აიზპუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აიზპუტე
Aizpute

წმ. იოანეს ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
დაქვემდებარება სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი კურზემე
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე აიზპუტეს მხარე
კოორდინატები 56°43′16″ ჩ. გ. 21°36′06″ ა. გ. / 56.72111° ჩ. გ. 21.60167° ა. გ. / 56.72111; 21.60167
დაარსდა 1248
ადრეული სახელები ჰაზენპოთი
ამჟამინდელი სტატუსი 1378
ფართობი 6,9 კმ²
მოსახლეობა 5 068[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 734,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 634
საფოსტო ინდექსი LV-3456
ოფიციალური საიტი http://www.aizpute.lv
აიზპუტე — ლატვია
აიზპუტე

აიზპუტე (ლატვ. Aizpute, გერმ. Hasenpoth) — ქალაქი ლატვიაში. აიზპუტეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლიეპაიიდან ჩრდილო-დასავლეთით 48 კმ-ში, მდინარე ტებრაზე. მოსახლეობა 5 068 ადამიანი (2011).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელი ჯვაროსნების ციხესიმაგრე ჰაზენპოთი დაარსდა 1248 წელს. 1378 წლიდან ქალაქია და წარმოადგენს კურლანდიის საჰერცოგოს პელტენის ოლქის ცენტრს. 1795 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია, როგორც კურლანდიის გუბერნიის სამაზრო ქალაქი ჰაზენპოთი. 1917 წელს ქალაქმა ოფიციალურად მიიღო თანამედროვე სახელწოდება. 1918-1940 წლებში ლატვიის რესპუბლიკის, ხოლო 1940-1991 წწ. ლატვიის სსრ-ს შემადგენლობაშია.

აიზპუტეში ებრაელები დასახლდნენ XVI საუკუნეში, 1708 წელს ააშენს სინაგოგა, XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ჩამოყალიბდა ებრაული თემი, რომელსაც ჰყავდა საკუთარი რაბინი და გააჩნდა რელიგიური სასამართლო. XIX საუკუნის დასაწყისამდე ებრაელები შეადგნედნენ ქალაქის მოსახლეობის ნახევარს[2]. 1800 წ. — 678 (46 %), 1863 წ. — 1622 (52 %), 1897 წ. — 1170 (35 %), 1920 წ. — 586 (22 %), 1935 — 534 ებრაელი (16,5%). ებრაული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (386 ადამიანი) განადგურდა ვერმახტის ნაწილების მიერ 1941 წელს.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰაზენპოთის ციხესიმაგრე
  • წმინდა იოანეს ეკლესია (1253 წ.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]