ანტონ მაუვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონ მაუვე
დაიბადა 18 სექტემბერი, 1838
დაბადების ადგილი ზანდამი, ნიდერლანდები
გარდაიცვალა 5 თებერვალი, 1888 (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი არნემი, ნიდერლანდები
ეროვნება ნიდერლანდელი
მიმდინარეობა რეალიზმი
ჟანრი პორტრეტი
პარტნიორები Goupil & Cie
მასზე გავლენა მოახდინა ჟან-ფრანსუა მილე
მან გავლენა მოახდინა ვინსენტ ვან გოგი

ანტონ რუდოლფ მაუვე (დ. 18 სექტემბერი, 1838 — გ. 5 თებერვალი, 1888) — ნიდერლანდელი რეალისტი, რომელიც ჰააგის სკოლის ერთ-ერთი მთავარი წევრი და წარმომადგენელი იყო. მისი ნახატები გაირჩევა წარწერით 'A. Mauve ან მონოგრამით 'A.M.'. ფერების გამოყენების დიდოსტატი, რომელმაც შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა საკუთარი ცოლის ბიძაშვილზე, ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვარზე — ვინსენტ ვან გოგზე.

მაუვეს ნახატების უმრავლესობაზე გამოსახულია ადამიანები და ცხოველები ბუნებაში. მაგალითისათვის, მის ნამუშევარში დილის გასეირნება, რომელიც რეიკსმუზეუმში ინახება, გამოსახულია სამი დახვეწილი ცხენოსანი, რომლებიც სანაპიროსაკენ მიემართებიან. ეს ნახატი ნათელი მაგალითია მხატვრის რეალისტური სტილისა, რომელზეც დახატული ფონი, ქვიშა, ცხენები, და მამაკაცები რეალისტურადაა გამოსახული.

მის ყველაზე მეტად ცნობილ ნახატებზე გამოსახულია გლეხები მინდვრებიში. განსაკუთრებით პოპულარული იყო ცხვრების ფარის ამსახველი მისი ნახატი, განსაკუთრებით ამერიკელი შემსყიდველებისთვის, იმდენად რომ ნახატაბს - ცხვრების მოსვლას და ცხვრების წასვლას შორის ფასები საგრძნობლად იმატებდა.[1]

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

a group of well dressed equestrians, the lady riding sidesaddle, descend at a leisurly pace from the dunes to the beach at Scheveningen towards the bathing huts, their horses leaving droppings in the sand
დილის გასეირნება სანაპიროზე (1876), ზეთი, ტილო, რეიკსმუზეუმი[2]

ანტონ მაუვე დაიბადა 1838 წელის 18 სექტემბერს ზანდამში, ნიდერლანდების ქალაქში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში. მისი დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, მამამისი ვილემ კარელ მაუვე, მენონიტების კაპლანი, გააგზავნეს ჰაარლემში, პროვინციის უდიდეს ქალაქში, სადაც ანტონ მაუვე გაიზარდა.

ის იყო მხატვარ პიტერ ფრედერიკ ვან ოსის შეგირდი, რომელსაც ის ვოტერ ვერშურმა მიაბარა. განვითარების პროცესში ის აქტიურად მუშაობდა პოლ გაბრიელთან ერთად, ხატავდნენ ბუნებას, რეგულარულად რჩებოდნენ ერთად და მუშაობდნენ ოსტერბეკში. ის იყო ჯოზეფ ისრაელისა და ვილემ მარისის მეგობარი.[3]

1872 წელს მაუვე საცხოვრებლად ჰააგაში გადადის, სადაც ის ჰააგის სკოლის წამყვანი წევრი ხდება. 1876 წელს ჰოლანდიელ მხატვართა საზოგადოებას აარსებს, ამასთან განავითარა პულჩრის სტუდიო, ჰააგაში იმ დროისათვის ყველაზე გავლენიანი სახელოვნებო საზოგადოება.

სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელიწადი მაუვემ ლარენში გაატარა, რეგიონში, რომელიც გარს აკრავს ჰილვერსუმს. მხატვრების ჯგუფმა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, და რომელსაც ეკუთვნოდნენ ჯოზეფ ისრაელი და ალბერტ ნეუჰუისი, ლარენის სკოლის და ჰეტ გოის რეგიონის წარმომადგენლებად მიხსენიებიან, ტერიტორიისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად ტრიალ მინდორს წარმოადგენს. მაუვემ მრავალი მხატვრის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის შოტლანდიელ რობერტ მაკგრეგორზე (1847-1922).

მაუვე მოულოდნელად არნემში 1888 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

ურთიერთობა ვინსენტ ვან გოგთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტისტი წერილი
ჟან-ფრანსუა[4] 170
ანტონ მაუვე[5] 152
რემბრანდტი[6] 100
დელაკრუა[7] 93
An elegant young lady wearing a fancy bonnet is sitting in the dunes dressed in her Sunday best, a black dress with a pale blue smock.
არიეტე (ჯეტ) კარბენტუსი, არტისტის მეუღლე. ის იყო ვნისნეტის ბიძაშვილი დედის მხრიდან.[8]
"a dug-over patch of ground in an orchard, a wicker fence and two peach trees in full bloom, pink against a sparkling blue sky with white clouds and in sunshine" [Van Gogh letter 590 VGM] to the bottom left there is an inscription 'souvenir de Mauve'
ვინსენტ ვან გოგი, მაუვეს სახსოვარი (30 მარტ 1888), ზეთი, ტილო, კროლერ-მიულერის მუზეუმი

მაუვემ იქორწინა ვინსენტ ვან გოგის ბიძაშვილზე არიეტე სოფია ჯეანეტე კარბენტუსზე,[9] და სწორედ ანტონ მაუვე გახდა ერთ-ერთი პირველი შთაგონების წყარო და გავლენა ვინსენტისთვის, რომელიც მას აღმერთებდა. ის ვინსენტის დაახლოებით 152 წერილშია მოხსენებული. ეს სწორედ მისი მნიშვნელოვანი გავლენის ნათლი მაგალითია.

1881 წლის ბოლომდე ვინსენტმა მაუვეს სტუდიაში სამი თვე გაატარა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ხატვა ვინსენტმა მაუვეს ზედამხედველობით და დახმარებით, თავდაპირველად ზეთის შემდეგ კი აკვარელის საღებავებით (მოგვიანებით ფანქარსა და ნახშრში ხატვაზე კონცენტრირდა). მაუვე აგრძელებდა ვინსენტთან მუშაობას, აძლევდა მას დულს საღებავების საყიდლად და სახელოსნოს დასაქირავებლად, მაგრამ მოგვიანებით მისადმი უყურადღებობა გამოიჩინა და მისი რამდენიმე წერილი უპასუხოდ დატოვა.[10][11]

1882 წლის 7 მაისით დათარიღებულ, თავისი ძმისადმი, თეო ვან გოგისადმი მიწერილ წერილში ვინსენტი მისა და მაუვეს მიმოწერას ძალიან სამწუხაროს უწოდებს, კონკრეტულად წერილს, რომელშიც მაუვემ განუცხადა ვინსენტს, რომ მათი ურთიერთობა და ტანამშრომლობა დასრულებული იყო. ამასთან მაუვე ვინსენტს ახასიათებს როგორც არასასიამოვნო პერსონაჟს. ვან გოგი ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა[12]

ხალხს ჩემში ეჭვი ეპარება... ეს ჰაერშია... მე რაღაც უნდა დავმალო... ვინსენტი რაღაცას მალავს რაც არ უნდა გამომჟღავნდეს.. კარგით ჯენტლმენებო გეტყვით – თქვენ რომლებსაც გაქვთ კულტურისა და მანერების უდიდესი საცავი, და სწორედ ამის გათვალისწინებით, ეს ასეა – რა არის უფრო კულტურული, უფრო სენსიტიური, უფრო მამაკაცური რომ მიატოვო ქალი ან შეიძინო მიტოვებული

სინამდვილე იყო ის, რომ მათ უყვარდათ ერთმანეთი, და ამის შესახებ ანტონ მაუვემაც გაიგო. ეს არის ერთ ერთი ვარაუდი იმის შესახებ თუ რატომ გაწყვიტა მაუვენ ურთიერთობა ვინსენტთან, თუმცა ამას ვინსენტის წერილებიც არ აღწერს დეტალურად, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათი ურთიერთობა უკვე დაძაბული იყო.[13] მიუხედავად ამისა, ვან გოგი ყოველთვის აფასებდა მაუვეს ხელოვნებას, მისი ნახატები კვლავაც დარჩა ვინსენტის საყვარელ ნამუშევართა სიაში, ეს გრძნობა კი უფროგაღრმავდა მას შემდეგ, რაც მისი უეცარი სიკვდილის ამბავი შეიტყო.

ახლა აქ, მაგალითად, ამ მომენტისთვის, მემაქვს 6 ნახატი, რომლებზეც მბზინვარე ხილის ხეებია გამოსახული. და ერთი, რომელიც მე სახლში წავიღე შეიძლება შემთხვევით შენთან აღმოჩნდეს — მასზე გამოსახუია მიტოვებული ხეხილის ბაღი, წნელის ღობე და ორი აყვავებული ატმის ხე, ვარდისფერი მბრწყინავი ლურჯი ცის წინააღმდეგ, თეთრი ღრუბლებით, მზის ამოსვლისას. შეიძლება ნახო კიდეც ეს ნახატი, სანამ გადავწყვვიტამ მის იეტ მაუვესთვის გაგზავნას. მე დავაწერე ნახატს: „სინიორ დე მაუვე ვინსენტი და თეო“.[14]

მაუვეს დედა ველიზაბეტ მარგარეტა ჰირშიგი იყო ანტონ ჰირშიჰის ბიძაშვილი, ახალგაზრდა ნიდერლანდელი არტისტი,რომელიც ვინსენტთან ბინას ქირაობდა აუბერგ რავუხში, ვან გოგის უკანასკნელი თვეების პერიოდში.

გამორჩეული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეიზაჟი საქონლით
ფარის დაბრუნება, ლარენი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Heath at Laren, 1887. Online catalogue. Kröller-Müller Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 1 March 2012.
  2. 2.0 2.1 9 — 17. Morgenrit langs het strand, Anton Mauve, 1876 - Rijksmuseum. Rijksmuseum.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-10. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  3. Chisholm 1911.
  4. Millet. Vangoghletters.org. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  5. Vincent van Gogh : The Letters. Vangoghletters.org. ციტირების თარიღი: 2014-02-07.
  6. Vincent van Gogh : The Letters. Vangoghletters.org. ციტირების თარიღი: 2014-02-07.
  7. Vincent van Gogh : The Letters. Vangoghletters.org. ციტირების თარიღი: 2014-02-07.
  8. IB-nummer 117003. RKD databases. Rijksbureau voor Kunsthistorische Documentatie (RKD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24.
  9. Family tree of Vincent Van Gogh (PDF). ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  10. Tralbaut (1981), 96–103
  11. Letter 196: To Theo van Gogh. The Hague, on or about Tuesday, 3 January 1882.. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტატა: „Mauve lent me some money, 100 guilders, to rent it, furnish it and get the window and light fixed up“
  12. Letter 224: To Theo van Gogh. The Hague, on or about Sunday, 7 May 1882. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტატა: „Today I met Mauve and had a very regrettable conversation with him which made it clear to me that Mauve and I have parted ways for ever.“
  13. Naifeh and Smith pp. 254-59
  14. Letter 590: To Willemien van Gogh. Arles, on or about Friday, 30 March 1888.. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტატა: „Now here, for instance, at this moment, I have 6 paintings of blossoming fruit trees.“
  15. 'Entering the Fold', Anton Mauve. Tate. ციტირების თარიღი: 2013-07-08.[მკვდარი ბმული]
  16. Key facts | Anton Mauve | Milking Time | L716 | The National Gallery, London. Nationalgallery.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  17. A&A | Landscape with cattle. Artandarchitecture.org.uk. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  18. Art Collections Online | National Museum Wales. Museumwales.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  19. 9 — 17. Ruiters in de sneeuw in het Haagse bos, Anton Mauve, 1880 - Rijksmuseum. Rijksmuseum.nl. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  20. [1] დაარქივებული October 10, 2012, საიტზე Wayback Machine.
  21. Echelon BV. Rijksbureau voor Kunsthistorische Documentatie - databases. Ib.rkd.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  22. Musee d'Orsay. Musee-orsay.fr. ციტირების თარიღი: 2014-02-07.
  23. The Metropolitan Museum of Art - Changing Pasture. Metmuseum.org. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  24. Philadelphia Museum of Art - Collections Object : The Return of the Flock, Laren. Philamuseum.org. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  25. Collections | Museum of Fine Arts, Boston. Mfa.org. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  26. [http://collection.artgallery.nsw.gov.au/collection /results.do;jsessionid=E0017F4E2859D32F83019425D9B0C1C2?id=139922&db=object&keyword-0=Mauve_Anton&field-0=simpleSearchObject&images=true&view=detail&searchMode=simple The Collection :: Art Gallery NSW]. Collection.artgallery.nsw.gov.au. ციტირების თარიღი: 2013-07-08.