აზნაკაევო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აზნაკაევო
რუს. Азнакаево
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი თათრეთი
რაიონი აზნაკაევო
კოორდინატები 54°51′00″ ჩ. გ. 53°04′00″ ა. გ. / 54.85000° ჩ. გ. 53.06667° ა. გ. / 54.85000; 53.06667
დაარსდა 1762
ამჟამინდელი სტატუსი 1987
ფართობი 15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180 მეტრი
ოფიციალური ენა თათრული და რუსული
მოსახლეობა 34 587[1] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 2305,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა თათრები (90,5 %), რუსები (7,7 %) — 2010
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 85592
საფოსტო ინდექსი 423330…423333,423303
ოფიციალური საიტი http://aznakayevo.tatar.ru/
აზნაკაევო — რუსეთი
აზნაკაევო

აზნაკაევო[2] (რუს. Азнакаево, თათრ. Азнака́й) — ქალაქი რუსეთში, თათრეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აზნაკაევოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 34 587 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს კამისპირეთში, მდინარე სტიარლეზე, რკინიგზის სადგურ იუტაზიდან (ულიანოვსკ—უფის ხაზზე)[3] 34 კმ-ში. დაარსდა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, 1956 წლიდან საქალაქო ტიპის დაბაა, 1987 წლიდან — ქალაქი. აზნაკაევოში მდებარეობს ისტორია-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სამხრეთ-აღმოსავლეთ თათრეთის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრია. განვითარებულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება და დამუშავება („აზნაკაევნეფტი“), ნავთობ-გაზის სამრეწველო მოწყობილობათა („ნეფტემაში“), სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ენერგეტიკის წარმოება, კვების მრეწველობა და სხვ. საბჭოთა პერიოდში აზნაკაევოში მოქმედებდა რძის პროდუქტების კომბინატი და ლენინგრადის ნავთობის ტექნიკუმის საღამოს განყოფილება.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Численность населения муниципальных образований Республики Татарстан на начало 2019 года. Дата обращения 8 апреля 2019.
  2. ელერდაშვილი ა., აზნაკაევო // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  3. 3.0 3.1 Азнакаево // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.