ანგლო-ეგვიპტური სუდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგლო-ეგვიპტური სუდანი
السودان اﻹنجليزي المصري

ეგვიპტის სამეფოსა და გაერთიანებული სამეფოს კონდომინიუმი

1899 — 1956
გაერთიანებული სამეფოს დროშა ეგვიპტის დროშა

მწვანე: ანგლო-ეგვიპტური სუდანი
ღია მწვანე: 1934–ში გადაეცა იტალიურ ლიბიას
მუქი ნაცრისფერი: ეგვიპტე და გაერთიანებული სამეფო
დედაქალაქი ხარტუმი
ენა არაბული, ინგლისური (ოფიციალური).
ნუბიური ენები (არა ოფიციალური)
ფულის ერთეული ეგვიპტური გირვანქა
ფართობი 2,505,800[1]
მოსახლეობა 8,079,800
ისტორია
 - დაარსება 19 ივნისი 1899
 - თვითმართველობაზე გადასვლა 22 ოქტომბერი 1952
 - დამოუკიდებლობა 1 იანვარი 1956

ანგლო-ეგვიპტური სუდანი (არაბ. السودان الإنجليزي المصري) — პერიოდი სუდანის ისტორიაში (1899–1956), როდესაც ის ეგვიპის და გაერთიანებული სამეფოს კონდომინიუმს წარმოადგენდა.

ეგვიპტის ბრიტანული ოკუპაცია 1936წ წელს დასრულდა (სუეცის არხის ზონის გარდა). ამის მიუხედავად ბრიტანეთის ძალები განაგრძობდნენ სუდანში ყოფნას. ეგვიპტის მმართველები მოითხოვდნენ ბრიტანეთის ძალების სუდანიდან გასვლას და სუდანის კანონიერ მმართველად ეგვიპტის მეფის ფარუკის აღიარებას. ეგვიპტის 1952 წლის რევოლუციამ მისცა ბიძგი სუდანის საბოლოო დეოკუპაციას.

1953 წელს ეგვიპტეში მეფობის დასრულების შემდეგ მისი ახალი ლიდერები მუჰამედ ნაგიბი და გამალ აბდელ ნასერი თვლიდნენ, რომ სუდანის ოკუპაციის დასრულების ერთადერთი გზა ეგვიპტის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებაა. 1954 წელს, ეგვიპტემ და ბრიტანეთმა სუდანის დამოუკიდებლობის აღიარებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით სუდანი სრულად დამოუკიდებელი 1956 წლის 1 იანვარს გახდა, რითიც დასრულდა მისი ეგვიპტის გავლენის ქვეშ ყოფნის 135 წელი და ბრიტანეთის ოკუპაციის 56 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Sudan Almanac 1951" Public Relations Department of the Sudan Government, McCorquedale & Co. Ltd., Khartoum, 1951, Page 52