ამასია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ამასია
თურქ. Amasya
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ამასია
კოორდინატები 40°39′00″ ჩ. გ. 35°49′59″ ა. გ. / 40.65000° ჩ. გ. 35.83306° ა. გ. / 40.65000; 35.83306
მმართველი ჯაფერ ოზდემირი
ფართობი 1,729.69 კმ²
ცენტრის სიმაღლე 411 მეტრი
მოსახლეობა 114 921 (2021)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 45x xx
საავტომობილო კოდი 45
ოფიციალური საიტი amasya.gov.tr
ამასია — თურქეთი
ამასია

ამასია (თურქ. Amasya, ბერძ. Αμάσεια) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში. ამასიის პროვინციის ადმინისტრაციულო ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის რეგიონში.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამასია მდებარეობდა ბიზანტიის იმპერიაში. მომავალში, შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამასიის მნიშვნელობა გაიზარდა სულთან ბაიაზიდ II-ის დროს, რადგან იგი ტახტზე ასვლამდე სწორედ ამასიის პროვინციის მმართველი იყო. სულთან ბაიაზიდმა მისი მნიშვნელობა ოსმალეთის იმპერიაში ძალიან გაზარდა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანჯაყად ჩამოაყალიბა. მას ძირითადად მართავდნენ იმპერიის შეჰზადეები. მართალია, ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ხშირად გვხვდება, თუმცა შეჰზადეებისათვის მისი მართვა ხელსაყრელი არ იყო, რადგან დედაქალაქიდან ძალიან შორს მდებარეობდა და მამის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დაბალი იყო იმის შანსი, რომ მის მმართველებს დედაქალაქში ძმებისთვის ჩაესწროთ, რადგან მანისა, ქუთაჰია და კონია მასზე ბევრად ახლოს იყვნენ დედაქალაქთან.[3] 12 წლის განმავლობაში, ამასიის მმართველი იყო სულეიმან I-ის უფროსი ვაჟი, შეჰზადე მუსტაფაც. იმპერიის დასუსტებისა და საბოლოო დაშლის მიუხედავად, ამასია მაინც დარჩა თურქეთის რესპუბლიკაში.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Annuario Pontificio 2013 (Libreria Editrice Vaticana 2013 ISBN 978-88-209-9070-1), p. 821
  2. Pius Bonifacius Gams, Series episcoporum Ecclesiae Catholicae, Leipzig 1931, p. 442
  3. History of Amasya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 2015-06-24.
  4. Amasya, Amasieh