ანტიმაქე კოლოფონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიმაქე კოლოფონელი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 400[1]
დაბადების ადგილი კოლოფონი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 348[1]
საქმიანობა პოეტი[2] , ეპიგრამატისტი[2] , ელეგისტი[2] , მწერალი[3] და grammarian[4]
ენა ძველი ბერძნული ენა
ჟანრი ეპოსი

ანტიმაქე კოლოფონელი (ძვ. ბერძნ. Ἀντίμαχος ὁ Κολοφώνιος; ძვ. წ. V-IV სს) — ბერძენი პოეტი. ცნობილია ეპიკური პოემა „თებაიდით”, განსაკუთრებით კი ელეგიური ეპოსით „ლიდეთი“, რომელშიც სატრფოს სიკვდილით დამწუხრებული პოეტი უიღბლო სიყვარულის ამბებს მოგვითხრობს. ეპიკური თხრობის ჰომეროსისეული სისადავე ანტიმაქე კოლოფონელმა მაღალფარდოვანი მეცნიერული სტილით შეცვალა და ტრადიციული ეპიკური ხერხების მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია მოახდინა. მისი შემოქმედება, რომლისაგან მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა, ალექსანდრიული პოეზიის წინამორბედია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 489.
  • ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964;
  • ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1949.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]