ალექსანდრ კარლი (ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრ კარლ ანჰალტ-ბერნბურგელი
Alexander Carl von Anhalt-Bernburg
ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1834
მმართ. დასასრული: 1863
წინამორბედი: ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიან ანჰალტ-ბერნბურგელი
მემკვიდრე: ლეოპოლდ IV ანჰალტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2.3.1805
დაბ. ადგილი: ბალენშტადტი
გარდ. თარიღი: 19.8.1863
გარდ. ადგილი: ჰოიმი
მეუღლე: ფრიდერიკა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი
შვილები: არ ჰყოლია
დინასტია: ასკანიები
მამა: ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიან ანჰალტ-ბერნბურგელი
დედა: მარია ფრიდერიკა ჰესენ-კასელი

ალექსანდრ კარლ ანჰალტ-ბერნბურგელი (გერმ. Alexander Carl von Anhalt-Bernburg; 2 მარტი, 1805, ბალენშტადტი — 19 აგვისტო, 1863, ჰოიმი) — ანჰალტ-ბერნბურგის უკანასკნელი ჰერცოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრ კარლი ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიანისა და პრინცესა მარია ფრედერიკა ჰესელ-კასელის შვილი იყო. 1834 წლის 24 მარტს მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ანჰალტ-ბერნბურგი. ალექსანდრ კარლის დროს ბერნბურგში გაყვანილ იქნა რკინიგზა. განვითარებადი სულიერი დაავადების გამო ჰერცოგი ჰოიმის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. საკუთარ კამერჰერთან, მხატვარ ვილჰელმ ფონ კიუგელგენთან ერთად.

ალექსანდრ კარლის მეუღლე, ფრედერიკა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი დაინიშნა მის თანამმართველად.

როცა ალექსანდრ კარლი გარდაიცვალა, მას არ დარჩა მემკვიდრე, რის გამოც ანჰალტ-ბერნბურგელების ხაზი გაქრა და საჰერცოგო შეუერთდა ანჰალტს დედაქალაქით დესაუში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ганкевич В. Ю. Российские кавалеры ангальтского ордена Альбрехта Медведя // Вісник Чернігівського національного педагогічного університету [Текст]. Вип. 87. — № 8. — Чернігів: ЧДПДУ, 2011. — С. 70 — 71. http://www.nbuv.gov.ua/portal/Soc_Gum/Vchdpu/ist/2011_87/Gank.pdf
  • Johannes Werner und Paul Siegwart von Kügelgen (Hrsg.): Wilhelm von Kügelgen — Lebenserinnerungen des Alten Mannes, 1840—1867, Verlag K. F. Koehler, Leipzig 1923
  • Alexander Boroffka: Die Geisteskrankheit des Herzogs Alexander Carl von Anhalt-Bernburg (1805—1863). Eine Psychopathographie, Bernburg 1995.(Hrsg.: Verein der Freunde und Förderer der Kulturstiftung Bernburg e.V.)