ალპური ვარდი (სასტუმრო)
ალპური ვარდი Альпийская роза | |
---|---|
სასტუმრო 1900-იან წლებში | |
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | ანატოლი ოსტროგრადსკი |
სტილი | მოდერნი |
დაწყების თარიღი | 1901 |
დასრულების თარიღი | 1902 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სასტუმრო „ალპიისკაია როზა“ ან სასტუმრო „ალპური ვარდი“ (რუს. Гостиница «Альпийская роза») — ისტორიული შენობა მოსკოვის ცენტრში (პუშეჩნაიას ქუჩა, სახ. 4, შენ. 1). აშენებულია 1901-1902 წლებში, არქიტექტორ ა. ა. ოსტროგრადსკის პროექტით, მოდერნის სტილში[1]. შენობას, გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ამ დროისთვის, შენობაში განლაგებულია „როსგოსცირკი“.[2][3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნის ბოლოს, დღევანდელი შენობის ადგილას, პუშეჩნის ქუჩაზე აშენდა ორსართულიანი ქვის შენობა. 1821 წელს, შენობა ეკუთვნოდა გენერალ (სხვა ვერსიით პოლკოვნიკ) ა. ვ. არგამაკოვს. 1848 წელს, შენობის ერთ-ერთ ფლიგელში გაიხსნა „ალექსანდრე სემენის სტამბა“. მოგვიანებით, შენობაში განლაგებული იყო „ს. პ. იაკოვლევის სტამბა“, სარესტორნო ჭურჭლის მაღაზია და გარდნერისა და მალცევის ქარხნის კრისტალის ჭურჭელი, ფოტო-ატელიე და მაღაზიები. 1870-იან წლებში, შენობაში რესტორანი „ალპური ვარდის ქვეშ“ გაიხსნა, რომელიც მოგვიანებით მიიღო სახელი „ალპური ვარდი“ (გერმ. «Alpenrose»).[4]
1880-იან წლებში, როდესაც შენობა ეკუთვნოდა თავადის ქალს ო. ა. ტურქესტან-არგამაკოვს, შენობა გაიყო ორნაწილად [4]. 1901-1902 წლებში, მარცხენა ნაწილის ადგილას, ძველი შენობის კედლის შენარჩუნებით, აშენდა ახალი ოთხსართულიანი სასტუმრო „ალპური ვარდი“, არქიტექტორ ა. ა. ოსტროგრადსკის პროექტის მიხედვით. 1911-1912 წლებში, მარჯვენა ნაწილის საფუძველზე, ინჟინერ პ. პ. ვისნევსკის და ა. ა. ვესნინის მონაწილეობით, აშენდა რესტორანი „ალპური ვარდი“ (დღეს სახლი 4, შენ. 2)[4][1].
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასტუმრო „ალპური ვარდი“ ეკუთვნის ადრინდელ მოდერნის სტილის შენობას. ოთხსართულიანი შენობის ფასადი მოხაზულია ვერტიკალური ფრთებით, რომელიც მოპირკეთებულია ღია ნაცრისფერი კერამიკული ფილებით. პირველ სართულს გააჩნია დიდი ფანჯრები, რაც განკუთვნილია მაღაზიის ვიტრინებისთვის. მეორე სართულიდან მეოთხე სართულამდე ფანჯრები ორნაწილიანია. ფანჯრის ქვეშა ნიშები და ბურჯები მორთულია რელიეფური მორთულობით. ფასადის რელიეფური მორთულობა შეესაბამება სასტუმროს სახელწოდებას და ასახავს ალპური ყვავილების მრავალფეროვნებას: ტიტები და ზამბახები მეოთხე სართულის ფანჯრებს შორის, გადაჯაჭვული ყაყაჩოები მეორესა და მესამე სართულებს შორის და ბიჭი გირლანდით შესასვლელის თახზე. ყველაზე შესამჩნევი დეკორატიული ელემენტია რელიეფური მორთილობაა ფრიზი მესამე და მეოთხე სართულებს შორის, რომელიც ასახავს ნაიადას ბანაობას[1]. შემონახულია შენობის აივნების ორიგინალი თუჯის გისოსები და სახურავი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Москва: Архитектурный путеводитель / И. Л. Бусева-Давыдова, М. В. Нащокина, М. И. Астафьева-Длугач. — М.: Стройиздат, 1997. — С. 130. — 512 с. — ISBN 5-274-01624-3.
- ↑ Доходный дом с рестораном «Альпийская роза» დაარქივებული 2018-07-07 საიტზე Wayback Machine. // data.mos.ru
- ↑ Распоряжение от 24 апреля 2014 года N 432 «О согласии с заключением (актом) государственной историко-культурной экспертизы». Департамент культурного наследия города Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-04. ციტირების თარიღი: 2018-02-04.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Дом учителя // liveinmsk.ru