ანა რადკლიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა რადკლიფი
ინგლ. Ann Radcliffe
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1764(1764-07-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ჰოლბორნი[10]
გარდაცვალების თარიღი 7 თებერვალი, 1823(1823-02-07)[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[10]
დასაფლავებულია ჰანოვერ-სკვერის წმინდა გიორგის ეკლესია
საქმიანობა რომანისტი[11] და მწერალი[12]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ჟანრი გოთიკური ლიტერატურა და გოთიკური პროზა
მეუღლე უილიამ რედკლიფი[13]

ანა რადკლიფი (ინგლ. Ann Radcliffe; დ. 9 ივლისი, 1764 — გ. 7 თებერვალი, 1823) — ინგლისელი მწერალი, გოტიკური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა რადკლიფი დაიბადა 1764 წელს ქალაქ ჰოლბორნში, ქსოვილების გამყიდველის უილიამ უორდის ოჯახში, დედამისი ანა უოტსი იყო. მან გვარი რადკლიფი მიიღო, როდესაც 22 წლის ასაკში იქორწინა ჟურნალისტ უილიამ რადკლიფზე, გაზეთის „English Chronicle“ მფლობელსა და მთავარ რედაქტორზე. იმის გამო, რომ მათ შვილი არ ჰყავდათ, ანა თავისუფალი დროს ბელეტრისტიკას უთმობს. მის ამ წამოწყებას მხარს უჭერს მისი ქმარი.[14]

შვიდი წლის განმავლობაში ის გამოსცემდა წიგნებს, რომლებიც ფართოდ ვრცელდებოდნენ. ამის მიუხედავად მან შეწყვიტა ლიტერატურური საქმიანობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ანა ბუნებით მორცხვი ადამიანი იყო და მისმა დიდმა პოპულარობამ შეაშინა იგი, დაარღვია მისი შინაგანი სიმშვიდე.[15]

ანა რადკლიფის ცხოვრება, ისევე როგორც მისი ნამუშევრები, გარშემორტყმულია სხვადასხვა საიდუმლოებებით. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა ამბობს, რომ მისი ნამუშევრების შექმნის პროცესში ახალი და საშიში დეტალების მოიგამოგონებისას, ანა გაგიჟდა, შემდეგ კი გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭორების უარყოფა არ ყოფილა (ისინი გავრცელდა, როდესაც ანამ წერა შეწყვიტა) სიცოცხლის განმავლობაში.

სინამდვილეში, რადკლიფი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა 1823 წლის 7 თებერვალს ფილტვების ანთებით. მწერლის დაკრძალვა 15 თებერვალს, ლონდონში, ჰანოვერის მოედანთან, წმინდა გიორგის ეკლესიაში მოხდა.

ანა რადკლიფის არც ერთი პორტრეტი არ შემორჩენილა

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7-8 წლის განმავლობაში მან დაწერა თავისი ცნობილი რომანები; 1797 წლის შემდეგ მან არ გამოუშვაარც ერთი ნამუშევარი.

ანა რადკლიფის ყველაზე პოპულარული რომანები იყო „The romance of the forest“ (1791), „The Mysteries of the Castle“ (1794) და „The Italian, or the Confessional of the Black Penitents“ (1797). რადკლიფის პროზის მთავარი მახასიათებელია ეფექტური ლიტერატურული საშუალებების სიმრავლე, რომელსაც შეუძლია მკითხველი დააშინოს ანტურაჟითა და ავისმომასწავებელი გარემოთი (მიტოვებული საფლავები, აჩრდილები, სულები, ჭექა-ქუხილი და ა.შ.).[16]

ბევრ ნაწარმოებში იგრძნობა სენტიმენტალური ჟანრის გავლენა, რამაც ხელი შეუწყო მისი რომანების პოპულარობასაც. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, რადკლიფის რომანებმა უდიდესი წარმატება მოიპოვეს არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ევროპაშიც, მათ შორის რუსეთში. ანა რადკლიფი მისი კონტინენტზე მოგზაურობაც (1794 წელს) აღწერა. წიგნი „Journal of a tour through Holland and the western frontier of Germany“ შეიცავს როგორც ნანახის პოეტურ აღწერილობებს, ასევე საკმაოდ ქედმაღლურ შეფასებებს უცხო ქვეყნების შესახებ.

ანა რადკლიფის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მოგვიანებით ბევრ ავტორზე, მათ შორის მარკიზა დე სადზე, ედგარ ალან პოზე და უოლტერ სკოტზე.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Castles of Athlin and Dunbayne (1 vol.) 1789
  • A Sicilian Romance (2 vols) 1790
  • The Romance of the Forest (3 vols) 1791
  • The Mysteries of Udolpho (4 vols) 1794
  • The Italian (3 vols) 1797
  • Gaston de Blondeville (4 vols) 1826

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 364. — ISBN 978-1-85743-228-2
  10. 10.0 10.1 Радклиф Анна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990.
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  13. Kindred Britain
  14. Chawton House Library: Ruth Facer, "Ann Radcliffe (1764–1823)", retrieved 1 December 2012.
  15. Pourteau, Leslie Katherine. "'The Pride of Conscious Worth': Characterization of the Female in the Novels of Ann Radcliffe." Texas A&M University, ProQuest Dissertations Publishing, 1997, pp. 1–9.
  16. The British Library Retrieved 12 November 2016.