ალექსანდრე შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრე შერვაშიძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.
ალექსანდრე შარვაშიძე
დაიბადა 24 დეკემბერი, 1867(1867-12-24)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ფეოდოსია
გარდაიცვალა 17 აგვისტო, 1968(1968-08-17)[4] [3] (100 წლის)
გარდაცვალების ადგილი მონაკო
სფერო გრაფიკა, ფერწერა, სცენოგრაფია
ჟანრი გრაფიკა, ფერწერა და სცენოგრაფია

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძე (შერვაშიძე-ჩაჩბა; დ. 12 (24) დეკემბერი1867, ფეოდოსია — გ. 17 აგვისტო, 1968, მონტე-კარლო, 1985 წელს ნეშტი გადმოასვენეს სოხუმში) — აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ძმისშვილი. პირველი ქართველი მხატვარი აფხაზეთიდან. გრაფიკოსი, ფერმწერი, სცენოგრაფი და ხელოვნების კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს დაამთავრა მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლესი სასწავლებელი. 1895–1899 წლებში მეცადინეობდა პარიზში. 1906–1917 წლებში მოღვაწეობდა პეტერბურგში. 1918–1920 წლებში შარვაშიძის თაოსნობით სოხუმში დაარსდა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1921 წლიდან ცხოვრობდა პარიზსში, იყო ს. დიაგილევის საბალეტო დასის მხატვარი. 1922–1946 წლებში უცხოეთში გააფორმა სპექტაკლები: ჯ. ბალანჩინის „ნეპტუნის ტრიუმფი“ (ლონდონი), ლ. ბეთჰოვენის „პრომეთე“ (პარიზი), ა. ჩერეპნინის „შოთა რუსთაველი“ (მონტე-კარლო). შარვაშიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფერწერულობა, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა.

1958 წელს ნამუშევრების ძირითადი ნაწილი მხატვარმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და სოხუმის სურათების გალერეას. მისი ნამუშევრებია: „ქალის პორტრეტი“, „მამაკაცის პორტრეტი“, „სოხუმის ხედი“, „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“. 1985 წელს თბილისში მოეწყო შარვაშიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. აფხაზეთის ომის შემდეგ სოხუმის გალერეა საოკუპაციო რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოექცა. 2023 წლის 21 იანვარს სოხუმის გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სხვა სურათებთან ერთად განადგურდა ალექსანდრე შარვაშიძის ყველა (300-ზე მეტი) ნამუშევარი.[5]

გალერეა (გრაფიკები, ფერწერები, ჩანახატები...)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Kuznetsov S. Shervashidze, Aleksandr (Konstantinovich), Prince Chachba // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T078207
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. „სოხუმში დაიწვა, თბილისში დარჩა - რა ვიცით ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატებზე?“. რადიო თავისუფლება. 22 იანვარი, 2024. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)