ანდრია (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ანდრია
Andria

ქალაქის მონუმენტები
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი აპულია
კოორდინატები 41°13′00″ ჩ. გ. 16°18′00″ ა. გ. / 41.21667° ჩ. გ. 16.30000° ა. გ. / 41.21667; 16.30000
ფართობი 407,86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 151
მოსახლეობა 100 202 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 245,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0883
საფოსტო ინდექსი 76123
საავტომობილო კოდი BT
ოფიციალური საიტი comune.andria.bt.it
ანდრია (ქალაქი) — იტალია
ანდრია (ქალაქი)

ანდრია (იტალ. Andria)— ქალაქი და კომუნა სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო და მომსახურების ცენტრს, აწარმოებს ღვინოს, ზეთისხილს და ნუშს. ამავე დროს ის აპულიის მეოთხე უდიდესი მუნიციპალიტეტი (იგივე კომუნა), ხოლო უდიდესი 2009 წელს შექმნილ ახალ, ბარლეტა-ანდრია-ტრანის პროვინციაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ანდრია 2010 წლის 21 მაისს გახდა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრიას წარმოშობის შესახებ განსხვავებული თეორიები არსებობს. 915 წლის დოკუმენტში ის მოხსენიებულია როგორც „კაზალე“, რომელიც საზღვაო პორტ ტრანის ემორჩილებოდა. ქალაქის სტატუსი დაახლოებით 1046 წელს მიიღო, როდესაც ნორმანმა გრაფმა პეტერმა გააფართოვა და გაამაგრა მიმდებარე დასახლებები.

XIV საუკუნეში, ანჟუ-სიცილიის სახლის მმართველობისას ანდრია საგრაფოს ცენტრი გახდა. 1350 წელს მას ალყა შემოარტყეს უნგრეთის არმიის მიერ დაქირავებულმა გერმანელმა და ლომბარდიელმა მებრძოლებმა, 1370 წელს კი ნეაპოლის დედოფალ ჯოვანა I-ის ჯარებმა. 1431 წელს მმართველმა ფრანჩესკო II დელ-ბალცომ ქალაქში დააბრძანა წმინდა ფრანჩესკო ანდრიელის ნაწილები. ეს წმინდანი დღესაც ანდრიას მფარველად ითვლება. 1487 წელს ქალაქი ხელში ჩაიგდეს არაგონელებმა, საგრაფო კი მომაველ მეფე ფედერიკო IV ნეაპოლელს გადაეცა. მოგვიანებით, 1552 წელს ის ესპანელებმა ფაბრიციო კარაფას მიყიდეს 100 000 დუკატად.

კარაფას ოჯახი ქალაქს 1799 წლამდე მართავდა, როდესაც ის ხანგრძლივი ალყის შემდეგ საფრანგეთის ძალებმა აიღეს. ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ, ანდრია გახდა იტალიის გაერთიანების მთავარი ქომაგი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მურჯიის სუბ-რეგიონში, ქალაქ ბრალეტიდან და ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლიდან 10 კმ-ის დაშორებით. მისი მუნიციპალიტეტი იტალიის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის სიდიდით მე-16 ადგილს იკავებს.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე

ერთ დროს ანდრია საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის საყვარელი რეზიდენცია იყო, რომელმაც მის სიახლოვეს XIII საუკუნეში კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე ააგო. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია იტალიის ციხესიმაგრეებს შორის და 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-11-20.