ალეისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ალეისკი
რუს. Алейск
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ალთაის მხარე
საქალაქო ოკრუგი ქალაქი ალეისკი
კოორდინატები 52°30′00″ ჩ. გ. 82°47′00″ ა. გ. / 52.50000° ჩ. გ. 82.78333° ა. გ. / 52.50000; 82.78333
დაარსდა 1913
ამჟამინდელი სტატუსი 1939
ფართობი 43,87 კმ²
ცენტრის სიმაღლე 170
კლიმატის ტიპი ზომიერი კონტინენტური
ოფიციალური ენა რუსული
მოსახლეობა 28 972[1] კაცი (2018)
სიმჭიდროვე 660,41 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები და სხვ.
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +7 38553
საფოსტო ინდექსი 658130 — 658149
ოფიციალური საიტი http://aleysk22.ru/
ალეისკი — რუსეთი
ალეისკი
ალეისკი — ალთაის მხარე
ალეისკი

ალეისკი[2] (რუს. Алейск) — ქალაქი რუსეთში, ალთაის მხარის ცენტრალურ ნაწილში, ალეისკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 28 972 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს ობისპირეთის პლატოს აღოსავლეთ განაპირა მხარეს, მდინარე ალეიზე (ობის შენაკადი). მსხვილი სარკინიგზო კვანძი (სადგური ალეისკაია). დაარსდა 1913 წელს, როგორც დაბა მშენებარე თურქესტან-ციმბირის რკინიგზაზე არსებულ სადგურთან. 1926 წლიდან ქალაქის ტიპის დაბაა, 1939 წლიდან — ქალაქი. ალეისკში არის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. გადამამუშავებელი მრეწველობის ცენტრია (საფქვავ-ბურღულეულის, კარაქ-ყველსაკეთებელი, რძის, შაქრის მრეწველობა). მოქმედებს ავტოსარემონტო ქარხანა, სამკერვალო ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა ლითონგადასამუშავებელი ქარხანაც.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.
  2. ელერდაშვილი ა., ალეისკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. Алейск // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.