ანტონინ დვორჟაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონინ დვორჟაკი

ანტონინ ლეოპოლდ დვორჟაკი (ჩეხ. Antonín Leopold Dvořák; დ. 8 სექტემბერი, 1841 — გ. 1 მაისი, 1904) — ჩეხი კომპოზიტორი, რომანტიზმის წარმომადგენელი, რომელიც თავის ნაწარმოებებში მშობლიური ბოჰემიის და მორავიის ფოლკლორულ მელოდიებს იყენებდა. დვორჟაკი ქმნიდა ოპერებს, სიმფონიურ მუსიკას, მუსიკას გუნდისა და სიმებიანი საკრავებისთვის. იგი იყო „უბრალო ჩეხი მუსიკოსი“ – ასე უწოდებდა საკუთარ თავს.

მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ორკესტრისთვის დაწერილი „სლავური ცეკვები“, სავიოლონჩელო კონცერტი, IX სიმფონია. ეს ნაწარმოებები მუდმივად ჟღერს მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]