ალექსანდრე ლებედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ლებედი

ალექსანდრე ლებედი (რუს. Алекса́ндр Ива́нович Ле́бедь; დ. 20 აპრილი, 1950, ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ — გ. 28 აპრილი, 2002, კრასნოიარსკის მხარე, რუსეთის ფედერაცია) — რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი 1998-2002 წლებში, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი 1996 წელს.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგვისტოს პუტჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 19 აგვისტოს, შეასრულა ГКЧП-ს და პაველ გრაჩოვის ბრძანება და ტულის საჰაერო დესანტის ბატალიონის მეთაურის რანგში ალყაში მოაქცია რსფსრ-ს უზენაესი საბჭოს შენობა, თეთრი სახლი, მაგრამ უკვე მეორე დღეს გადავიდა ბორის ელცინის მხარდამჭერთა რიგებში და შემოაბრუნა ტანკები უკვე ГКЧП-ს წინააღმდეგ და უზენაესი საბჭოს დასაცავად.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წლიდან 1991 წლამდე იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

პოლიტიკით დაინტერესდა მიხეილ გორბაჩოვის მიერ ინიცირებული „პერესტროიკის“ ბოლოს: 1990 წელს იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXVIII ყრილობის დელეგატად და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი ყრილობის დეპუტატად; ამ ყრილობაზე ლებედი აირჩიეს რსფსრ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად.

1995 წლის აპრილში შეურთდა რუს თემთა კონგრესს, რომელსაც სათავეში ედგნენ იური სკოკოვი და დიმიტრი როგოზინი; აირჩიეს რუს თემთა კონგრესის ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

1995 წლის ოქტომბერში სათავეში ჩაუდგა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობას „ღირსება და სამშობლოს“ (გამომდინარე იქიდან, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი ლოზუნგი იყო „ღირსება და სამშობლო! სიმართლე და წესრიგი!“). იმავე წლის დეკემბერში კონრესის საარჩევნო სიაში სახელმწიფო დუმას არჩევნებში დაიკავა მეორე ადგილი (პირველ სამეული იყო სკოკოვი/ლებედი/გლაზევი) და პარალელურად კენჭი იყარა ტულას ერთმანდატიან ოლქში.

1995 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას მეორე მოწვევის დეპუტატად ტულას ერთმანდატიანი ოლქიდან. იყო დეპუტატთა ჯგუფის, „ხალხის მმართველობის“ წევრი და სახელმწიფო დუმას თავდაცვის კომიტეტის წევრი.

1996 წლის 11 იანვარს რუს თემთა კონგრესის ყრილობაზე დელეგატთა ჯგუფის ინიციატივით წამოაყენეს მისი კანდიდატურა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველ ტურში, 1996 წლის 16 ივნისს, როგორც დამოუკიდებელმაკანდიდატმა, მიიღო ხმათა 14,7% და მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბორის ელცინს (გამომდინარე იქიდან, რომ 18 ივნისს დაიკავა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი „განსაკუთრებული უფლებამოსილებებით“ და გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი რეკომენდაციით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პოსტზე პაველ გრაჩოვის მაგივრად დანიშნეს გენერალი როდიონოვი.[1][2]

... მე ვკითხე... გრიგორი ივლინსკის იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ელცინის მეორე ვადაზე არჩევაზე. „მთავრობა, რომელიც ელცინმა ჩამოაყალიბა არჩევნების შემდეგ იყო არა კომუნისტური, არა რესპუბლიკური, არა კონსერვატიული, არა ლეიბორისტული, არა წითელი, არა თეთრი, არა მწვანე, — აღნიშნა ივლინსკიმ. — ის იყო ანგარებიანი. ამაში იყო ძირითადი თვისება. გამოვიდა სისტემა კორპორაციული, ოლიგარქიული, დაფუძნებული მონოპოლიზირებულ საკუთრებაზე და ნახევრად კრიმინალურ ურთიერთობებზე.

ამ კლანში აღმოჩნდა ერთი უცხო. ალექსანდრე ლებედი. [3]

1996 წლის 15 ივლისიდან 3 ოქტომბრამდე იყო უმაღლეს სამხედრო თანამდებობათა, უმაღლეს სამხედრო და სპეციალურ წოდებათა საკადრო პოლიტიკოს საბჭოს თავმჯდომარე; რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. 1996 წლის 31 აგვისტოში, დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ასლან მასხადოვთან ერთად მოაწერა ხელი ხასავიურტის შეთანხმებებს. ლებედის გადადგომის შემდეგ რუსული მხარე ამ შეთანხმებებს არც კი ახსენებდა.

კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის 17 მაისს ალექსანდრე ლებედი აირჩიეს კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორად არჩევნების მეორე ტურში, ხმების 59 პროცენტით. გუბერნატორის არჩევნები ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ჩაითვალა, რადგანაც პირველ ტურში დაფიქსირდა 91 დარღვევა, მეორე ტურში 150-ზე მეტი და აღიძღა ორი სისხლის სამართლის საქმე. არჩევნების დროს, ლებედს ეხმარებოდა მისი ოპონენტების შეცდომები; ამასთან ერთად, მისი გუნდი, მთლიანობაში, მუშაობდა უფრო დალაგებულად, მაგრამ მაინც უშვებდა შეცდომებს.[4]

თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 1998 წლის 5 მაისს.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიღუპა 2002 წლის აპრილს, ვერტმფრენ Ми-8-ის კატასტროფაში, ტბა ოისკოეს რაიონში, კრასნოარსკის მხარეში. ვერტმფრენით იგი მიფრინავდა ახალი სათხილამურო ტრასის გახსნაზე.[5][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Игорь Родионов: «При Ельцине страной управляли из Америки»
  2. который был отстранён от управления вооружёнными силами в соответствии с той же предвыборной договорённостью
  3. Павел Хлебников. Крёстный отец Кремля Борис Березовский, или история разграбления России. — 2 изд.. — М: Детектив-пресс, 2004. — 480 с. — 10 000 экз. — ISBN 5-89935-065-2. გვ. 308
  4. Николай Петров. Александр Лебедь в Красноярском крае. — Московский Центр Карнеги, 1999. — 207 с. — (Регионы, лидеры, партии - к парламентским и президентским выборам. Выпуск 1). — 1000 экз. — ISBN 0-87003-166-X.
  5. Александр Лебедь погиб в авиакатастрофе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-08. ციტირების თარიღი: 2015-08-09.
  6. Что сгубило Александра Лебедя: туман, самонадеянность или козни «серого полковника»