ალკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთილენის 3D მოდელი

ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს ორ ნახშირბადს შორის. ალკენების ზოგადი ფორმულაა CnH2n. ჰიბრიდიზაციის ტიპია sp². ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელია ეთილენი (C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის, ორმაგი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია. მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი, ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და ტრანს იზომერია. ალკენები შეიცავენ მარტივ C-C ბმებს და ერთ ორმაგ C=C ბმას. ორმაგი ბმიდან ერთი "სიგმა" ბმაა, ერთი კი "პი "ბმა. ნახშირბადის ატომებს შორის მანძილი არის 0,134 ნმ, სავალენტო კუთხე — 120°.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკენები უფერული ნივთიერებებია[1]. ჰომოლოგიური რიგის პირველი სამი წევრი აირია, C16H32–მდე სითხეები, უმაღლესი წევრები – მყარი ნივთიერებები. აირად და მყარ ალკენებს სუნი არ აქვთ, ხოლო თხევადს აქვს ნავთის სუნი. ალკენების დუღილის ტემპერატურა შესაბამისი ალკანების დუღილის ტემპერატურაზე მაღალია.

ალკენების მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ალკენების მიღების სხვადასხვა ხერხი, მაგალითად:

  • ალკანების დეჰიდრირება — დეჰიდრირება მიმდინარეობს 300℃-ზე კატალიზატორად გამოყენებულა ქრომის ოქსიდი:
  • სპირტების დეჰიდრატაია — სპირტების დეჰიდრატაციისას წყალწამრთმევ საშუალებად გამოიყენება ალუმინის ოქსიდი (). ალკენის მიღება ხდება სინჯარაში სპირტის და ოქსიდის გაცხელებით, მაგრამ აუცილებელია ალუმინის ოქსიდი არ ეხებოდეს სპირტს:
  • შიგამოლეკულური დეჰიდრატაციით ალკენის მიღება ასევე შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობიასას 170℃-ზე.
  • ჰალოგენნაწარმის დეჰიდროჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს ფხვიერი კალიუმის ტუტის თანაობისას
  • დიჰალოგენნაწარმების დეჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს თუთიის ფხვნილის მეშვეობით. აუცილებელია ჰალოგნის ატომები განთავსებულნი იყვნენ სხვადასხვა ნახშირბად ატომზე.

ნომენკლატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკენების კლასის პირველი ათი წარმომადგენელი:

ეთენი (ეთილენი) პროპენი ბუტენი პენტენი ჰექსენი ჰეპტენი ოქტენი ნონენი დეკენი
C2H4 C3H6 C4H8 C5H10 C6H12 C7H14 C8H16 C9H18 C10H20

ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკენებს ახასიათებთ მიერთების რეაქცია:

  • ჰიდრირება ანუ წყალბადის მიერთება:
CH2=CH2 + H2 → CH3–CH3
  • ჰიდრატაცია ანუ წყლის მიერთება:
CH2=CH2 + H2O → CH3–CH2OH
CH2=CH2 + Br2 → BrCH2–CH2Br
  • ჰიდროჰალოგენირება ჰალოგენწყალბადმჟავის მიერთება:
CH3–CH=CH2 + HI → CH3–CHICH2H

მარკოვნიკოვის წესის თანახმად ჰიდროჰალოგენირების დროს წყალბადი მიუერთდება ნახშირბადატომს, რომელიც უფრო მეტ წყალბადთან არის დაკავშირებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, თბ., 2006.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, გვ. 148