ალმერია (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალმერია
ფაილი:Logo UD Almeria.svg.png
სრული სახელი Unión Deportiva Almería, S.A.D.
მეტსახელი წითელ-თეთრები(ესპ. Los Rojiblancos)
უდა (ესპ. UDA)
დაარსდა 1989; 35 წლის წინ (1989)
სტადიონი ხუეგოს მედიტერანეოსი
ალმერია, ანდალუსია
(ტევადობა: 22,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ალფონსო გარსია გაბარონი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ლუის მიგელ რამისი
კაპიტანი ესპანეთის დროშა კორონა
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2019-20 მე-4 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ალმერია“ (ესპ. Unión Deportiva Almería) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1989 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ალმერიაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ხუეგოს მედიტერანეოსზე, რომელიც 22 000 მაყურებელს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალმერიაში არსებობდა კლუბი, რომელიც 1979-81 წლებში ასპარეზობდა პრიმერა დივიზიონში. 1982 წელს კლუბი დაიშალა და სავარაუდოდ ეს კლუბი იყო ამჟამინდელი „ალმერიას“ წინამორბედი. 1989 წელს დაარსდა კლუბი „Almería Club de Fútbol“, ხოლო 2001 წელს მას „Unión Deportiva Almería“ დაერქვა. დონით მეორე დივიზიონში გატარებული 1 სეზონის შემდექ დაქვეითდა ჯერ დონით მესამე ჩემპიონატში, შემდეგ კი მეოთხეში.

სეგუნდა დივიზიონში გატარებული მრავალი სეზონის შემდეგ, „ალმერიამ“ 2006-07 წლების სეზონში შეძლო მე-2 ადგილის დაკავება და ისტორიაში პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში. 2007-08 წლების სეზონში მთავარი მწვრთნელი იყო უნაი ემერი, ხოლო თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო, რომელმაც სეზონი 13 გატანილი გოლით დაასრულა.

უნაი ემერის „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ მისი ადგილი გონსალო არკონადამ დაიკავა. ცუდი შედეგების გამო 2008 წლის 21 მაისს არკონადამ პოსტი დაატოვა. იგი მექსიკელმა უგო სანჩესმა ჩაანაცვლა, რომელსაც „ალმერიის“ შედეგები გააუმჯობესა და კლუბს ჩემპიონატის ცხრილის შუაში დაასრულებინა სეზონი.

2010-11 წლების სეზონში კლუბმა ისტორიაში პირველად შეძლო ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლა. თუმცა პრიმერა დივიზიონში 4 წლიანი ასპარეზობის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. 2010 წლის ნოემბერში, „ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ, ანგარიშით 0-8, ხუან მანუელ ლილიომ მწვრთნელის პოსტი დატოვა. 2011 წლის აპრილში იგივე ბედი ეწვია მის შემცვლელ ხოსე ლუის ოლსტრასაც.

სეგუნდა დივიზიონში გატარებული 2 წლის შემდეგ, 2013 წლის 22 ივნისს „ალმერია“ დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „ჟირონა“. მთავარი მწვრთნელობიდან ხავი გარსიას წასვლის შემდეგ, კლუბში მოვიდა „ალმერიის“ ყოფილი მოთამაშე და დუბლშემადგენლობის მწვრთნელი ფრანსისკო. 2013-14 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-16 ადგილი და გადაურჩა დაქვეითებას.

ფრანსისკომ მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა 2014 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც „ალმერიამ“ მოიპოვა მხოლოდ 2 ქულა 23 დან. ახალ მწვრთნელად ხუან იგნასიო მარტინესი დაინიშნა, რომელიც მხოლოდ აპრილამდე მუშაობდა კლუბში. მისი შემცვლელის, სერხი ბარხუანის თავკაცობით კლუბმა დაიკავა მე-19 ადგილი და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]