ალვარო ობრეგონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალვარო ობრეგონი
ალვარო ობრეგონი
მექსიკის 39-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 1920 – 30 ნოემბერი, 1924
წინამორბედიალფონსო დე ლა უერტა
მემკვიდრეპლუტარკო ელიას კალესი

დაბადებული19 თებერვალი, 1880
ნავოხოა, სონორის შტატი, მექსიკა
გარდაცვლილი17 ივლისი, 1928 (48 წლის)
მეხიკო, მექსიკა
ეროვნებამექსიკელი
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია
მეუღლემარია ტაპია

ალვარო ობრეგონ სალიდო (ესპ. Álvaro Obregón; დ. 19 თებერვალი, 1880 — გ. 17 ივლისი, 1928) — გენერალი მექსიკის რევოლუციის დროს და მექსიკის პრეზიდენტი 1920-1924 წლებში. ის მხარს უჭერდა სონორას გადაწყვეტილებას მხარში დასგომოდნენ კოაუილას გუბერნატორს, ვენუსტიანო კარანსას უერტას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კარანსამ ობრეგონი რევოლუციორი ჯარების მეთაურად აირჩია ჩრდილო-დასავლეთ მექსიკაში, 1915 წელს კი ომის მინისტრად დანიშნა. 1920 წელს ობრეგონი კარანსას აუჯანყდა და ეს უკანასკნელი ამ დაპირისპირებას ემსხვერპლა. შემდომ არჩევნებში ობრეგონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ობრეგონის პრეზიდენტობა პირველი სტაბილური ხელისუფლება იყო 1910 წლის რევოლუციის დაწყების შემდეგ. მან გაატარა მრავალი საგანმანათლებლო, ნორმალიზებული მიწის საკუთრებისა და შრომის რეფორმები, რომლებიც დაფინანსებული იყო მექსიკელი მუშათა ძლიერი რეგიონალური კონფედერაციის მიერ. 1923 წლის აგვისტოში მან ხელი მოაწერა ბუკარელის ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა მექსიკისა და აშშ-ს მთავრობების ინტერესებს ნავთობთან დაკავშირებით და აშშ-ს დიპლომატიურ აღიარებას მისი მთავრობისა.[1] 1923-1924 წლებში ობრეგონის ფინანსთა მინისტრმა, ადოლფო დე ლა უერტამ წამოიწყო აჯანყება ბუკარელის ხელშეკრულების გაპროტესტების მიზნით. ობრეგონი დაუბრუნდა ბრძოლის ველს, რათა ჩაეხშო ამბოხი. მის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს შეერთებული შტატების არმიამ და ჩვიდმეტმა ამერიკულმა თვითმფრინავმა, რომლებმაც დაბომბეს დე ლა უერტას მხარდამჭერები.[2]

1924 წელს ობრეგონის თანამოაზრე და ჩრდილოეთ რევოლუციური ჯარის გენერალი, პლუტარკო ელიას კალესი პრეზიდენტად აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ობრეგონი მხარს უჭერდა სონორას. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ 1928 წლის არჩევნებში ობრეგონი კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა, მთავრობის მიერ ანტი-რელიგურის რეფორმების გატარების გამო, ხოსე დე ლეონ ტორალმა ის მანამდე მოკლა, სანამ თამადებობას კვლავ დაიკავებდა. ობრეგონის მკვლელი სიკვდილით დასაჯეს. პრეზიდენტის სიკვდილში დადანაშაულებული იყო მექსიკელი მონაზონი, მადრე კონჩიტა, რომელიც ვარაუდის თანახმად ობრეგონის მკვლელობას ხელმძღვანელობდა. [3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cline, Howard F. The United States and Mexico. Cambridge: Harvard University Press 1961, p. 208.
  2. Cline, U.S. and Mexico, p. 208.
  3. Heilman, Jaymie. "The Demon Inside: Madre Conchita, Gender, and the Assassination of Obregon". Mexican Studies/Estudios Mexicanos, 18.1 (2002): 23–60.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]