ალისე ბრაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისე ბრაგა

ალისე ბრაგა 2008 წელს
დაბადების სახელი ალისე ბრაგა მორაეში
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1983 (1983-04-15) (40 წლის)
სან-პაულუ, ბრაზილია
საქმიანობა მსახიობი
ფოტომოდელი
აქტიური 1998–დღემდე

ალისე ბრაგა მორაეში (პორტ. Alice Braga Moraes; დ. 15 აპრილი, 1983) — ბრაზილიელი მსახიობი და ფოტომოდელი. გამოჩნდა რამდენიმე ბრაზილიურ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია ფილმები „ღმერთის ქალაქი“ (2002) და „ქვემო ქალაქი“ (2006). მიღებული აქვს მონაწილეობა აგრეთვე ჰოლივუდის ფილმებში: „მე ვარ ლეგენდა“ (2007), „მფატრავები“ (2010), „მტაცებლები“ (2010) და „რიტუალი“ (2011).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისე ბრაგა მორაეში დაიბადა ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში. გაიზარდა კათოლიკურ ოჯახში.[1] დედამისი, ანა ბრაგა და დეიდა სონია ბრაგა აგრეთვე მსახიობები არიან და ალისე მათ ხშირად თან ახლდა გადასაღებ მოედანზე.[2] კარიერა დაიწყო სასკოლო და სარეკლამო გამოსვლებით. 8 წლის ასაკში პირველად გადაიღეს იოგურტის სარეკლამო რგოლში. სასაუბრო დონეზე ფლობს ესპანურ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებს. 1998 წელს შედგა ალისე ბრაგას დებიუტი მოკლემეტრაჟიან ფილმში „ტრამპოლინი“. კინემატოგრაფში პოპულარული გახდა 2002 წლის ფილმით „ღმერთის ქალაქი“, სადაც შესრულებული როლისთვის მიენიჭა ბრაზილიის კინემატოგრაფიის მთავარი ჯილდო.

2006 წელს ბრენდონ ფრეიზერთან, მოს დეფთან და კატალინა სანდინო მორენოსთან ერთად ითამაშა ფილმში „მოგზაურობა ღამის ბოლოში“, რომლის პრემიერა გაიმართა ტრიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2008 წელს გამოჩნდა დევიდ მამეტის ფილმში „წითელი ქამარი“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1998 ტრამპოლიმი Trampolim კლაუდია
2002 ღმერთის ქალაქი Cidade de Deus ანჟელიკა
2003 ქვემო ქალაქი Lower City კარინა
2003–2003 კარანდირუ, სხვა ისტორია Carandiru, Outras Histórias ვანია
2006 ღმერთმა იცის Only God Knows დოლორესი
2006 მოგზაურობა ღამის ბოლოში Journey to the End of the Night მონიკა
2006 ჩამონადენის სურნელი Drained ოფიციანტი
2007 ირმის ნახტომი A Via Láctea ჯულია
2007 რუმიკუბი Rummikub ფილა პაულისტა
2007 მე ლეგენდა ვარ I Am Legend ანა მონტესი
2008 წითელი ქამარი Redbelt სონდა ტერი
2008 სიბრმავე Blindness ქალი შავ სათვალეებში
2009 გადასასვლელი Crossing Over მირეია სანჩესი
2010 მფატრავები Repo Men ბეთი
2010 მტაცებლები Predators ისაბელი
2011 რიტუალი The Rite ანჟელინა
2012–2012 ბრაზილიელები As Brasileiras მირტესი
2012 გზაზე On the Road ტერი
2012 ღმერთის ქალაქი: 10 წლის შემდეგ City of God – 10 Years Later საკუთარი თავი
2013 ელისეს მინდვრები Elysium ფრეი სანტიაგო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alice Braga & Colin O'Donoghue Talk Devils, Exorcisms & Sir Anthony Hopkins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-09. ციტირების თარიღი: 2012-07-01.
  2. Friedman, Roger (May 5, 2003). „Jimmy Fallon: Exiting Saturday Night Live?“. Fox News.