ალენ გინზბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალენ გინზბერგი
ინგლ. Allen Ginsberg[1]
დაბადების თარიღი 3 ივნისი, 1926(1926-06-03)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [1] [13]
დაბადების ადგილი ნიუარკი[1] [14] [15]
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი, 1997(1997-04-05)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [16] [11] [12] [1] [17] [13] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი East Village, მანჰეტენი, აშშ[14] [1] [15]
დასაფლავებულია BNai Israel Cemetery[15]
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი[12] , მწერალი[18] , ავტობიოგრაფი, სცენარისტი[19] [20] , მუსიკოსი[21] [22] , მასწავლებელი[23] [24] [25] , ფოტოგრაფი[26] [27] და დღიურის ავტორი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი მონტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და Eastside High School
ჟანრი მხატვრული დეკლამაცია[28]
Magnum opus Howl
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[29] , წიგნების ეროვნული პრემია, ომის მოწინაააღმდეგეთა ლიგის მშვიდობის პრემია, National Book Award for Poetry, რობერტ ფროსტის მედალი და Golden Wreath
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი პიტერ ორლოვსკი
ხელმოწერა [30]
საიტი allenginsberg.org[31]

ირვინ ალენ გინზბერგი (ინგლ. Irwin Allen Ginsberg; დ. 3 ივნისი, 1926, ნიუარკი, ნიუ-ჯერსი ― გ. 5 აპრილი, 1997) — ამერიკელი პოეტი, ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი. გინზბერგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებით „ყმუილი“ (1956). ამ უკანასკნელში წარმოდგენილია ავტორის ხედვა იმდროინდელ ამერიკაში გამეფებული მატერიალიზმისა და კონფორმიზმის დესტრუქციული ძალების შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გინზბერგმა ბავშვობა ნიუ ჯერსიში, ნიუ არკში გაატარა. მამა, ლუი გინზბერგი პოეტი იყო. დედა, ნაომი ლევი გინზბერგი, რომელიც ეპილეფსიითა და პარანოიით იყო დაავადებული, აშშ-ის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და ხშირად დაჰყავდა ალენი და მისი ძმა პარტიის კრებებზე.

გინზბერგმა ადრეულ ასაკში დაიწყო ნიუ-იორკ ტაიმზში წერილების წერა ისეთ თემებზე, როგორიცაა მშრომელთა უფლებები და მეორე მსოფლიო ომი. სკოლის პერიოდში ალენი ხშირად დაჰყვებოდა დედას ფსიქიატრთან სეანსებზე. ამან დიდი გავლენა მოახდინა მასზე და აღწერა კიდეც ეს პერიოდი თავის გრძელ ავტობიოგრაფიულ პოემაში „კადიში ნაომი გინზბერგისთვის“.

1943 წელს გინზბერგმა უმაღლესი სკოლის დიპლომი აიღო და ცოტა ხანი მონკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში შევიდა. აქ იგი თანამშრომობდა ლიტერატურულ ჟურნალთან „Columbia Review“ და იუმორისტულ ჟურნალთან „Jester“. იყო ასევე „Philolexian Society“-ს დებატ-კლუბის პრეზიდენტი.

ნიუ-იორკელი ბიტნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას გინზბერგი ხვდება ლუსიენ კარს, რომელიც მას გააცნობს მომავალი ბიტნიკ მწერლებს, მათ შორის ჯეკ კერუაკს, უილიამ ბეროუზსა და ჯონ კლელოლ ჰოლმსს. მათ შორის საინტერესო საუბრები იმართებოდა ამერიკისა და ზოგადად ლიტერატურის „ახალი ხედვის“ შესახებ. კარმა გააცნო გინზბერგს ნილ კესიდიც, რომელიც განსაკუთრებით შეუყვარდა. მოგვიანებით კერუაკმა აღწერა გინზბერგისა და კესიდის შეხვედრა თავის ნოველაში „გზაზე“. კერუაკი ხედავდა მათ, როგორც „ახალი ხედვის“ ბნელ (გინზბერგი) და ნათელ (კესიდი) მხარეებს.

1948 წელს ჰარლემში გინზბერგს სმენითი ჰალუციანცია დაემართა. იგი ამტკიცებდა, რომ იმ მომენტში, როცა კითხულობდა უილიამ ბლეიკის ლექსებს, გაიგონა თავად ბლეიკის ხმა. გინზბერგმა ამ მოვლენას უწოდა ძირითადი გამოცხადება. სწორედ ეს განსაზღვრავს სამყაროს გინზბერგისეულ გაგებას. მას სჯეროდა, რომ ამით სამყაროში არსებული ურთიერთკავშირის მოწმე გახდა.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ყმუილი“ (1956)
  • „კედიში“ (1961)
  • „რეალური სენდვიჩები“ (1963)
  • „The Yage Letters“ (1963)
  • „პლანეტის ახალი ამბები“ (1968)
  • „პირველი ცისფერები: Rags, ბალადები და ჰარმონიული სიმღერები“: 1971-1974 (1975),
  • „სიბრაზის კარიბჭე: რითმული პოემები“: 1948–1951 (1972)
  • „ამერიკის დაცემა“ (1973)
  • „რკინის ცხენი“ (1972)
  • „გონიერი არსებობები“ (1978)
  • „პლუტონისეული ოდა: ლექსები“ 1977–1980 (1982)
  • „რჩეული ლექსები“: 1947-1980 (1984)
  • „თეთრი შენიღბული ლექსები“: 1980–1985 (1986)
  • „კოსმოპოლიტური მისალოცი ლექსები“: 1986-1993 (1994)
  • „ჰოული ანოტაციით“ (1995)
  • „გაბრწყინებული ლექსები“ (1996)
  • „რჩეული ლექსები“: 1947-1995 (1996)
  • „გარდაცვალება და სახელი: ლექსები“ 1993-1997 (1999)
  • „გათავისუფლებული პროზა“: 1952-1995 (2000)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Library of Congress Library of Congress Name Authority File
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 RKDartists
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Luminous-Lint — 2005.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. 14.0 14.1 The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  15. 15.0 15.1 15.2 Find a Grave — 1996.
  16. Babelio — 2007.
  17. Hampton W. Allen Ginsberg, Master Poet of Beat Generation, Dies at 70 / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1997. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  18. http://www.nytimes.com/movie/review?res=9906E5D61E38F936A1575BC0A96F958260
  19. http://www.discogs.com/Fugs-Tenderness-Junction/release/1616883
  20. http://www.discogs.com/Cornershop-When-I-Was-Born-For-The-7th-Time/release/1261648
  21. http://www.allaboutjazz.com/ginsbergs-america-and-jazz-by-aaj-staff.php
  22. Allmusic — 1991.
  23. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/07407709908571306
  24. http://www.huffingtonpost.com/joe-woodward/hagiography-writing-the-l_b_802072.html
  25. http://www.huffingtonpost.com/michele-somerville/post_863_b_719676.html
  26. http://www.sfgate.com/books/article/Allen-Ginsberg-photos-in-S-F-exhibit-4540069.php
  27. http://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=4057152
  28. http://www.musicstack.com/genre/spoken-word
  29. Guggenheim Fellows database
  30. Flickr — 2004.
  31. COURAGE Registry