ალერგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭინჭრის ციება ხშირი ალერგიული სიმპტომია.

ალერგია (ბერძ. αλλεργία — რეაქცია უცხოზე) — განსაზღვრული ფაქტორების მიმართ ორგანიზმის ზემგრძნობელობა, იმუნური სისტემის რეაქცია უცხო ნივთიერებებზე.
ალერგიული დაავადებები ორ ძირითადად ჯგუფად იყოფა:

  • სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები. მაგ. ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი და სხვა;
  • კანის ალერგიული დაავადებები, მაგალითად სხვადასხვა ფორმის ალერგიული დერმატიტები და ურტიკარია (ჭინჭრის ციება).


როგორ ვლინდება ალერგია
იმის მიხედვით, თუ რომელ სისტემას, ორგანოსა თუ ქსოვილში განვითარდა ასეთი პროცესი, შეიძლება გამოვლინდეს:

  • სისტემური რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის კლინიკური გამოხატულებაა არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ეს მდგომარეობა ძალზე საშიშია და დროული ჩარევის გარეშე ფატალური შედეგის დადგომის რისკიც მაღალია.
  • ადგილობრივი რეაქციები, რომელიმე ორგანოსა და ქსოვილის დაზიანებით. შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის ან თვალების ლორწოვანი გარსის ანთებით – ალერგიული რინიტით და კონიუნქტივიტით.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.