აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეა
აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეა (აზერ. Azərbaycan Dövlət Rəsm Qalereyası) — ხელოვნების მუზეუმი ბაქოში, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და აღდგენას.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეა შეიქმნა 1972 წელს აზერბაიჯანის სსრ კულტურის სამინისტროს ბრძანებულებით აზერბაიჯანის სახელმწიფო საგამოფენო დარბაზის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა 1960 წლიდან[1]. გალერეაში წარმოდგენილია 14000-ზე მეტი ნახატი, გრაფიკული ნამუშევარი, სკულპტურა, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნებისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები[2]. აქედან 10 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევარია.
გალერეა აწყობს შემოქმედებით ვორქშოფებს მხატვრებისთვის, მასტერკლასებს და ახალგაზრდა ხელოვანთა მოგზაურობის გამოფენებს. გალერეის მკვლევარები ატარებენ კვლევებს გამოფენებზე, კონკურსებზე, ნახატებზე და აგროვებენ ინფორმაციას მხატვრების შესახებ[3].
2017 წლის 27 ოქტომბერს გალერეამ ჩამოაყალიბა აზერბაიჯანელი მხატვრების ერთიანი საინფორმაციო ბაზა[2].
აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ გამართული გამოფენების უმეტესობა შედგება სამხატვრო გალერეის კოლექციაში შეტანილი ნახატებისგან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://azgallery.az/ - აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეის ოფიციალური ვებ-გვერდი