ალექსეევკა (ბელგოროდის ოლქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსეევკა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ალექსეევკა
რუს. Алексеевка
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბელგოროდის ოლქი
რაიონი ალექსეევკა
კოორდინატები 50°38′00″ ჩ. გ. 38°41′00″ ა. გ. / 50.63333° ჩ. გ. 38.68333° ა. გ. / 50.63333; 38.68333
დაარსდა 1685
პირველი ხსენება 1685
ამჟამინდელი სტატუსი 1954
ფართობი 34 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120
კლიმატის ტიპი ზომიერი
ოფიციალური ენა რუსული
მოსახლეობა 38 447[1] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 1130,79 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები, უკრაინელები და სხვ.
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 47234
საფოსტო ინდექსი 309850
ალექსეევკა (ბელგოროდის ოლქი) — რუსეთი
ალექსეევკა (ბელგოროდის ოლქი)
ალექსეევკა (ბელგოროდის ოლქი) — ბელგოროდის ოლქი
ალექსეევკა (ბელგოროდის ოლქი)

ალექსეევკა[2] (რუს. Алексеевка) — ქალაქი რუსეთში, ბელგოროდის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, ალექსეევკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 38 447 მცხოვრები (2017).[1] მდებარეობს შუა რუსეთის მაღლობის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტიხაია-სოსნაზე (დონის შენაკადი). რკინიგზის სადგური. საავტომობილო გზა ნოვი-ოსკოლი—როსოში. აეროპორტი. წარმოიშვა 1685 წელს, როგორც დაბა და სახელი ეწოდა პირველი მფლობელის — ალექსი ჩერკასკის მიხედვით. ცნობილია ზეთსახდელი წარმოებით (1829 წელს მზესუმზირის მარცვლებისაგან მიიღეს ზეთი; 1833 წელს გაიხსნა რუსეთში პირველი ზეთსადღვებელი ქარხანა). ქალაქში მდებარეობს ბელგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, ალექსეევკის ქიმიური მანქანათმშენებლობის ქარხანა, სამშენებლო მასალების მრეწველობის („მონოლითი“, ალექსეევკის სამშენებლო მასალების კომბინატი), ელექტრონული („დევიზ“), ხის გადასამუშავებელი და კვების (რძე-კონსერვების, ხორცფრინველკომბინატი, ზეთის, შაქრის[3] ქარხნები და სხვ.) მრეწველობის საწარმოები. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი,[3] რომელიც ჯერ 1992 წელს გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯად, ხოლო 2007 წელს — ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კოლეჯად.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2017 года (31 июля 2017). Дата обращения 31 июля 2017. Архивировано 31 июля 2017 года.
  2. ელერდაშვილი ა., ალექსეევკა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. 3.0 3.1 Алексеевка // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.
  4. ОГБОУ СПО «Алексеевский колледж экономики и информационных технологий»: История колледжа