ალფონსო I (ასტურია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსო I
Alfonso I el Católico

ალფონსო I-ის ძეგლი მადრიდში
ასტურიის სამეფოს მე-3 მეფე
მმართ. დასაწყისი: 739
მმართ. დასასრული: 757
წინამორბედი: ფავილა
მემკვიდრე: ფრუელა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 705/710
გარდ. თარიღი: 757
მეუღლე: ერმესინდა ასტურიელი
შვილები: ფრუელა I,
ვიმერანო,
მაურეგატო,
ადოსინდა
დინასტია: პერესების დინასტია
მამა: პედრო

ალფონსო I კათოლიკე (ესპ. Alfonso I el Católico) (გ. 757) — ასტურიის მეფე 739-757 წლებში.

ალფონსო ღვთისმიერი და გულადი ადამიანი იყო. როდესაც იგი მეფე გახდა, მან გააფართოვა თავისი სამლობელოები: ასტურიას შეუერთა მთელი ზღვისპირეთი ბასკების მიწამდე, გადაკვეთა მთები და სამხრეთით ქალაქი ლუგო აიღო. შემდეგ ვაჟთან ფრუელასთან ერთად დაიპყრო მიწები მინიოსა და დუეროს შორის. სწრაფი თავდასხმებით ალფონსო ანადგურებდა მუსულმანებს და აოხრებდა მათ მიწებს, ქრისტიანები ჩრდილოეთით გადაყავდა და ასახლებდა დაპყრობილ ქალაქებში, ძალაუფლების გასამტკიცებლად. თავისი დაუღალავი ქმედებებით, რაც ქალაქების დაარსებასა და ეკლესიების მშენებლობაში გამოიხატა, მან ხალხის და სამღვდელოების სიყვარული დაიმსახურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]