2008–2010 არგენტინის დროშა დიეგო მარადონა 24 18 0 6 47 27 +20 75,00%
2010–2011 არგენტინის დროშა სერხიო ბატისტა 17 8 6 3 30 17 +13 58,82%
2011–2014 არგენტინის დროშა ალეხანდრო საბელია 41 26 10 5 76 33 +43 71,54%
2014–2016 არგენტინის დროშა ხერარდო მარტინო 29 19 7 3 66 18 +48 73,56%
2016–2017 არგენტინის დროშა ედგარდო ბაუსა 8 3 2 3 9 10 -1 45,83%
2017–2018 არგენტინის დროშა ხორხე სამპაოლი 15 7 4 4 27 21 +6 55,56%
2018– არგენტინის დროშა ლიონელ სკალონი 59 39 15 5 122 35 +87 74,59% 1 კოპა ამერიკა (2021)
1 უეფა-კონმებოლის ჩემპიონთა თასი 2022)
1 მსოფლიო ჩემპიონატი (2022)

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განახლდა 2023 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით.[17][18]
  • მსხვილი შრიფტით გამოყოფილია მოქმედი ფეხბურთელები.
დიეგო მარადონა.
მოთამაშე პერიოდი მატჩი გოლი საშ ტიტულები
1 ლიონელ მესი 2005- 180 106 0.59 Mundial 2022
2 ხავიერ მასკერანო 2003-2018 147 3 0.02
3 ხავიერ ძანეტი 1994-2011 145 5 0.03
4 ანხელ დი მარია 2008- 136 29 0.22 Mundial 2022
5 რობერტო აიალა 1994-2007 116 7 0.06
6 ნიკოლას ოტამენდი 2009- 109 5 0.05 Mundial 2022
7 დიეგო სიმეონე 1988-2002 108 11 0.1
8 სერხიო აგუერო 2006-2021 101 42 0.42
9 ოსკარ რუჯერი 1983-1994 97 7 0.07 Mundial 1986
10 სერხიო რომერო 2009-2018 96 0 0
11 დიეგო მარადონა 1977-1994 91 34 0.37 Mundial 1986
12 არიელ ორტეგა 1993-2010 88 17 0.19
13 გაბრიელ ბატისტუტა 1991-2002 78 54 0.69
14 ხუან პაბლო სორინი 1996-2006 76 12 0.16
კარლოს ტევესი 2004-2015 76 13 0.17
16 ხუან სებასტიან ვერონი 1996-2010 75 10 0.13
გონსალო იგუაინი 2009-2018 75 32 0.43
18 ამერიკო გალიეგო 1975-1982 73 3 0.04 Mundial 1978
გაბრიელ ჰაინცე 2003-2010 73 3 0.04
20 დანიელ პასარელა 1976-1986 70 23 0.33 Mundial 1978 Mundial 1986

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2023 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით:[19]
ლიონელ მესი.
მოთამაშე პერიოდი გოლი მატჩი საშ ტიტულები
1 ლიონელ მესი (სია) 2005– 106 180 0.59 Mundial 2022
2 გაბრიელ ბატისტუტა 1991–2002 56 78 0.69
3 სერხიო აგუერო 2006–2021 42 101 0.42
4 ერნან კრესპო 1995–2007 35 64 0.55
5 დიეგო მარადონა 1977–1994 34 91 0.37 Mundial 1986
6 გონსალო იგუაინი 2009–2018 32 75 0.43
7 ანხელ დი მარია 2008– 29 136 0.22 Mundial 2022
8 ლუის არტიმე 1961–1967 24 25 0.96
9 დანიელ პასარელა 1976–1986 23 70 0.33 Mundial 1978 Mundial 1986
10 ლეოპოლდო ლუკე 1975–1981 22 45 0.49 Mundial 1978
11 ერმინიო მასანტონიო 1931–1945 21 19 1.11
ხოსე სანფილიპო 1956–1962 21 29 0.72
ლაუტარო მარტინესი 2018– 21 53 0.44 Mundial 2022
14 მარიო კემპესი 1973–1982 20 43 0.47 Mundial 1978

მსოფლიო ჩემპიონატების ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშე გოლი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატები
ლიონელ მესი 13 26 გერმანიის დროშა 2006, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010, ბრაზილიის დროშა 2014, რუსეთის დროშა 2018, კატარის დროშა 2022
გაბრიელ ბატისტუტა 10 12 აშშ-ის დროშა 1994, საფრანგეთის დროშა 1998, სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002
გილერმო სტაბილე 8 4 ურუგვაის დროშა 1930
დიეგო მარადონა 8 21 ესპანეთის დროშა 1982, მექსიკის დროშა 1986, იტალიის დროშა 1990, აშშ-ის დროშა 1994
მარიო კემპესი 6 18 გერმანიის დროშა 1974, არგენტინის დროშა 1978, ესპანეთის დროშა 1982
გონსალო იგუაინი 5 14 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010, ბრაზილიის დროშა 2014, რუსეთის დროშა 2018
ლეოპოლდო ლუკე 4 5 არგენტინის დროშა 1978
ხულიან ალვარესი 4 7 კატარის დროშა 2022
ერნან კრესპო 4 8 საფრანგეთის დროშა 1998, სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002, გერმანიის დროშა 2006
ხორხე ვალდანო 4 9 ესპანეთის დროშა 1982, მექსიკის დროშა 1986
კლაუდიო კანიჯა 4 10 იტალიის დროშა 1990, აშშ-ის დროშა 1994, სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002
დანიელ ბერტონი 4 11 არგენტინის დროშა 1978, ესპანეთის დროშა 1982
რენე ჰაუსმანი 4 12 გერმანიის დროშა 1974, არგენტინის დროშა 1978
14° ორესტე ომარ კორბატა 3 3 შვედეთის დროშა 1958
კარლოს პეუსელიე 3 4 ურუგვაის დროშა 1930
ლუის არტიმე 3 4 ინგლისის დროშა 1966
კარლოს ტევესი 3 8 გერმანიის დროშა 2006, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010
დანიელ პასარელა 3 12 არგენტინის დროშა 1978, ესპანეთის დროშა 1982, მექსიკის დროშა 1986
მაქსი როდრიგესი 3 12 გერმანიის დროშა 2006, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010, ბრაზილიის დროშა 2014
ხორხე ბურუჩაგა 3 14 მექსიკის დროშა 1986, იტალიის დროშა 1990
ანხელ დი მარია 3 18 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010, ბრაზილიის დროშა 2014, რუსეთის დროშა 2018, კატარის დროშა 2022

გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი: ლიონელ მესი (106)[20]
  • ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი: მარტინ პალერმო, 36 წლის და 7 თვის — 2010 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში[21]
  • ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი: დიეგო მარადონა, 18 წლის, 7 თვის და 4 დღის — 1979 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში[22]
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა: ლიონელ მესი, 18 წლის და 357 დღის, სერბეთისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2006 წელს[23]
  • ერთ მატჩში გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 5მანუელ სეოანე 1925 წელს, ხუან მარვესი 1941 წელს, ლიონელ მესი 2022 წელს[24]
  • ყველაზე მეტი გოლი კალენდარული წლის განმავლობაში: 18ლიონელ მესი 2022 წელს[25]
  • მსოფლიო ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 13ლიონელ მესი[26]
  • მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი: 31ლიონელ მესი[27]
  • ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი ყველა საერთაშორისო შეჯიბრში, მათ შორის ამხანაგურ მატჩებში: 56ლიონელ მესი
  • პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გატანილი ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე: 4 – ხუან რომან რიკელმე და ლიონელ მესი[28]

მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტნები
პასარელა 1978
მარადონა 1986
მესი 2022
წელი მოთამაშე მატჩი გოლი
1978 დანიელ პასარელა 70 22
1986 დიეგო მარადონა 91 34
2022 ლიონელ მესი 178 106

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება. პირველად 1978 წელს, დანიელ პასარელას, მეორედ 1986 წელს, დიეგო მარადონას და მესამედ 2022 წელს, ლიონელ მესის კაპიტნობის პერიოდში. ამ სამეულიდან დანიელ პასარელა ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმავე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულებაში და იყო ერთადერთი ფეხბურთელი 1978 წლის ფორმაციის ნაკრებიდან, რომელიც მექსიკაში გაემგზავრა და ნაკრების შემადგენლობაში მეორედ მოიპოვა ფიფას მსოფლიო თასი.

მატჩების სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ წარმოდგენილია არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.

განახლდა: 18 ოქტომბერი, 2023

      დადებითი სტატისტიკა       ნეიტრალური სტატისტიკა       უარყოფითი სტატისტიკა

მოწინააღმდეგე




გბ
მბ
ბს
მ %
ალბანეთის დროშა ალბანეთი 1 1 0 0 4 0 +4 100%
ალჟირის დროშა ალჟირი 1 1 0 0 4 3 +1 100%
ანგოლის დროშა ანგოლა 1 1 0 0 2 0 +2 100%
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 9 7 1 1 16 8 +8 77.7%
ავსტრიის დროშა ავსტრია 2 1 1 0 6 2 +4 50%
ბელარუსის დროშა ბელარუსი 1 0 1 0 0 0 0 0%
ბელგიის დროშა ბელგია 5 4 0 1 12 4 +8 80%
ბოლივიის დროშა ბოლივია 42 30 5 7 110 36 +74 71.4%
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 3 3 0 0 9 1 +8 100%
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 109 40 26 43 162 166 –4 36.7%
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 9 8 0 1 18 6 +12 88.8%
კამერუნის დროშა კამერუნი 2 0 1 1 2 3 –1 0%
კანადის დროშა კანადა 1 1 0 0 5 0 +5 100%
ჩილეს დროშა ჩილე 94 61 27 6 196 74 +122 64.9%
ჩინეთის დროშა ჩინეთი 1 0 0 1 0 1 –1 0%
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 40 20 11 9 71 39 +32 50%
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 7 5 2 0 14 5 +9 71.4%
ხორვატიის დროშა ხორვატია 6 3 1 2 8 7 +1 50%
კიურასაოს დროშა კიურასაო 1 1 0 0 7 0 +7 100%
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია 6 2 3 1 7 10 –3 33.3%
დანიის დროშა დანია 2 0 1 1 1 3 –2 0%
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გდრ 2 1 1 0 3 1 +2 50%
ეკვადორის დროშა ეკვადორი 39 23 11 5 97 35 +62 58.9%
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 2 2 0 0 8 0 +8 100%
სალვადორის დროშა სალვადორი 2 2 0 0 4 0 +4 100%
ინგლისის დროშა ინგლისი 15 4 4 6 18 22 –4 28.5%
ესტონეთის დროშა ესტონეთი 1 1 0 0 5 0 +5 100%
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 13 6 4 3 18 14 +4 46.1%
გერმანიის დროშა გერმანია[ა] 23 10 6 7 34 33 +1 43.4%
განის დროშა განა 1 1 0 0 2 0 +2 100%
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 2 2 0 0 6 0 +6 100%
გვატემალის დროშა გვატემალა 3 3 0 0 13 0 +13 100%
ჰაიტის დროშა ჰაიტი 3 3 0 0 12 1 +11 100%
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 3 3 0 0 7 1 +6 100%
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 1 1 0 0 7 0 +7 100%
უნგრეთის დროშა უნგრეთი 7 5 1 1 15 6 +9 71.4%
ისლანდიის დროშა ისლანდია 1 0 1 0 1 1 0 0%
ინდოეთის დროშა ინდოეთი 1 1 0 0 1 0 +1 100%
ინდონეზიის დროშა ინდონეზია 1 1 0 0 2 0 +2 100%
ირანის დროშა ირანი 2 1 1 0 2 1 +1 50%
ერაყის დროშა ერაყი 1 1 0 0 4 0 +4 100%
ისრაელის დროშა ისრაელი 5 3 1 1 14 6 +8 60%
იტალიის დროშა იტალია 16 5 5 6 18 22 –4 31.2%
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 2 2 0 0 6 1 +5 100%
იამაიკის დროშა იამაიკა 4 4 0 0 11 1 +10 100%
იაპონიის დროშა იაპონია 7 6 0 1 15 4 +11 85.7%
ლიბიის დროშა ლიბია 1 1 0 0 3 1 +2 100%
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 1 0 1 0 0 0 0 0%
მექსიკის დროშა მექსიკა 32 16 12 4 53 28 +25 50%
მაროკოს დროშა მაროკო 2 2 0 0 4 1 +3 100%
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 10 1 5 4 8 15 –7 10%
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 1 1 0 0 5 1 +4 100%
ნიგერიის დროშა ნიგერია 9 6 1 2 15 13 +2 66.6%
ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია 1 1 0 0 3 1 +2 100%
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 2 0 0 2 1 3 –2 0%
პანამის დროშა პანამა 3 3 0 0 10 1 +9 100%
პარაგვაის დროშა პარაგვაი 107 56 35 16 218 111 +107 52.3
პერუს დროშა პერუ 54 35 14 5 107 45 +60 64.8%
პოლონეთის დროშა პოლონეთი 12 7 2 3 20 12 +8 58.3%
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 8 5 1 2 13 7 +6 62.5%
კატარის დროშა კატარი 2 2 0 0 5 0 +5 100%
ირლანდიის დროშა ირლანდია 6 5 1 0 8 1 +7 83.3%
რუმინეთის დროშა რუმინეთი 9 6 2 1 12 6 +6 66.6%
რუსეთის დროშა რუსეთი[ბ] 13 4 7 2 13 11 +2 30.7%
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 5 2 2 1 8 5 +3 40%
სერბეთის და ჩერნოგორიის დროშა სერბეთი და ჩერნოგორია[გ] 10 5 2 3 21 15 +6 50%
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 4 2 1 1 5 3 +2 50%
სინგაპურის დროშა სინგაპური 1 1 0 0 6 0 +6 100%
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 2 1 1 0 3 1 +2 50%
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 4 3 1 0 10 4 +6 75%
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 1 1 0 0 6 0 +6 100%
სლოვენიის დროშა სლოვენია 1 1 0 0 2 0 +2 100%
ესპანეთის დროშა ესპანეთი 14 6 2 6 18 19 –1 42.8%
შვედეთის დროშა შვედეთი 3 1 1 1 6 6 0 33.3%
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 7 5 2 0 15 3 +12 71.4%
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 1 1 0 0 3 0 +3 100%
ტუნისის დროშა ტუნისი 1 1 0 0 2 1 +1 100%
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 1 1 0 0 5 0 +5 100%
აშშ-ის დროშა აშშ 11 7 2 2 30 9 +21 63.6%
ურუგვაის დროშა ურუგვაი 202 94 49 59 325 234 +91 46.5%
ვენესუელის დროშა ვენესუელა 27 23 2 2 90 18 +72 85.1%
უელსის დროშა უელსი 2 1 1 0 2 1 +1 50%
სულ (82) 1070 587 262 220 2022 1087 +934 54.8
  1. მათ შორის დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანიასთან გამართული მატჩებიც.
  2. მათ შორის საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ-სთან გამართული მატჩებიც.
  3. მათ შორის იუგოსლავიის დროშა იუგოსლავიასთან გამართული მატჩებიც.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ თავისი ქვეყნის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მეკარე: უბალდო ფილოლი; მცველები: ხავიერ ძანეტი, რობერტო პერფუმო, დანიელ პასარელა, ალბერტო ტარანტინი; ნახევარმცველები: მიგელ ანხელ ბრინდისი, დიეგო მარადონა, ფერნანდო რედონდო; თავდამსხმელები: ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, მარიო კემპესი.[29]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100 Años de Fúbol — Historia del Fútbol Uruguayo (Editores Reunidos)
  • Aguirre, Javier (2012). Ucronías Argentinas. Córdoba: Penguin Random House Grupo Editorial Argentina.  ISBN 9789500739689
  • Ardiles, Ossie (2010). Ossie's Dream: My Autobiography. London: Transworld.  ISBN 0552-15918-2
  • Argentina Mundial. Historia de la Selección 1902–2002 (Clarín Newspaper)
  • Argentina, Historia de la Selección de Fútbol, desde 1893 hasta 1991 (R. R. Ediciones)
  • Bilardo, Un Ciclo Brillante (Special Edition, El Gráfico)
  • Blanco, Eduardo (2012). Ucronías Argentinas: Diez historias que pudieron haber cambiado la historia. Buenos Aires: Sudamericana.  ISBN 9500-73968-2
  • Cien Años con el Fútbol. Asociación del Fútbol Argentino. AFA. 1893 Centenario 1993 (AFA)
  • El Gráfico Magazine (გამოც. #3195; 30 დეკემბერი, 1980; გვ. 8–13)
  • El Gráfico Magazine (გამოც. #3270; 8 ივნისი, 1982; გვ. 4–7/49)
  • El Libro del Fútbol (ტომი IV, ივლისი 1975, Editorial Abril)
  • Enciclopedia Mundial del Fútbol (Editorial Océano — Viscontea)
  • Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins.  ISBN 0060731427
  • Fútbol. Historia y Estadísticas Magazine (Editorial Perfil)
  • Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books.  ISBN 1594482969
  • Historia de la Selección Argentina 1902–1997 (El Gráfico)
  • Historia del Fútbol Amateur en la Argentina (Jorge Iwanczuk)
  • International Football in South America 1901–1991 (Miguel Angel Bestard, Michael Robinson & Mike Ross)
  • La Celeste, Uruguay 1901–1991 (Javier Sandoval and Serge Van Hoof)
  • O Almanaque do Futebol Brasileiro (1995, Marco Aurelio Klein and Sergio Alfredo Audinino)
  • Rosario, Fútbol y Recuerdos (Oscar Armando Ongay)
  • Sólo Fútbol Anuario '85 (პირველი გამოცემა)
  • Sólo Fútbol Anuario '86 (მეორე გამოცემა)
  • Sólo Fútbol Extra Magazine (Extra Edition, გამოც. #26; 18 ნოემბერი, 1993; გვ. 20–23)
  • Sólo Fútbol Magazine (გამოც. #424; 2 აგვისტო, 1993; გვ. 19)
  • Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House.  ISBN 1780895585
  • The Guinness Book of World Soccer (მეორე გამოცემა, 1995, Guy Oliver)
  • Tira–Teima Placar N°1 Tudo o que voce sempre quis saber sobre Futebol (ნოემბერი 1997, Placar)
  • Trost, Alex (2013). 100 of the Top World Cup Footballers of All Time. London: A&V.  ISBN 1493-58316-6
  • Uruguayos y Argentinos (Fascículo 5, Eduardo Gutiérrez Cortinas)
  • Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing.  ISBN 0977668800
  • Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires. 

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
Transfermarkt

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The FIFA/Coca-Cola World Ranking // FIFA
  2. Argentina-Uruguay Matches 1902-2017 / rsssf.org
  3. Great Footballing Rivalries : Argentina vs. Uruguay / sportskeeda.com
  4. War of words renews Argentina-Germany rivalry / Yahoo! Sports
  5. Футбольные сборные: Аргентина / Jackus Life
  6. Netherlands ready to revive Argentina rivalry
  7. Los partidos con más público de la historia de la Selección Argentina
  8. Copa Roberto Chery, Brasil 3 – Argentina 3. International Federation of Football History & Statistics. ციტირების თარიღი: 7 November 2017
  9. 1958. Debut de Argentina en el mundial…de amarillo. ციტირების თარიღი: 30 March 2018.
  10. 10.0 10.1 10.2 La evolución de la camiseta de la Selección Argentina a lo largo de su historia
  11. Palopoli, Eugenio; Ruggiero, Sebastián; Silber, Diego (2019-08-01) Camisetas legendarias del fútbol argentino (es). Penguin Random House Grupo Editorial Argentina. ISBN 978-950-28-1319-6. OCLC 1112221401. 
  12. 12.0 12.1 12.2 Todas las camisetas Adidas de la Selección Argentina a lo largo de la historia on Pasion Fútbol
  13. La camiseta de las selección argentina según pasan los años, La Gaceta
  14. Adidas recupera a la selección Argentina
  15. El peso de la camiseta // La Nación
  16. Entrenadores campeones de la Copa América con la Celeste y Blanca
  17. FIFA Century Club / fifa.com
  18. Appearances for Argentina National Team / rsssf.com
  19. Goalscoring for Argentina National Team / rsssf.com
  20. Messi & Batistuta react as record changes hands. FIFA. ციტირების თარიღი: 30 June 2016
  21. Otro 22/6 inolvidable: a 12 años del gol de Palermo a Grecia es (22 June 2022). ციტირების თარიღი: 26 December 2022
  22. Match Stats (22 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 22 June 2016
  23. „Argentina 6–0 Serbia & Montenegro“. BBC Sport. 16 June 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 September 2015. ციტირების თარიღი: 12 August 2015.
  24. Maffei, Sergio. (5 June 2022) Con Messi la Selección vuela: ¡hizo cinco goles! es. ციტირების თარიღი: 5 June 2022
  25. Lionel Messi's incredible record-breaking year in numbers en (10 December 2012). ციტირების თარიღი: 8 June 2022
  26. Lionel Messi: A breakdown of his World Cup and career highlights. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 28 January 2023
  27. IFFHS. ციტირების თარიღი: 2023-09-08
  28. IFFHS. ციტირების თარიღი: 2023-09-08
  29. არგენტინის ყველა დროის ნაკრები