ანთიმოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანთიმოზი
Flavius Procopivs Anthemivs
რომის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 12 აპრილი, 467
მმართ. დასასრული: 11 ივლისი, 472
წინამორბედი: ლიბიუს სევერუსი
მემკვიდრე: ოლიბრიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 420
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 11 ივლისი, 472
გარდ. ადგილი: რომი
დინასტია: თეოდოსის დინასტია

ფლავიუს პროკოფიუს ანთიმოზი (ლათ. Flavius Procopivs Anthemivs) (დ. 420 — გ. 472) — რომის იმპერატორი 467–472 წლებში. მისი კანდიდატურა წამოაყენა აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა ლეონ I-მა. ანთიმოზი იყო რომის იმპერიის უკანასკნელი დამოუკიდებელი იმპერატორი. იგი ცდილობდა რომისთვის დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები. თუმცა მისი ორი უდიდესი კამპანია, ვესტგუთებისა და ვანდალების წინააღმდეგ, მარცხით დასრულდა. ებრძოდა ძლევამოსილ მთავარსარდალ რიციმერს, რომელმაც რომს ალყა შემოარყა და ანთიმოზი მოკლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]