ანდრიანამპუანიმერინა
ანდრიანამპუანიმერინა | |
---|---|
Andrianampoinimerina | |
იმერინის 1-ლი მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1787 |
მმართ. დასასრული: | 1810 |
წინამორბედი: | მონარქია შეიქმნა |
მემკვიდრე: | რადამა I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1745 |
დაბ. ადგილი: | ამბოჰიმანგა |
გარდ. თარიღი: | 1810 |
გარდ. ადგილი: | ანტანანარივუ |
მამა: | ანდრიამიარამანჯაკა |
დედა: | რანავალუნანანდრიამბელუმასინა |
ანდრიანამპუანიმერინა (მალაგ. Andrianampoinimerina; დ. 1745 — გ. 1810)[1] — იმერინის სამეფოს პირველი მეფე. რადამა I დიდის მამა, რომელმაც მადაგასკარი გააერთიანა ერთიან სახელმწიფოდ.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრიანამპუანიმერინა დაიბადა დაახლოებით 1745 წელს იმერინის სამეფოს ტერიტორიაზე, მადაგასკარის კუნძულზე. ის იყო ოჯახში მესამე შვილი. მამამისი ანდრიამიარამანჯაკა იყო წარჩინებული გვარის წარმომადგენელი და მეფე ანდრიამასინაბალუნას ოთხი შვილიდან ერთ-ერთის, ანდრიაციმიტოვიამინანდირანას შთამომავალი იყო. ანდრიანამპუანიმერინას დედა, რანავალუნანანდრიამბელუმასინა ასევე წარჩინებული გვარიდან იყო, კერძოდ ჩრდილოეთ იმერინის მეფის, ანდრიანჯაფის და იყო. დაბადებისას მას უწოდეს რამბუასალამა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავდა „ძაღლივით ჯანმრთელს“. მალაგასიელები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი სახელები ბავშვს ავი თვალისგან იცავდა.
პრინც რამბუასალამმა ბავშვობა გაატარა და განათლება მიიღო იკალოეში, რომელიც იმ დროს იმერინის სამეფოს დედაქალაქი იყო. ის სწავლობდა კოსმოლოგიას, ასტრონომიას და მითოლოგიას კერძოდ, მალაგასიურ ენაზე. მან შეიძინა ცოდნა მედიცინის, საბრძოლო ხელოვნების, სტრატეგიის, ეკონომიკის და მუსიკის სფეროებში. შესაძლოა მას შეეძლო დაეკრა ვალოჰაზე, რომელიც მალაგასიელების ეროვნული ხალხური ინსტრუმენტია. 12 წლის ასაკში რამბუასალამა განათლების ახალ დონეზე გადავიდა და ამბოჰიმანგაში სტრატეგიის და ეკონომიკის შეწავლა გააგრძელა.
ხელისუფლებაში მოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რამბუასალამა სამეფო ტახტზე 1787 წელს ავიდა 40 წლის ასაკში, როდესაც ტახტზე შეცვალა მამამისი ანდრიამიარამანჯაკა. ამის პარალელურად მან მოაწყო აჯანყება თავისი ბიძის, ჩრდილოეთ მადაგასკარის მეფის, ანდრიანჯაფის წინააღმდეგ. როდესაც ანდრიანჯაფი ქვეყნიდან გაიქცა, რამბუასალამმა თავის თავს სამეფო სახელი — ანდრიანამპუანიმერინა უწოდა, რომელიც სიტყვასიტყვით „მმართველი მადაგასკარის გულში“ ნიშნავდა. სამეფოს დატოვების შემდეგ, კუნძულის სამხრეთ ნაწილში გამაგრებული ანდრიანჯაფი კლვავ აგრძელებდა ახალი მეფის წინააღმდეგ ბრძოლას. გაჭიანურებული კონფლიქტი მათ შორის დამთავრდა მხოლოდ 1790 წელს, როდესაც წინა მმართველი გარდაიცვალა (შესაძლოა მოკლეს).
მიწების გაერთიანება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1792 წელს ანდრიანამპუანიმერინამ ქალაქი ანტანანარივუ დაიპყრო და დედაქალაქი იქ გადაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო მალაგიელი ხალხების და ტომების გაერთიანება ანტანანარივუს გარშემო ერთ სახელმწიფოდ. ახალი ტერიტორიების შეერთების აქტების დიდი ნაწილი ჩატარდა უსისხლოდ, რაც მეტწილად განპირობებული იყო ახალი მმართველის დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით. ზოგერთ შემთხვევაში საკუთარი მიზნის მისაღწევად ანდრიანამპუანიმერინა შედიოდა პოლიტიკურ ქორწინებებში (იმ დროს იმერინის მოსახლეობა იყო პოლიგამური), უკიდურეს შემთხვევაში კი , როდესაც სხვა გზა არ იყო, მიმართავდა ომს.
საზღვრების გაფართოებამ ანდრიანამპუანიმერინას საშუალება მისცა შეეწყვიტა ხარკის გადახდა სალაკავას სამეფოსთვის, რომელიც კუნძულ მადაგასკარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა და გაენადგურებინა რამდენიმე მაილისური კლანი, რომლებიც ანდრიანამპუანიმერინას მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
პოლიტიკა და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ანდრიანამპუანიმერინამ სამოქალაქო, სისხლის სამართლის, მიწის საკუთრებისა და ფინანსური კოდექსების შემოღებით, შეცვალა მადაგასკარის საზოგადოება. მიწის საკუთრების კოდექსის მიხედვით, მთელი მიწები სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. მეფემ აგრეთვე ხელი შეუწყო სახელმწიფოს სახალხო მურნეობის განვითარებას: ეხმარებოდა კაშხალებისა და არხების მშენებლობას, შემოიღო გადასახადები და მოსაკრებელი. ანდრიანამპუანიმერინამ შექმნა მადაგასკარის ისტორიაში პირველი რეგულარული არმია — ფოლოალინდაჰი („100,000 ჯარისკაცი“). მაგრამ მიუხედავად ამის სახელმწიფოში იყო ოპოზიცია, რომელშიც შედიოდნენ არა მარტო წარჩინებულები, არამედ ანდრიანამპუანიმერინას ოჯახის წევრები, კერძოდ მისი დედის ნათესავები და მისი ძმა გადაყენებული მეფე ანდრიანჯაფი.
ანდრიანამპუანიმერინას სამი შვილიდან, მხოლოდ სამეფოს მომავალი მეფე რადამა I გადარჩა. სხვა ორი შვილი რამავოლაჰი და რეკოტოვეჰინი შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, მამის ბრძანებით 1808 წელს მოკლეს.
ანდრიანამპუანიმერინამ თავის მიზნებზე განაცხადა, რომ აპირებდა გამხდარიყო მთელი მადაგასკარი მფლობელი, მაგრამ მან ვერ შეძლო გაეერთიანებინა ხალხები, რომლებიც სანაპიროებზე ცხოვრობდნენ. მისი სურვილი აღასრულა მისმა ვაჟმა რადამა I-მა, რომელმაც საბოლოოდ მან გააერთიანა მთელი კუნძული თავისი გვირგვინის გარშემო და მადაგასკარი ევროპელებისთვის სავაჭრო ქვეყანად აქცია.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ade Ajayi, Jacob F. (1998). General history of Africa: Africa in the nineteenth century until the 1880s. Paris: UNESCO. ISBN 9780520067011.
- Callet, François (1908). Tantara ny andriana eto Madagasikara (histoire des rois) (French). Antananarivo: Imprimerie Catholique.
- Campbell, Gwyn (2012). David Griffiths and the Missionary "History of Madagascar". Leiden, the Netherlands: Brill. ISBN 978-90-04-20980-0.
- Dahl, O.C. (1991). Migration from Kalimantan to Madagascar. Oslo: Egede Institute. ISBN 82-00-21140-1.
- Délivré, Alain (1974). L'histoire des rois d'Imerina: interprétation d'une tradition orale (French). Paris: Kliencksiek. ISBN 2-252-01767-8.
- Ellis, Stephen; Rajaonah, Faranirina (1998) L'insurrection des menalamba: une révolte à Madagascar, 1895–1898 (French). Paris: Karthala Editions. ISBN 978-2-86537-796-1.
- Fage, J.D.; Flint, J.E.; Oliver, R.A. (1986) The Cambridge History of Africa: From c. 1790 to c. 1870. London: Cambridge University Press. ISBN 0-521-20413-5.
- Featherman, Americus (1888). Social history of the races of mankind: Volume 2, Part 2. London: Trübner & Co.
- Fournet-Guérin, Catherine (2007). Vivre à Tananarive: géographie du changement dans la capitale malgache (French). Antananarivo, Madagascar: Karthala Editions. ISBN 978-2-84586-869-4.
- Freeman, Joseph John; Johns, David (1840) A narrative of the persecution of the Christians in Madagascar: with details of the escape of six Christian refugees now in England. Berlin: J. Snow.
- Frémigacci, Jean (1999). „Le Rova de Tananarive: Destruction d'un lieu saint ou constitution d'une référence identitaire?“, Histoire d'Afrique (French). Paris: Éditions Karthala.
- Galibert, Didier (2009). Les gens du pouvoir à Madagascar – État postcolonial, légitimités et territoire (1956–2002) (French). Antananarivo: Karthala Editions. ISBN 9782811131432.
- Nave, Ari (2010). „Andrianampoinimerina“, Encyclopedia of Africa, Volume 2. Oxford University Press. ISBN 9780195337709.
- Noiret, F. (2008). Le mythe d'Ibonia le grand prince (French). Paris: Karthala. ISBN 978-2-84586-977-6.
- Ogot, Bethwell (1992). Africa from the Sixteenth to the Eighteenth Century. Paris: UNESCO. ISBN 978-92-3-101711-7.
- Raison-Jourde, Françoise (1991). Bible et pouvoir à Madagascar au XIXe siècle (French). Paris: Karthala Editions. ISBN 9782865373178.
- Raison-Jourde, Françoise (2012). „Andrianampoinimerina et la tentative d'autonomisation de l'état Merina. Madagascar XVIIIe siècle“, L'invention religieuse en Afrique: histoire et religion en Afrique noire (French). Karthala Editions, გვ. 201–212. ISBN 9782865373734.
- Ranaivo, Flavien; Janicot, Claude (1968) Les guides bleues: Madagascar (French). Paris: Librairie Hachette.
- Ratsivalaka, R. Gilbert (2001). Les Malgaches et l'abolition de la traite européenne des esclaves (1810 - 1817) (French). Imprimerie Cnapmad.
- Rich, Jeremy (2012). „Andrianampoinimerina“, Dictionary of African Biography. Oxford University Press, გვ. 229–230. ISBN 9780195382075.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ANDRIANAMPOINIMERINA დაარქივებული 2017-11-26 საიტზე Wayback Machine.
- : Genealogy of Andrianampoinimerina wives and children. http://aviavy.awardspace.com/tree/g279.html. დაარქივებული 2013-08-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hodder (1982), p. 59
|