აზიზა მუსტაფაზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიზა მუსტაფაზადე

აზიზა 2007 წელს, ბაქოს ჯაზის ფესტივალზე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Əzizə Mustafazadə
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი, 1969 (1969-12-19) (54 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ჯაზ-ფიუჟენი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო, მუღამი
აქტიური 1988-დან დღემდე
საიტი www.azizamustafazadeh.de
აზიზა მუსტაფაზადე ვიკისაწყობში

აზიზა მუსტაფაზადე (აზერ. Əzizə Mustafazadə; დ. 19 დეკემბერი 1969, ბაქო, აზერბაიჯანი), ასევე ცნობილია, როგორც „ჯაზის პრინცესა“ ან „ჯაზიზა“ — აზერბაიჯანელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ასრულებს ჯაზ-ფიუჟენს და მუღამს (აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორის ტრადიციული ჟანრი), კლასიკის და ავანგარდულის გავლენით. დამკვირველები აცხადებენ, რომ მისი სტილი ასევე აჩვენებს კით ჯარეტის გავლენას.[1] იგი ამჟამად ცხოვრობს მაინცში, გერმანიაში, დედასთან, ელიზა მუსტაფაზედესთან ერთად, რომელიც ასევე მისი მენეჯერია. როგორც აზიზა ამბობს, მისი ორი საყვარელი დასვენების აქტივობაა ფერწერა და ძილი. აზიზა ვეგეტარიანელია. მას სჯერა ღმერთის, თუმცა, თავისთავს არ მიიჩნევს რომელიმე რელიგიის მიმდევრად.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიზა დაიბადა 1969 წლის 19 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მუსიკოსების ვაგიფ და ელზა მუსტაფაზადეს (დაბადებული ბანძელაძე[3]) ოჯახში. ვაგიფი პიანისტი და კომპოზიტორია, რომელიც მუღამ-ჯაზ-ფიუჟენს ქმნის, რომელსაც მისი ქალიშვილი ახლა ასრულებს. ელზა კლასიკური მუსიკის მომღერალია საქართველოდან.[4] აზიზას მშობლებმა მათი ქალიშვილის მუსიკისადმი მგრძობიარობა პირველად შენიშნის, როდესაც იგი რვა თვის იყო.

აზიზა ყველა ფორმის ხელოვნებით დაინტერესებულია, განსაკუთრებით ცეკვით, მხატვრობა და სიმღერით. სამი წლის ასაკში, აზიზამ მამასთან ერთად პირველად გამოვიდა სცენაზე თავისი ვოკალის გასაუმჯობესებლად, ასე შედგა მისი დებიუტი. ადრეულ ასაკში დაიწყო სწავლა კლასიკურ ფორტეპიანოზე, განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდა ცნობილი კომპოზიტორების იოჰან სებასტიან ბახის და ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებისადმი. მცირე დროის შემდეგ, აზიზამ აჩვენა მზარდი ნიჭი იმპროვიზაციისადმი.[5]

1979 წლის 16 დეკემბერს, აზიზის მამა მძიმე გულის შეტევით ტაშკენტში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი ქალიშვლისის დასახმარებლად, რომ იგი გაუმკლავდეს ამ მძიმე დარტყმას, აზიზის დედამ დათმო თავისი მომღერლის კარიერა და დაეხმარა ქალიშვილის მუსიკალური ნიჭის განვითარებაში.

1988 წელს, 18 წლის ასაკში, აზიზამ მუღამით ინფიუჟენის სტილში, გაიმარჯვა და დაიკავა მესამე ადგილი ამერიკელ მეთ კუპერთან ერთად თელონიუს მონკის პიანისტთა კონკურსში, ვაშინგტონში.[6] დაახლოებით ამ დროს, აზიზამ დედასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

1991 წელს, აზიზამ გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი აზიზა მუსტაფაზადე. მისი მეორე ალბომი Always გაიმარჯვა Phono Academy Prize პრემია, რომელიც პრესტიჟული გერმანული მუსიკის ჯილდოა, ასევე Echo პრემია სონისგან. მას შემდეგ, აზიზამ ბევრ ქვეყანაში გამართა კონცერტი და გამოუშვა კიდევ რამდენიმე ალბომი, რომელთაგან უკანასკნელი Contrasts II, 2007 წელს გამოვიდა.

ბაქოს ჯაზ ფესტივალი 2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიზა 2007 წლის ივნისში ბაქოს ჯაზ ფესტივალისთვის აზერბაიჯანში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ფესტივალის საბოლოო კონცერტი ღია ცის ქვეშ გამართა.[7]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. AllMusic.com review - Aziza Mustafa Zadeh
  2. Jazzeitung interview with Aziza Mustafa Zadeh
  3. Region Plus Magazine |url=http://regionplus.az/en/articles/view/2292
  4. Classical TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-29. ციტირების თარიღი: 2016-09-09.
  5. "A Feeling of Jazz". Baku Magazine, No. 2(16), May 2010; p. 80.
  6. Monk Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-03. ციტირების თარიღი: 2016-09-09.
  7. Aziza Mustafa Zadeh (Azerbaijan) on 2007 Jazz Festival. ციტირების თარიღი: 15 August 2014.