ანა ნიკოლ სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ნიკოლ სმითი

2005 წელს (მარჯვნივ)
დაბადების სახელი ვიკი ლინ ჰოგანი
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი 1967
ჰიუსტონი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 2007 (39 წლის)
ჰოლივუდი, აშშ
საქმიანობა მოდელი
მსახიობი
ტელეწამყვანი
აქტიური 1991–2007
მეუღლე(ები) ბილი სმითი (1985—1993)
ჰოვარდ მარშალი (1994—1995)
საიტი http://www.annanicole.com

ანა ნიკოლ სმითი (ინგლ. Anna Nicole Smith; დაბადებით ვიკი ლინ ჰოგანი; დ. 28 ნოემბერი, 1967, ჰიუსტონი, აშშ — გ. 8 თებერვალი, 2007, ჰოლივუდი, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და სელებრითი. ანა ნიკოლ სმითმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა როგორც ჟურნალ „Playboy“-ს გოგონამ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკი ლინ ჰოგანი დაიბადა 1967 წლის 28 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში,[1] მამამისის, მუშის — დონალდ იუჯინ ჰოგანისა და დედამისის, ოფიცრის — ვირჯი ტაბერსის ოჯახში.[1] მომავალი ვარსკვლავის მშობლები ბაშვის დაბადებიდან მალევე გაშორდნენ ერთმანეთს. ნიკოლ სმითი აღზარდა დეიდამ. კარიერა დაიწყო 20 წლის ასაკში როგორც მოდელმა. 1993 წელს გახდა ჟურნალ პლეიბოის გოგონა. ანა ნიკოლს სმითი სამჯერ იყო დაქორწინებული. ჰყავდა ორი შვილი.[2] ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ბაჰამის კუნძულებზე.

ნიკოლ სმითის პირველი მეუღლე იყო ბილი სმითი, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებოდა 1985—1993 წლებში. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო რესტორანში, სადაც ბილი მზარეულად მუშაობდა. დაქორწინდნენ 1985 წლის 4 აპრილს. წყვილს შვილი შეეძინა. 1994 წელს ანა ნიკოლ სმითი დაქორწინდა ჯეიმზ ჰოვარდ მარშალზე, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ნიკოლ სმითის მესამე მეუღლე იყო პროფესიით ადვოკატი ჰოვარდ სტერნი. დაქორწინდნენ 2006 წლის 26 სექტემბერს. ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ ანა ნიკოლ სმითი გარდაიცვალა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ნიკოლ სმითი გარდაიცვალა 2007 წლის 8 თებერვალს. ღამით ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროში იგი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ნიკოლ სმითის თაცვის მუშაკმა ცნობილ მოდელსა და მსახიობს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, თუმცა უშედეგოდ. ნიკოლ სმითი იმთავითვე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ უგონო მდგომარეობაში გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1994 შიშველი პისტოლეტი 33 1/3 ტანია პიტერსი
1994 ჰადსაკერის ხელქვეითი ზა-ზა
1995 ზღვრამდე კოლეტ დიუბუა
1995/98 შიშველი სიმართლე ასახიერებს თავის თავს
1995/09 შეშლილი ტელევიზია ანა ნიკოლ სმითი
1996 ცათამბჯენი კერი უისკი
1997/2000 ვერონიკას კაბინეტი დონა
1997/2002 ელი მაკბილი მაირა ჯეიკობსი
1998 ანა ნიკოლ სმითი:დაუცველი ასახიერებს თავის თავს
2003 ვასაბი ტუნა ასახიერებს თავის თავს
2005 იყავი ძლიერი ასახიერებს თავის თავს
2007 არალეგალი უცხოპლანეტელები ლუსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ancestry.com. Texas Birth Index, 1903–1997 [database on-line]. Provo, UT, USA: The Generations Network, Inc., 2005.
  2. Anna Nicole Smith — Biography