ამარტია სენი (ბენგ.অমর্ত্য সেন; დ. 3 ნოემბერი, 1933, შანტინიკეტანი, ბრიტანეთის ინდოეთი) — ინდოელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1998), მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჰუმანური განვითარების თეორიის, კეთილდღეობის ეკონომიკის, სიღარიბის განმპირობებელი მექანიზმების კვლევასა და პოლიტიკურ ლიბერალიზმში. სწავლობდა კალკუტის უნივერსიტეტის პრეზიდენსი-კოლეჯსა და კემბრიჯის უნივერსიტეტში.