აზიმ აზიმზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიმ აზიმზადე

აზიმ ასლან-ოღლუ აზიმზადე (დ. 7 მაისი [ ძვ. სტ. 25 აპრილი], 1880, სოფ. ნოვხანი, ბაქოს მახლობლად — გ. 15 ივნისი, 1943, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი გრაფიკოსი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი (1927). აზერბაიჯანული სატირული გრაფიკის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური განათლება არ მიუღია. მისი კარიკატურები და სატირული ნახატები სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე 1906 ქლიდან ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალში 1929–1936 წლებში იყო აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი. აზიმზადეს მთავარი ნამუშევრებია: „ძველი ბაქოს ტიპები“ (1937), „ღარიბების რამაზანი“, „მდიდრების რამაზანი“ (1938, ყველა — აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი, ბაქო) და სხვა ნამუშევრები. ომის წლებში აზიმზადემ შექმნა მრავალი ანტიფაშისტური კარიკატურა. მუშაობდა თეატრის მხატვრად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Наджафов М., Азим Азимзаде, Баку, 1965;