ანდრო ბუაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრო ბუაჩიძე
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1957 (1957-03-29) (67 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თსუ
საქმიანობა პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი
ჯილდოები პრემია „საბა“ (2005, 2017)

ანდრო ბუაჩიძე (დ. 29 მარტი, 1957, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი (2005, 2017).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1957 წელს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „მნათობში“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. ასევე ჟურნალ „საუნჯეში“, „ცისკარში“ და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2005 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პოეტური კრებული „ელნათურები“ : ლექსები/ანდრო ბუაჩიძე .-თბილისი : მერანი, 2004. - 107გვ.
  • 2003 - კალასის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია
  • 2003 - ილიას ფონდის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ელნათურები“: ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2004. - 107გვ.. - ISBN: 99928-950-3-9
  • „საუბარი წყვდიადში“: ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 80გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანდრო ბუაჩიძე. პირველი არხი. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2018.